ეს არ გაგასუქებთ! - ტკბილეულის ჭამის 5 ძირითადი პრინციპი

ეს არ გაგასუქებთ! - ტკბილეულის ჭამის 5 ძირითადი პრინციპი
ჯანსაღი კვება ტკბილეულზე უარის თქმის მიზეზად არ უნდა იქცეს. მთავარი უბრალო პრიციპების გათვალისწინებაა და გემრიელი დესერტი ჩვენი სწორი კვების რაციონში აუცილებლად აღმოჩნდება.

1. უშაქრო - არ ნიშნავს პრობლემის არარსებობას. კანფეტისა ან ორცხობილის ყიდვისას შეფუთვაზე დიდი ასოებით მითითებული წარწერის "უშაქრო“ -ს მიუხედავად, ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა. ხშირად მწარმოებელები შაქრის ნაცვლად ფრუქტოზას (ფრუქტოზა- ხილის ნატურალური შაქარი, რომელსაც შეიცავს ხილი და კენკროვნები, ასევე ყვავილების ნექტარი, თაფლი, მცენარეების გარკვეულ ოჯახებში) გვთავაზობენ. თუ ადრე ეს კონკრეტული დამატკბობელი სასარგებლოდ ითვლებოდა, დღეს ის ბევრმა სპეციალისტმა შავ სიაში შეიტანა. ფრუქტოზის ხშირი გამოყენება არა მარტო კილოგრამების მომატებას, არამედ თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას იწვევს. ყველაზე ნეიტრალურ შაქრის შემცვლელად დღეს სტევიას მიიჩნევენ( სტევია(Stevia Rebaudiana) ნატურალური ნივთიერებაა. მას იღებენ მცენარიდან, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხარობს.) - ტკბილი ბალახი, რომლისგანაც მწვანე ფხვნილს ამზადებენ. ის არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე და არც გვერდით მოვლენებს იწვევს.

2. თაფლი - მისი გამოყენება ცხობისას არც ისე სასარგებლოა. 42 გრადუსზე ის კარგავს სამკურნალო თვისებებს, ხოლო 60 გრადუსზე შეიძლება მავნე პროდუქტადაც იქცეს. თაფლი, როგორც დამატკბობელი, უფრო მეტად ცივ დაბლენდერებულ სასმელებს უხდება. ნატურალური თხის რძით დამზადებული იოგურტი 1 კოვზი არომატული ბერძნული თაფლი და 1 მწიკვი დარიჩინი - ერთ-ერთი სწრაფი და მსუბუქი დესერტია.

3. დაიწყეთ დესერტი სალათით. ახალი ბოსტნეული და სასარგებლო ფერმენტებითა და მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი მწვანილი ნებისმიერი მომდევნო დესერტის ათვისების საშუალებას იძლევა, იქნება ეს ნატურალური კანფეტები, თუ კლასიკური ჩიზქეიქი. დაექვემდებარეთ წესს - ჯერ ბოსტნეული მიირთვით, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ თავი ტკბილეულითაც გაინებივროთ.

4. რაც მარტივია, უკეთესია. ფქვილი, თხილი, შაქარი, ხილი, მცენარეული ცხიმი და ნაღები - დესერტში, რომელშიც ყველა ეს ინგრედიენტია ძალიან გემრიელად და ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის ეს საკმაოდ მძიმედ შესასრულებელი ამოცანაა. მსგავსი „გართულებული რეცეპტების“ ტორტებისა და ნამცხვრების ნაცვლად, უმჯობესია ადვილად მოსანელებელი პროდუქტებისაგან მომზადებული დესერტი მივირთვათ. მაგალითად, თუ ტკბილეულის მოსამზადებლად თხილსა და მზესუმზირას იყენებთ, მათ შეიძლება ბანანი ან ნებისმიერი ჩირი დაუმატოთ. თუ ორცხობილას ამზადებთ, რომლის შემადგენლობაში შვრიაა, შეგიძლიათ წიწიბურას ფქვილი ან ნებისმიერი მარცვლეული გამოიყენოთ, მაგრამ თხილისა და ფქვილის შერევა რეკომენდირებული არაა.

5. ზოგჯერ უმჯობესია ხილის ნაცვლად შოკოლადი მიირთვათ. უმრავლესობა შეცდომას უშვებს და სასარგებლო დესერტის ნაცვლად ახალი ხილის ჭამას ამჯობინებს. კენკრა და სხვა სახეობის ხილი სჯობს უზმოზე მიირთვათ. ის სხვა საკვებს არ უნდა შეურიოთ. ხილით თავის განებივრება შეიძლება სადილამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე და არა სადილის შემდეგ. დესერტად 70% -ი კაკაოთი დამზადებული შოკოლადის პატარა ფილაა გამართლებული.