სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა: "ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით"
ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 22 წლის ძიძამ, ალექსის ჰანმა ჩარლსტონის სასამართლოში თავი დამნაშავედ სცნო თავდასხმასა და ცემაში. ძიძას ბავშვთან სასტიკი მოპყრობის გამო ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბენჯამინ და ჰოუპ ჯორდანებმა ეს ქალი თავიანთი 7 თვის შვილის ძიძად ერთი წლის წინ აიყვანეს. ხუთ თვეში, მას მერე, რაც ალექსისმა მუშაობა დაიწყო, ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ მათი ძაღლი ბავშვის დაცვას და დამალვასაც კი ცდილობდა, როცა ჰანი მოდიოდა. "ძალიან აგრესიული იყო ჰანთან მიმართებაში და რამდენჯერმე მისი დაბმაც კი მოგვიწია, რომ არ დაეკბინა", - ჰყვება ჰოუპი.
ცხოველის უცნაური ქცევა რომ აეხსნათ, მშობლებმა დივნის ქვეშ ტელეფონი დამალეს, რომ ჩაეწერათ, რა ხდებოდა სახლში მათი არყოფნის დროს. როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა და ჩანაწერს მოუსმინა, შოკში ჩავარდა. "მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით", - ამბობენ ჯორდანები.