იდეალური კოცნის 7 შემადგენელი ნაწილი

იდეალური კოცნის 7 შემადგენელი ნაწილი
თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი პირველი კოცნა დაგამახსოვრდეთ ორივეს, არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საჭიროა გაითვალისწინოთ:
- გატაცება
თქვენ უნდა იზიდავდეთ ერთმანეთს, იზიდავდეთ ძლიერად და ნამდვილად. ჩვენ არ ვამბობთ რომ თქვენ ნამდვილ სიყვარულს უნდა დაელოდოთ, მაგრამ რაც მეტი იქნება თქვენს შორის ცეცხლი, მით უფრო მოგეწონებათ კოცნა.


- ის შენ უნდა აღგაგზნებდეს
მისი ტუჩების შეხებისგან შენ უნდა დაგბურძგლოს. აქ მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ხშირად ადამიანის ფიზიკური მიმზიდველობის გაცნობიერდება მოგვიანებით ხდება, ასე რომ ნუ იჩქარებთ კოცნას.
- ადგილი, სადაც ეს მოხდა .
დიახ, დიახ, გოგონებისთვის ადგილსაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ მამაკაცებმა დაიმახსოვრეთ: რაც უფრო კარგია "დეკორაცია" მით უფრო კარგ კოცნას მიიღებთ
- რბილი ტუჩები .

უბრალოდ დარწმუნდით რომ თქვენი ტუჩები დამსკდარი არ არის, როდესაც ემზადები პაემანზე წასასვლელად. კრიტიკულ შემთხვევაში სიტუაცია შეგიძლიათ გამოასწოროთ ჰიგიენური ტუჩსაცხით.
- სექსუალური დაძაბულობა.
რაც უფრო დიდხანს არ კოცნით თქვენ ერთმანეთს, მით უფრო იზრდება თქვენს შორის სექსუალური დაძაბულობა. ამიტომაც ღირს ცოტა მოითმინოთ გააწვალოთ ისიც და საკუთარი თავიც
- პრივატულობა.
ზოგიერთს არ უყვარს გრძნობების საჯაროდ გამოფენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი კოცნა შედგეს ისეთ გარემოში, რომელშიც ორივენი თავს კომფორტულად გრძნობთ და ყურადღება მთავარი საკითხიდან არ გაგეფანტებათ.
- კარგი სულიერი მდგომარეობა.
კოცნა - კომფლიქტის გადაწვეტის ვარიანტია და არა საშუალება. ამიტომ უმჯობესია არ აკოცოთ ერთმანეთს თუ ნაჩხუვრები ხართ. ამისათვის აირჩიეთ შერიგებისა და ურთიერთ ჰარმონიის მომენტი.