ხართ თუ არა ებოლათი დაავადებული? ტესტი 15 წუთში

ხართ თუ არა ებოლათი დაავადებული? ტესტი 15 წუთში
ესპანელი მედდა ტერეზა რომერო ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადებისგან განიკურნა. ამის შესახებ მადრიდში, კარლოს მესამის სახელობის საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს - მათი პაციენტის სისხლის განმეორებითმა ანალიზმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. მედდა საავადმყოფოში 6 ოქტომბერს გადაიყვანეს - იგი აფრიკიდან ჩამოყვანილი დაავადებული ესპანელი მღვდლისგან დასნეულდა. მღვდლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ებოლას ცხელების გამოსავლენი სწრაფი ტესტი საფრანგეთში, ქალაქ ლიონში შეიმუშავეს. იგი რთულ ლაბორატორიულ აღჭურვილობას არ მოითხოვს, ანალიზისთვის მხოლოდ სისხლის ან შარდის წვეთია საკმარისი. პასუხის მიღება 15 წუთშია შესაძლებელი: მგრძნობიარე ზედაპირზე ერთი ან ორი ზოლი ჩნდება იმის მიხედვით, პასუხი დადებითია თუ უარყოფითი. უფრო დეტალურ გამოკვლევას კი 2 საათი სჭირდება.

ფრანგი მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ტესტები გამოყენებისთვის მზად ერთ კვირაში იქნება.