ფრაზები, რომლებიც 20 წლის გოგოს არ უნდა უთხრა

ფრაზები, რომლებიც 20 წლის გოგოს არ უნდა უთხრა
ფრაზები, რომლებიც 20 წლის გოგოს არ უნდა უთხრა:

1. "ჰმ, ერთი შეხედვით შენზე ვერ იტყვი რომ ქალიშვილი ხარ!" - მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ გოგო ქალიშვილია, ის აუცილებლად უნდა იცვამდეს მუხლსქვემოთ კაბებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცვას ღია დეკოლტე და სექსზე საუბრისას თვალებს უნდა ხრიდეს მორიდებით.

2. "შენ ეს არასდროს გგონია მამაკაცთან? ... ქალთან?" - ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორის მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ გოგოს 20 წლის ასაკში ჯერაც არ ჰქონია სექსი, ის ლესბოსელია და ის სექსუალურ მოთხოვნილებებს უახლოეს დაქალთან ურთერთობისას იკმაყოფილებს.

3. "და შენი შეყვარებული? ის უეჭველი გღალატობს!" - ბიჭებს შორისაც მოიძებნებიან ერთგულები და თუ ის მზადა საყვარელ ქალს ელოდოს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მას მხოლოდ სექსი არ აინტერესებს.

4. "ანუ თქვენ შორის სერიოზული არაფერია" - არსებობს მოსაზრება, რომ სექსის გარეშე სერიოზული ურთიერთობა არ გამოვა, თუმცა ამ მოსაზრების მომხრეებს ავიწყდებათ ის, რომ ურთიერთობის სიმტკიცეს სულიერი კავშირი, ურთიერთგაგება და პატივისცემა ქმნის. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჰარმონია სექსში.

5. "არცკი იცი რამდენს კარგავ სექსზე უარის თქმით! ორგაზმი - ეს არაჩვეულებრივია!" - მამაკაცის ალერსი არ უნდა განიხილოთ სიამოვნების მიღების ერთადერთ საშუალებად. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენამ შესაძლებელია ისეთივე სიამოვნება განგაცდევინოთ, რაც ორგაზმმა.

6. "რა საყვარლობაა. შენ ისეთი გულუბრყვილო და ნაზი ხარ!" - მსგავსი ფრაზის გამზიარებელ მამაკაცებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ქალს მსახიობური ნიჭი აქვს - რაც უფრო წყნარია, მით მეტი ქალური პროფესიონალზმი იმალება მასში.

7. "და შენ არასდროს აღგზნებულხარ?" - რა თქმა უნდა, თუ ახალგაზრდა ქალი ჯანმრთელია, მას აუცილებლად ექნება სექსუალური მოთხოვნილება, მაგრამ ის ადამიანია და არა ცხოველი, რომ მცირედი აღგზნებისთანავე პირველივე შემხვედრთან სექს დათანხმდეს.

8. "დაუჯერებელია. შენ ხომ ასეთი სექსუალური ხარ!" - რა თქმა უნდა, ქალისთვის ეს კომპლიმენტია, თუმცა სექსუალურობა არ წარმოადგენს ხშირი სექსის არც დასტურს და არც გარანტიას. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება და არც ეხმარება.

9. "ქალწულობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ" - მამაკაცებო, ქორწინებამდე თუ შესაფერის მამაკაცთან შეხვედრამდე უბიწოების შენარჩუნება ქალის არჩევანია და მას პატივი უნდა სცეთ.