მამობის ჰოროსკოპი
ნებისმიერი მამაკაცი ინდივიდუალურ სახასიათო შტრიხებს ფლობს და ინტერესების სფეროც შესაბამისად სხვადასხვაგვარი გააჩნია. ზოგს თუ მიზნად კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა აქვს დასახული, სხვები ტკბილ ოჯახურ კერასა და ბავშვების მთელ ბატალიონზე ოცნებობენ. მოდით, ერთად გავარკვიოთ, როგორია მამობისადმი მიდრეკილება და სურვილი იყოლიონ შვილი მამაკაცებში, მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:
ვერძი - მეგობრული მამაა. პატარა ასაკშიც მზადაა მამობისთვის და არასოდეს იხევს უკან ამ ტვირთის წინაშე. იგი შვილებისთვის საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრეა, ყოველთვის აზროვნებს თანამედროვედ და ე.წ. "მამების და შვილების პრობლემა" მისთვის არასოდეს არსებობს
კურო - მზრუნველი მამაა. თუმცა შვილის ყოლის საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდება და არ ჩქარობს ადრეულ ასაკში გახდეს მამა. მშობლის ტვირთს მატერიალურად მყარი ბაზით უნდა შეხვდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს პატარას სწავლა-განათლება-აღზრდის ყველა საკითხი.
ტყუპი - კომუნიკაბელური და მხიარული მამაა. ბავშვებთან თავს მშვენივრად ირთობს და ხშირად ავიწყდება საკუთარი ასაკი. თუმცა ხანგრძლივი დროით პატარების მასთან დატოვება არ ღირს. ჭამა, გამოცვლა, დაძინება და სხვა მომაბეზრებელი პროცედურები ტყუპ მამას შოკში აგდებს და როგორც წესი, ხშირად ავიწყდება, რომ ბავშვებს ამ მხრივ მაქსიმალური ყურადღება ესაჭიროებათ. შვილები უყვარს, ოღონდ არათანმიმდევრულად.
კირჩხიბი - საშუალოსტატისტიკურ დედაზე უკეთესი მამაა. ფაქტობრივად მამა "დედის ფუნქციებით". კირჩხიბი კაცისთვის შვილი მთელი ცხოვრების აზრი და მიზანია. იგი პატარას მონდომებით უვლის, არასოდეს ავიწყდება მისი კვება, გმირულად შეუძლია ღამეები უთიოს ჩვილს. ერთადერთი პრობლემა რაც შვილებთან კირჩხიბს ექმნება არის ის რომ იგი ზედმეტად ცდილობს მათ კონტროლზე აყვანას და ძალიან უზღუდავს პირად თავისუფლებას.
ლომი - ავტორიტეტის მქონე მამაა. მამა ლომი საკუთარ ნაშიერებს როგორც წესი ყოველთვის ძალიან უყვართ, მიუხედვად იმისა, რომ იგი შესაძლოა მოუცლელობის გამო ხშირად ვერ ატარებდეს დიდ დროს მათთან. სამაგიეროდ, მაქსიმალურად ანებივრებს პატარებს საჩუქრებითა და სიურპრიზებით. ლომი ამაყი და დიდსულოვანი მშობელია. იგი შვილებს პირველ რიგში ღირსეულად მოქცევას და სიმამაცეს ასწავლის. ლომი მამები ყოველთვის ავტორიტეტები არიან საკუთარი შვილებისთვის.
ქალწული - მზრუნველი მამაა. ასეთი მამაკაცი ძალზე დიდი სიფრთხილით ეკიდება პოტენციური მშობლის სტატუსს. თუმცა თუკი მაინც ხდება მამა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია შვილის მიმართ. იგი მონდომებით ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხზე. აკონტროლებს მის კვებასა და ჰიგიენის ნორმებს. თუმცა ემოციების გამოხატვის კუთხით ცოტა ცივი და დისტანციური მშობელია.
სასწორი - ლოიალური მამაა. მისთვის გახდეს მშობელი სულაც არ წარმოადგენს ცხოვრების უმთავრეს დევიზს. თუმცა, თუ მაინც უწევს ამ ტვირთის საკუთარ თავზე აღება, ბავშვების მიმართ ძალზე დამთმობი და მოსიყვარულეა. მამა სასწორი ნაკლებად იხიბლება ჩვილებთან ურთიერთობით, სამაგიეროდ, უკვე დიდ ასაკში სიამოვნებით გაათვითცნობიერებს შვილს სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებში.
მორიელი - მზრუნველი მაგრამ დიქტატორი მამაა. მორიელს უყვარს კონტროლი. შესაბამისად, იგი შვილების მიმართ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მშობელია ყოველთვის. მამა მორიელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მშობლის ტვირთს და ყოველთვის ცდილობს პატარებისთვის მშვიდი, სტაბილური მომავალი უზრუნველყოს. იგი საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავს შვილის ინტერესებს და არასოდეს დაუშვებს, რომ ვინმემ მის ნაშიერს ტკივილი მიაყენოს.
მშვილდოსანი - ყველაზე ნაკლებადაა მიდრეკილი მამობისკენ. მშვილდოსანი მამა ხშირადაა ერთი ან რამდენიმე არაკანონიერი ბავშვის პატრონი. თუმცა მშობლის ტვირთი მისთვის ნაკლებად შემაწუხებელია. იგი სიამოვნებით გააკეთებს საკუთარი შვილებისგან ფეხბურთის გუნდს და მონდომებით ითამაშებს თავადაც მათთან ერთად. მამა მშვილდოსანს მოსწონს მეგობრული დამოკიდებულება შვილებთან. შესაბამისად, საკუთარი ნაშიერების მიმართ იგი ხშირადაა კარგი მრჩეველი.
თხის რქა - მკაცრი მამაა. თხის რქა მამა უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მშობელია. მას ძალიან აშინებს ნაადრევ ასაკში მშობლის ტვირთი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კარგად ესმის პასუხისმგებლობის სირთულე ამ მხრივ. თხის რქა მკაცრი, მაგრამ მზრუნველი მშობელია. იგი საკუთარ შვილებს არასოდეს ანებივრებს ზედმეტი მოფერებით. სამაგიეროდ, მაქსიმალურად ცდილობს მათი მომავალი უზრუნველყოს მატერიალური კუთხით და კარგი მანერები ჩაუნერგოს ბავშვებს.
მერწყული - მეგობრული და კრეატიული მამაა. მამა მერწყული ისეთი მამების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ბავშვებს უზომოდ უყვართ. თუმცა თავად მერწყულს ხშირად აშინებს მშობლის ტვირთი და ადრეულ ასაკში ნაკლებადაა მიდრეკილი მამობისკენ. მერწყული მამა ბავშვებისთვის ამოუწურავი სიურპრიზების წყაროა. იგი შვილებთან იდეალურად ერთობა და პირველ რიგში მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნავს.
თევზები - მოსიყვარულე, თუმცა არცთუ დიდი პასუხისმგებლობის მქონე მამაა. მამა თევზი ყოველთვის მზადაა სითბოს და სიყვარული აჩუქოს პატარებს, თუმცა პასუხისმგებლობა რომელიც ბავშვის დაბადებას ახლავს თან მასში ხშირად ძალზე დაბალი დოზითაა გამოვლენილი. სამაგიეროდ, იგი იდეალურად ართობს ბავშვებს და ხშირად თავადაც სიამოვნებით ცხოვრობს იმ ზღაპრულ სამყაროში, რომელსაც იგი ბავშვებისთვის იგონებს.