მაია ასათიანი: ჩემს ცხოვრებაში მეტი აზარტი გაჩნდა
ქართულ ტელესივრცეს სულ მალე ახალი არხი შეემატება, სპეციალურად ქალბატონებისთვის მაუწყებლობას იწყებს რუსთავი ორის რიგით მეორე „შვილობილი“ სახელად მარაო.
ცნობილი სახეები, აპოლიტიკური თემები, გართობა და ყველაზე რეიტიგნული გადაცემის ავტორი, მაია ასათიანი ხელმძღვანელად, ამ ყველაფერმა მარაოს ეთერში გასვლამდე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ახალ არხზე უკვე ბევრს საუბრობენ.
დრონი.ჯიმ გადაწვიტა მარაოს შესახებ თავად მაია ასათიანს გასაუბრებოდა და პროფილის ავტორთან და წამყვანთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
-დირექტორობა როგორია?
-რეალურად მე ვარ ახალი არხის ხელმძღვანელი, უფრო გენერალური პროდიუსერი. იმდენად ვარ საქმეში ჩართული და იმდენად მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ, სიმართლე გითხრათ რაღაც დამატებით ამბებზე საფიქრელად არ მცალია.
მარაოს გამოჩენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იმაზე მეტი აზარტი გაჩნდა ვიდრე იყო, ზოგადად ძალიან აზარტულია ის რასაც ვაკეთებთ ახლა და ძალიან მეამაყება, რომ პროფილის გუნდთან ერთად მოვკიდე ხელი ამ ახალ საქმეს და იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება, ისეთივე წარმატებული როგორც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული პროექტი.
-მარაოს გაკეთების იდეა ვის ეკუთვნის?
-ეს იყო რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის იდეა, მე ამ ამბავში ჩავერთე აპრილის შუა რიცხვებიდან. ყველაფერი იდეით დაიწყო ნელ-ნელა შეესხა ხორცი და ფორმას ახლა იძენს. ძალიან კარგი იდეა მგონია, რადგან დროა ქართულ ბაზარზე შეიქმნას არხი სპეციალურად ქალბატონებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ეს დრო დადგა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
-თქვენს გარდა სხვა კანდიდატურა თუ იყო ხელმძღვანელის თანამდებობაზე?
-მე დამატებითი კითხვები აღარ დამისვამს, ასე რომ არ ვიცი.
-დაგემატებათ ბევრი საქმე, შეიძლება თუ არა მოაკლდეს პროფილს თქვენი ხელი?
-არა, პროფილი ჩემი მთავარი და პირველი სიყვარულია, როდესაც მარაოსთან დაკავშირებით შემოთავაზება მივიღე და მერე დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, პირველი კითხვა იყო „როგორ გავანაწილო დრო იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის მაყურებელმა არ იგრძნოს, რომ მე პროფილის გარდა კიდევ ძალიან ბევრი საქმე მაქვს.“ ჯერჯერობით ვახერხებთ ამას და ყველანაირად ვეცდებით მაყურებელი არ დავაზარალოთ, ძალიან ცუდი იქნება თუ პროფილს რაიმე მოაკლდება, ჯერჯერობით ეთერში ვართ ძალიან წარმატებულად. გავანაწილეთ ჩვენი ძალები ისე რომ ვეყოთ ორივე ფრონტს.
-გინდა, რომ მარაო იყოს უფრო წარმატებული ვიდრე პროფილი?
-მე მინდა საკუთარ თავს ვაჯობო, არ მიყვარს ერთი ადგილის ტკეპნა. 60 წლის რომ ვიქნები მაშინაც მინდა, რომ კარიერაში და შემოქმედებაში რაღაც ახალი ეტაპი მქონდეს და ღმერთს მადლობა, რომ მეხმარება და ხელს მიმართავს საიმისოდ, რომ ვიარო წინ და არა უკან.
-ხშირად ამბობ, რომ არ გრჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის სამსახურის გამო, ახლა ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება
-ამას იმიტომ ვამბობ ხოლმე რომ თავი ავარიდო ზედმეტ და აბეზარ შეკითხვებს ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ქალმა თუ მოინდომა ყველაფრისთვის გამონახავს დროს, უბრალოდ მე პირად ცხოვრებაზე კითხვებს მაგ გზით ვარიდებ ხოლმე თავს, აღარ ჩავუღრმავდეთ თორემ თქვენც იგივეს გიპასუხებთ.
-ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ? მათთვისაც გაგიჩნდებათ დროის დეფიციტი
-ძალიან რთუულია დროის სწორად გადანაწილება და რათქმაუნდა მე რომ ვმჯდარიყავი სახლში ჩემი შვილისთვის ბევრად მეტი დრო მექნებოდა, პროფილის დროს ხშირად მქონდა შვილთან ურთიერთობის დანაკლისი და ეს დანაკლისი უფრო და უფრო იზრდება, თუმცა ნუცა სწორად იგებს ყველაფერს და ესმის ის საკითხები რაც ჩემს კარიერას უკავშირდება. ჩვენ სხვანაირი დედაშვილობა გვაქვს, გული მწყდება ხანდახან, ნუცა სამსახურში და ტელევიზიაში გაზრდილი ბავშვია, ჯერ მარაო რემონტის პროცესში იყო, როცა ერთ-ერთი პირველი ვინც მარაოში მოვიდა ჩემი შვილი იყო და ახლაც ველოდები ინგლისურიდან უნდა გამომიაროს და მერე ერთად წავალთ სახლში. რთულია რათქმაუნდა, იოლი არაფერი არ არის, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ და ასეთი ცხოვრების რიტმი მომწონს, უსაქმურად რომ ვიყო ასე ბევრად უფრო მძიმედ ვიქნები შინაგანად.
-საუბარმა მოიტანა და ამასაც გკითხავ, ნუცას რატომ არასოდეს აჩენ?
-მე ზოგადად ვფიქრობ და მგონია ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ ვაჩენ ეს ის სიტყვა არ არის, ჩვენ უბრალოდ ორი დამოუკიდებელი ადამიანი ვართ და თან არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით.
-ახლა რამდენი წლისაა და რა გეგმები აქვს პროფესიასთან დაკავშირებით?
-16 წლისაა, გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს და არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს.
-მაია თქვენ და ნანუკა ჟორჟოლიანი დიდი ხანია ითვლებით კონკურენტებად, ამიტომ არ შემიძლია არ გკითხო ერთი დამთხვევის შესახებ, თქვენ გახდით ტელევიზიის ხელმძღვანელი, ნანუკამ კი გახსნა საკუთარი ტელევიზია, ეს მოხდა თითქმის ერთდროულად ანუ კონკურენცია გრძელდება?
-მე მინდა წარმატება ვუსურვო ნანუკას, იმიტომ რომ ჩვენი ორი გადაცემის კონკურენციამ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას მოწონს ზოგადად ამ კონკურენციაზე საუბარი და მითქმა-მოთქმა ჩვენ ორივეს გვარგო, ამას გულწრფელად ვამბობ. მე მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო მას და მის ახალ საქმეს. არამგონია კონკურენტები ვიყოთ იმიტომ, რომ როგორც ვიცი ნანუკა ინტერნეტტელევიზიას აკეთებს, მარაო კი ტელეეთერში გავა.
-და ბოლოს მითხარით როგორია გეგმა მინიმუმი და გეგმა მაქსიმუმი მარაოსთან დაკავშირებით.
-ამ ეტაპზე მიზანი გვაქვს ვაჯობოთ ყველა პატარა არხს, რომელიც მაუწყებლობს საქართველოში, შესაბამისად მსხვილი არხები ჯერ ჩვენი კონკურენტები არ არიან.
მარაო იქნება გასართობი, მცირებიუჯეტიანი არხი. ეს იქნება პატარა არხი ძალიან მაღალი რეიტინგით და თუ როგორ უნდა დავწეროთ რეიტინგი მემგონი ეს პროფილის გუნდმა ყველაზე კარგად იცის, ცოტას წავიტრაბახებ თუ შეიძლება.