"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ
"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

ვარსკვლავები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. უცხოელებისგან განსხვავებთ, ქართველი ცნობილები არ ცდილობენ ერთმანეთს საქმით აჯობონ. ისინი ძირითადად პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებით, პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდებიან ერთმანეთს და ამაზე საჯარო სივრცეში წერენ. "ამბები.გე" იმ ცნობილი ქართველების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

ყოფილი ტელეწამყვანი და ოლიმპიური ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა ხშირად აკეთებს სკანდალურ განცხადებებს. ის არაერთ ცნობილ ადამიანს დაუპირისპირდა. მათ შორის ნინა წკრიალაშვილს, ლელა წურწუმიას, ლუკა კურტანიძის ოჯახს. თუმცა ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება, რომელიც სიჭინავას სახელს უკავშირდება, მერიაში დასაქმებულ მომღერლებს ეხება. რამდენიმე თვის წინ ხატია სიჭინავამ "ფეისბუქზე" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "მერიაში იყო ოცკაციანი სია, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ 5 000 ლარს. ესენი არიან, სტეფანე, კახუჩელა, ლელა წურწუმია, ნიაზ დიასამიძე, ზუმბა და მაია დარსმელიძე. ასევე კილაძის მარჯვენა ხელი ნეკა სებისკვერაძე. აი, ნახავთ, რა ადვილად მოერგებიან ახალ სიტუაციას. ეგეთი ხალხი ყველა "პრობკას" ერგება. ნინო ჩხეიძეს რომ შეეტენები, თუნდაც იმიტომ, რომ ფული აქვს. გული მერევა, რაა. მადლობა ღმერთს, რომ არსად არ ვართ გარეულები ჩვენ", - წერდა სიჭინავა.

მოგვიანებით სიჭინავას მაია დარსმელიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მისი სიზმრების შედეგი იყო. "ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია + ცილისწამება... რა ნამუსით წერ, რომ ყველა პრობკას ვერგები ან მოვერგები, თუ ჩემდამი ზიზღის მთავარი თემა და არგუმენტი ჩემი ნაციონალების გვერდში დარჩენაა??...და ხელფასის თემა უფრო ვრცლად, თუ შეიძლება, ძალიან საინტერესოა რომელ სიზმარში მნახე და სიზმრების ცნობარმა რაო?? :დ", - უპასუხა დარსმელიძემ ხატია სიჭინავას.


პირდაპირობით და სკანდალურობით გამოირჩევა მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, მართალია თავად არავის ერჩის, მაგრამ უპასუხოდაც არავის ტოვებს. ბოლოს ნინა ყოფილ ტელეწამყვანს, სალომე გოგიაშვილს დაუპირისპირდა. ყველაფრის მიზეზი კი "ფეისბუქზე" სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა. რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული. სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც ის სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ თემაზე დაწერილი სტატია ნინამ "ფეისბუქზე" გააზიარა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი დაპირისპირება წლების წინ დაიწყო. "ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის "პაეზდკა"? და ერთს დავამატებდი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით", - უპასუხა სალომემ.
შერიგდნენ თუ არა ნინა და სალომე სკანდალური დაპირისპირების შემდეგ, უცნობია.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინი ქარსელაძე ერთმანეთს გასულ წელს ბათუმში დაუპირისპირდნენ. ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ და საქმეში პოლიცია ჩაერთო, მაგრამ მომხდარზე არცერთი მხარე არ საუბრობს.


სკანდალური მსახიობი ია ფარულავა საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის საჯაროდ აფიქსირებს. გასულ წელს მსახიობმა ვიცე-პრემიერის
ანუკა არეშიძის რუსული გააკრტიკა. "შვილო, ქართულად ილაპარაკე თუ რუსული არ იცი. შემრცხვა... ან თარჯიმანი დაიქირავე, ნახევარი "ტუფლის" ფულიც არ დაგიჯდება", - დაწერა მსახიობმა "ფეისბუქზე", რასაც ანუკა არეშიძემ შემდეგნაირად უპასუხა: "ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ მალე როდესაც საზოგადოება ჩემს პირველ და დამოუკიდებელ კოლექციას იხილავს, ძალიან კმაყოფილი და მოხიბლული იყოს.... მილიარდი საქმე მაქვს კიევში, თბილისში და თქვენ კიდევ ია ფარულავაო... გაუმარჯოს ღმერთმა და სიკეთე მისცეს, სიკეთე!".


პოლიტიკური სტატუსის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გიორგი არველაძე და გიორგი ყიფშიძე. არველაძემ "ფეისბუქზე" უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა. "არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს, მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც "იმიტირებულ ქრონიკაზე" ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ… ბოდიში…", - დაწერა არველაძემ "ფეისბუქზე. რასაც გიორგი ყიფშიძის გინება მოჰყვა. "შენი გამჩენი მოვ...ნ" - ამ სამი სიტყვით შემოიფარგლა მსახიობი არველაძის შეფასებისას, თუმცა ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Facebook-აუდიტორიის უმრავლესობის ყურადღება მიეპყრო. გიორგი არველაძე გიორგი ყიფშიძეს რამდენიმე საათში გამოეხმაურა და შემდეგი საპასუხო სტატუსი დაწერა: "სოციალურ ქსელებში გინება პატარა კაცების საქმეა.. კაცუნების... ისეთების, რომლებსაც ამის კეთება თვალებში ჩახედვით არ შეუძლიათ...". მოგვიანებით გიორგი ყიფშიძემ საზოგადოებას უცენზურო სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა.

თიკო სადუნიშვილი მუდმივად სკანდალებით გამოირჩევა. ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება თიკოს და შორენა ბეგაშვილს გასული წლის ზაფხულში მოუვიდათ. ბეგაშვილი სადუნიშვილის ინტერვიუმ გააღიზიანა, რომელშიც ტელეწამყვანი მსახიობთან ურთიერთობის გაფუჭების დეტალებს იხენებს.

"თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენს პირს რა დახურავს)) ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის და შენ რა გგონია, ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე, ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხო მაინც არაფერი მომაკლდება ამით, წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი, სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ, ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული", - წერს ბეგაშვილი.
მოგვიანებით შორენას თიკომ უპასუხა - "ძვირფასო შორენა, სიმართლე გითხრა დიდხანს ვფიქრობდი, გამოვხმაურებოდი თუ არა შენს "პოსტს". მერე იმაზეც ვფიქრობდი, ეს რა ფორმით გამეკეთებინა, ყველაზე ადვილი შენი მსგავსი ბრალდებების გამოქვეყნება იყო, რომელსაც დამეთანხმები, დიდად ჭკუის დატანება არ ჭირდება. როგორც ამბობ, ამ დიდებულ ტექსტს სამი წამი დაუთმე და გილოცავ! ამით გაუნათლებლობის გამოვლინების უმაღლესი მაგალითი დაგვანახე.


მადლობა ღმერთს მშობლებმა ისე გამზარდეს, ასეთივე სტატუსის ჩემგან გამეორება იმწამსვე გამოირიცხა. არა და სულ გაჩუმებაც არ გამოვიდოდა, გაგიგონია ალბათ "დუმილი თანხმობის ნიშანიაო". პირადად მე ამ გამოთქმას ვერც ვიტან და არც ვეთანხმები. მაგრამ ის ხალხი, ვინც "ლაიქებით" გცხრილავს ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს, კარგად იცი ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ ჩემი, როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება პირად მტრობად თუ აღიქვი.

იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ, ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა. აი სწორედ მაშინ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს რომ აგროვებდი. (დიახ, ჩვენც ვუყურებთ პროფილს ხანდახან:)) კარგად ვაცნობიერებ პოპულარობას ბონუსად ათასი ბინძური ჭორიც მოყვება, ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე.

მერწმუნე შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთნ ერთად პრემიერებზე სიარულია, თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

აი ჩემი შვილი კი უკვე 11 წლისაა, მას Facebook-ზე საკუთარი გვერდიც აქვს, რომელზე შესვლას ეს დღეები სხვადასხვა მიზეზით ვუკრძალავ, სადმე შენ ბინძურ სტატუსს, რომ არ გადაეყაროს. ის ამას არ გაპატიებს! ვიცი ეს წერილი ბევრ ჩემს ახლობელ ადამიანს გაანაწყენებს "არ იმსახურებს შენგან ყურადღებას", "ნუ დახვალ მაგის დონემდე", "იაფფასიან ინტრიგაში გხვევს" მაგრამ სიამაყე იქ მთავრდება სადაც ჩემი როგორც დედის შეურაცხყოფა იწყება. ერის სექს სიმბოლოვ, ჩათვალე ეს წერილი ჩემგან უდიდეს საჩუქრად, რომლის სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვ ჩემი შვილის და ჩემი როგორც დედის წინაშე! შენ კი მინდა წარმატებები გისურვო და საკუთარი ასოს პოვნა "იღბლიან ბორბალში".

P.S. თუ შეძლებ ქართული შრიფტით მოგვიბოდიშე", - უპასუხა სადუნიშვილმა.
სტატიის ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
სტატიის წყარო:ambebi.ge