10 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, რათა ლამაზად გამოიყურებოდეთ

10 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, რათა ლამაზად გამოიყურებოდეთ
თითოეულ ჩვენგანს სურს გამოიყურებოდეს საუკეთესოდ ყოველდღიურად, თუმცა რამდენიმე ცუდი ჩვევა ხელს გვიშლის ამაში. ყველამ ვიცით, რომ უნდა მოვერიდოთ სიგარეტის მოწევას, არ უნდა გავჩერდეთ მზეზე დიდხანს, უნდა შევიკავოთ თავი უვარგისი პროდუქტების ჭამისაგან, თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი შედეგის მისარჭევად.

10 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, რათა გამოიყურებოდეთ ლამაზად:

1. გაიკეთეთ მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი.
გარდა იმისა, რომ მძიმე მაკიაჟი გიფუჭებთ სახის კანს, ასევე გხდით არაბუნებრივს და ფარავს თქვენს სილამაზეს. ამიტომ თავი შეიკავეთ მაკიაჟისაგან ან გაიკეთეთ მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი.
2. კორექტორის გამოყენება.
ნუ მოიხმართ კორექტორს ხშირად, რადგან იგი მიეკუთვნება მძიმე მაკიაჟს და გიფუჭებთ კანს. ან კორექტორით დაიტანეთ საცხი ძალიან თხლად და შემდეგ ნეკა თითით გაათანაბრეთ იგი. ასე თქვენ მცირე საცხის გამოყენებით მიაღწევთ საუკეთესო შედეგს და დაიცავთ თქვენს კანს.
3. არასდროს გაიკეთოთ თვალები და ტუჩები ერთდროულად.
ასეთ შემთხვევაში ირღვევა ბალანსი და შესაძლოა თქვენი ნამუშევარი საერთოდ აღარ მოგეწონოთ.
4. შამპუნების სწორი გამოყენება.
გაისუფთავეთ თმა სპეციალური შამპუნების მეშვეობით იშვიათად, მაგრამ ხარისხიანად.
5. შეცვალეთ პროდუქცია ხშირად.
ნუ გამოიყენებთ ყოველთვის ერთიდაიგივე პროდუქციას, მგალითად შამპუნს. იყიდეთ 2-3 ერთდროულადლ და გამომიყენეთ რიგრიგობით.
6. აუცილებლად მოიშორედ მაკიაჟი ძილის წინ.
რაც არ უნდა დაღლილი იყოთ და გეზარებოდეთ ეს პროცედურა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამგვარად თქვენ აყენებთ ძალიან დიდ ზიანს თქვენს კანს.
7. გასინჯეთ მაკიაჟი სანამ იყიდით.
სანამ იყიდით მაკიაჟს აუცილებლად უნდა მოსინჯოთ იგი. თუ არ მოიქცევით ასე, მაშინ მერწმუნეთ თქვენს მიერ ნაყიდი მაკიაჟის 50 პროცენტს არც კი გამოიყენებთ და უქმად მიაგდებთ.
8. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.
ასაკთან ერთად გაჩენილ ნაოჭებსა და ლაქებს ადვილად დაფარავთ მაკიაჟით, თუმცა მისგან გაჩენილი ლაქების მოშორება შეუძლებელია.
9. ხშირად გამოიყენეთ სახის ნიღბები.
ამ გზით თქვენ გაისუფთავებთ კანს. დაანეტიანებთ და უფრო ლამაზსა და მომხიბვლელს გახდით მას.
10. აუცილებლად დაიცავით ჯანმრთელი დიეტა.
საერთოდ ამოიღეთ კვებიდან არაჯანსაღი პროდუქტი და მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. ეს აუცილებელი და სავალდებულო პროცესია, რომელიც უნდა დაიცვათ თუ გსურთ გამოიყურებოდეთ ლამაზად.