“ვნების ნაკვალევი ტუჩის კუთხეში” – ამ ლექსის ავტორი შალვა ნათელაშვილის ცოლია
(ბელა ალანიას ლექსი ქალებზე)
ვნების ნაკვალევი ტუჩის კუთხეში,
თვალი მინავლული ნუშის ბუდეში,
ლტოლვა წარუვალი და წარუშლელი,
სულიჩადგმული, მარადშეუცვლელი.
განცდა გამჭვირვალე, ჯერაც უთქმელი,
მზისფერ მობრდღვიალე თმების უღელი,
ფერთა ცისარტყელა კალმით უწერი,
მკერდი მსხმოიარე თბილ-თბილ უბეში,
კაბა დაკოპლილი, სუნთქვა მუცელში,
ტილო გროტესკული, ხშირად უხეში,
ქალი-სიყვარულის სხივი ულევი,
ქალი, უკვდავების დიდი ნუგეში...
ვნების ნაკვალევი ტუჩის კუთხეში,
თვალი მინავლული ნუშის ბუდეში,
ლტოლვა წარუვალი და წარუშლელი,
სულიჩადგმული, მარადშეუცვლელი.
განცდა გამჭვირვალე, ჯერაც უთქმელი,
მზისფერ მობრდღვიალე თმების უღელი,
ფერთა ცისარტყელა კალმით უწერი,
მკერდი მსხმოიარე თბილ-თბილ უბეში,
კაბა დაკოპლილი, სუნთქვა მუცელში,
ტილო გროტესკული, ხშირად უხეში,
ქალი-სიყვარულის სხივი ულევი,
ქალი, უკვდავების დიდი ნუგეში...