კაცობრიობას საფრთხე ემუქრება. უახლესი 18 თვის პროგნოზი საუკეთესო ამერიკელი ასტროლოგისგან

კაცობრიობას საფრთხე ემუქრება. უახლესი 18 თვის პროგნოზი საუკეთესო ამერიკელი ასტროლოგისგან
კაცობრიობას მომდევნო 18 თვეში წარმოუდგენელი კატასტროფა ემუქრება. ამას ბევრი ასტროლოგი და ნათელმხილველი ამბობს. მათ შორისაა ამერიკელი მწერალი და მკვლევარი ჯორდან მაქსველი (Jordan Maxwell). ის მთელი ცხოვრება ავითარებს თეორიას, რომლის მიხედვით მსოფლიოს ყველა რელიგია საფუძველს ასტრონომიული მოვლენებისგან იღებს. ე.წ. ასტროთეოლოგია ხსნის ყველა მოვლენას, რომელიც ხდება დედამიწაზე, პლანეტებისა და თანავარსკვლავედების პოზიციასა და მათ გავლენაზე ჩვენზე. ალბათ, ამიტომ ოკულტური ან ფარული მეცნიერებების შესწავლით კაცობრიობის მომავლის პროგნოზირება შესაძლებელია.

კაცობრიობის მომავალი
– მაქსველი, ძველი ცივილიზაციების შესახებ წიგნების ავტორი, საოცარ დასკვნამდე მივიდა. ასტროლოგია ფიზიკისა და ქიმიის მსგავსად სერიოზული მეცნიერებაა. მას შეგნებულად ფსევდომეცნიერებას უწოდებენ და განდევნილია არა მხოლოდ სკოლიდან, არამედ ჩვენი ცხოვრებიდან. ძლიერმა პირებმა საკრალულ ცოდნაზე მონოპოლია მოიპოვეს და საიდუმლოდ ინახავენ, რომ კაცობრიობაზე ძალაუფლება შეინარჩუნონ. მათ აქვთ გეგმა და ჩვენ მასში არ შევდივართ. ჯორდან მაქსველი 2022 წელს ვარსკვლავების პოზიციის მიხედვით იმ დასკვნამდე მივიდა, რომლის დაჯერება არ გვსურს!

საიდუმლო საზოგადოების საიდუმლო – ირწმუნება, რომ მხოლოდ რჩეულების მცირე გუნდს აქვს წვდომა საოცარ ასტროლოგიურ ინფორმაციასა და ტექნოლოგიაზეც, რაზეც არც გვიოცნებია. ყველაფერი იმიტომ, რომ დანარჩენი მოსახლეობისგან საგულდაგულოდ მალავენ. დახურული საზოგადოების მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს უზარმაზარი ცოდნა აქვთ. მათთვის ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა მომგებიანია. მაგალითად, ვატიკანის ბიბლიოთეკა. აქ უბრალო ადამიანი ვერ მოხვდება. გასული საუკუნის რა მოვლენები და მასალები იმალება გრიფით „საიდუმლო“?

Novus ordo seclorum – „ახალი წესრიგი სამუდამოდ“ – ეს მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა ტყუილად არ მეორდება აშშ–ს დიდი ბეჭდის უკანა მხარეს და ყველა ამერიკულ კუპიურაზე. ცხადია, ასე ინერგება იდეა, რომ ძველი წესრიგი ახალში მიედინება და სამუდამოდ რჩება. მე-19 საუკუნეში ადამიანები საშუალოდ 40 წელი ცხოვრობნენ. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ადამიანებმა 2-ჯერ მეტხანს ცხოვრება დაიწყეს. ეს ფაქტი ყველას არ ახარებს. როგორც ჩანს, გეგმა A და გეგმა B აქვთ, როგორ დაარეგულირონ მოსახლეობის რაოდენობა მათთვის საჭირო რაოდენობამდე. ბოლომდე გაუგებარია, რა გავლენა მოახდინა ხელოვნურად შექმნილმა დაავადებებმა.

უძველესი ემბლემების და შიფრების საიდუმლო ნიშნების გაანალიზებით, ასევე ასტროლოგიის გამოყენებით დ. მაქსველმა მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველება ისწავლა. ასე იწინასწარმეტყველა აშშ–ში 11 სექტემბერი, ერაყში ომი, დამანგრეველი ქარიშხალი „კატრინა“ 2005 წელს, რომელმაც ახალი ორლეანის დატბორვა გამოიწვია. ეზოთერიკმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ რამდენიმე წლით ადრე იცოდა. მაქსველის ნდობა შეიძლება.

რა იწინასწარმეტყველა ამერიკელმა ასტროლოგმა – ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო შოუში ჯორდან მაქსველმა განაცხადა, რომ 2022 წლის ოქტომბერ–ნოემბერში კაცობრიობის რასა ჩვეულ საქმიანობას შეწყვეტს. ასტროლოგი ირწმუნება, რომ ეს ყველა ქვეყანას შეეხება და ცეცხლთან დაკავშირებული იქნება. ყველა კონტაქტი გაწყდება, ინტერნეტი და მობილური კავშირი დაინგრევა. დედამიწაზე ქაოსი და განადგურება მთელი 1,5 წლით მოვა, რადგან ამ პერიოდს მეტაფორულად ომის ღმერთი მართავს. კაცობრიობისთვის მტკნარი წყლის დეფიციტი ქვაკუთხედი იქნება. უცნობია, ეს ძლიერი ბუნებრივი ანომალიის შედეგი იქნება, თუ საომარი მოქმედებების. ამ საშინელებებს ქვეყნების პოლიტიკა და ეკონომიკა არ იწვევს. ამავდროულად, ადამიანები დაინახავენ ისეთ საოცარ ბუნებრივ მოვლენებს, რომლებიც ადრე არ უნახავთ. ზეცაზე სასწაულები მეცნიერულად შეიძლება აიხსნას.

როდის შეიწყალებს უფალი კაცობრიობას
– ყველა ეს უბედურება ძლიერი მსოფლიო მთავრობის შექმნას მოითხოვს, რომელიც სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებს. ლიდერის როლისთვის ყველაზე ძლიერი ქვეყნები იბრძოლებენ. გადაჭარბების გარეშე, ეს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა იქნება. ჩვენი ცივილიზაციის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, ვინ გაიმარჯვებს. გავხდებით ციფრული და კონტროლირებადი საზოგადოება თუ სრულიად თავისუფლები, სადაც უფალი თითოეულის ბედს გადაწყვეტს, უცნობია. მხოლოდ უკეთესის იმედი შეიძლება გვქონდეს.

იმედი გვაქვს, რომ ცნობილი წინასწარმეტყველი ამჯერად გათვლებში ცდება. გვჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კაცობრიობის საკეთილდღეოდ იქნება. მაშინაც თუ ბოროტებასთან ბრძოლა მოგვიწევს, სინათლის მხარეს უნდა ვიდგეთ. ასე სამყარო მრავალი საუკუნით უკეთესობისკენ შეიცვლება. ცუდი და ბოროტი დამარცხდება და გაქრება!