მამაკაცმა ცოცხალი ხვლიკი და ბაყაყი გადასანსლა
23 წლის ბრიტანელმა შელდონ ჯინსმა ინტერნეტმომხმარებლების მრისხანება გამოიწვია ვიდეოს გამოქვეყნებით, რომელშიც ცოცხალ ხვლიკსა და ბაყაყს ყლაპავს. ასე მამაკაცი ინტერნეტგართობა Neknomination-ის ფარგლებში მოიქცა.
ხუმრობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილემ სპირტიანი სასმელი უნდა დალიოს, ყველაფერი კამერით გადაიღოს და ნაცნობები გამოიწვიოს, მაგრამ შელდონი შორს წავიდა. მან გადაწყვიტა, ალკოჰოლისთვის ცოცხალი ხვლიკი და ბაყაყი დაემატებინა. ვიდეოში ჩანს, როგორ სვამს იგი სითხეს ჯერ ბაყაყთან, შემდეგ კი ხვლიკთან ერთად. მანამდე კი ცოცხალ ჭრიჭინებს ყლაპავს.
ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მამაკაცს სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში შელდონი ამტკიცებდა, რომ მოგვიანებით ისინი გადმოაფურთხა, მაგრამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ცოცხლები დარჩნენ. ახლა შელდონი იძულებულია, 1900 დოლარი გადაიხადოს და 80 საათი ანაზღაურების გარეშე საზოგადოებრივი სამუშაო შეასრულოს.