რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს იდეალური სექსი?

რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს იდეალური სექსი?
ამერიკელმა სექსოლოგებმა ერიკ კორტნიმ და ჯინა გვარდიანიმ განაცხადეს, რომ მოსახლეობამ არ უნდა დაუჯეროს ჰოლივუდის ფილმებს, სადაც ნაჩვენებია, რომ იდეალური სექსი რამოდენიმე საათს და სულაც მთელი ღამე შეიძლება გაგრძელდეს.
ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, ისინი აცხადებენ, რომ პირიქით, პროცესის გახანგრძლივებას, სიამოვნების ნაცვლად იმედგაცრუება მოაქვს.
მათ გამოკითხეს ათეულობით სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი - ფსიქოლოგები, სოციოლოგები, სექსოლოგები, ექიმები და გაარკვიეს, რომ საუკეთესო შედეგისთვის პროცესი 7-13 წუთი უნდა გაგრძელდეს. მათი აზრით, 7 წუთზე ნაკლები დროის შემთხვევაში ჩნდება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ხოლო როდესაც პროცესი 13 წუთს გადააჭარბებს, იგი მომაბეზრებელი და გაჭიანურებულია.