რთული ტესტი ნამდვილი გენიოსებისთვის, რომელთაც ადამიანების 95% ვერ დაძლევს

რთული ტესტი ნამდვილი გენიოსებისთვის, რომელთაც ადამიანების 95% ვერ დაძლევს
ერუდიტი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს. საკმარისია მხოლოდ განათლების მიღების დაუოკებელი სურვილი. ეშმაკური ტესტები ნამდვილი გამოწვევაა მოაზროვნეებისთვის და ეხმარება მათ საკუთარი ძალების შეფასებაში. სწორედ ამიტომ მოგიმზადეთ რთული ტესტი, რომელშიც გაერთიანებული კითხვები სხვადასხვა სფეროდან. მოხვდებით თუ არა გამორჩეულების სიაში და გასცემთ მათ სწორ პასუხებს?

ყველაზე რთული ტესტი



1. რამდენი ოკეანეა დედამიწაზე?

  • ა)სამი
  • ბ)ოთხი
  • გ)ხუთი
  • დ)ექვსი


2.რომელ ორგანოში წარმოიქმნება ნაღველი?
  • ა)ღვიძლი
  • ბ)კუჭქვეშა ჯირკვალი
  • გ)კუჭი
  • დ)ნაღვლის ბუშტი


3.რომელი თანამედროვე ქვეყნის ტერიტარიაზეა ძველი ქალაქის, კართაგენის ნანგრევები ?
  • ა)თურქეთი
  • ბ)საბერძნეთი
  • გ)ტუნისი
  • დ)სირია


4.რომელი ფსევდონიმით ვიცნობთ სემიუელ ლენგხორნ კლემენსს?
  • ა)ედგარ პო
  • ბ)მარკ ტვენი
  • გ)ჟიულ ვერნი
  • დ)მაინ რიდი


5.რომელ წელს დასრულდა ოსმანეთის იმპერიის 6 საუკენეზე მეტხნიანი ისტორია?
  • ა) 1792 წელს
  • ბ) 1870 წელს
  • გ) 1903 წელს
  • დ) 1923 წელს


6.მოცემული მწერლებიდან რომელი ვერ გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი?
  • ა)მიხაილ შოლოხოვი
  • ბ)ივანე ბუნინი
  • გ) ბორის პასტერნაკი
  • დ) ვლადიმირ ნაბოკოვი


7.9 ბერძენი მუზიდან რომელია ცეკვის ხელოვნების მფარველი?
  • ა) მელპომენა
  • ბ) კლიო
  • გ) ტერსიპოჰა
  • დ) კალიოპა


8.ნაპოლეონ ბონაპარტის თქმით, სად შეიძლება მარშალის კვერთხი?
  • ა) სამეფო სასახლეში
  • ბ) თითოეული ოფიცრის გულში
  • გ)ჯარისკაცის ჩანთაში
  • დ) ბრძოლაში


9. რომელი ქვეყნის დროშა განსხვავდება კარდინალურად სხვებისგან თავისი ფორმით?
  • ა) კამბოჯა
  • ბ) ბუტანი
  • გ) მარშალის კუნძულები
  • დ) ნეპალი


10. რატომ ჩნდება ჩაიდანში ნადები ?
  • ა) წყალში რკინის შემცველობის გამო
  • ბ) წყალში კალციუმისა და მაგნიუმის მარილების არსებობის გამო
  • გ) წყალში ქლორის შემცველობის გამო
  • დ) წყალში ორგანული ნარევების არსებობის გამო


11. მოცემული მწერებიდან რომელია მტაცებელი?
  • ა) ტარაკანი
  • ბ) ჭიამაია
  • გ) ხოჭო-ირემი
  • დ) პეპელა


12. პუშკინის რომელი ზღაპრის ტექსტი იწყება რიცხვითი სახელით?
  • ა) "ზღაპარი მღვდელსა და მის მუშა ბალდაზე"
  • ბ) "ზღაპარი მეფე სალთანზე"
  • გ) "ზღაპარი თევზსა და მეთევზეზე"
  • დ) "ზღაპარი ოქროს მამალზე"


13. მოცემული პერსონაჟებიდან რომელი არაა გამოგონილი?
  • ა) რობინ ჰუდი
  • ბ) მეფე არტური
  • გ) დარტანიანი
  • დ) შერლოკ ჰოლმსი


პასუხები:
  1. თანამედროვე რუკებზე 5 ოკეანეა! 2000 წელს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა საზოგადოებამ გაყო მსოფლიო ოკეანე ატლანტიკის, ინდოეთის, წყნარ, ჩრდილო ყინულოვან და სამხრეთ (იგივე ანტარქტიკის) ოკეანეებად.სამხრეთ ოკეანეში იგულისხმება წყლები, რომლებიც შემოსაზღვრავს ანტარქტიდას ვრცელდება განედის 60 გრადუსამდე.
  2. როგორც ცნობილია, ნაღველი ეხმარება ადამიანს საჭმლის მონელებაში. ის წარმოიქმნება ღვიძლში და არა ნაღვლის ბუშტში.
  3. ძველი ფინიკიური ქალაქის, კართაგენის ნანგრევები ტუნისის დედაქალაქთან ახლოსაა. დღეს ეს ადგილი ტურისტული მარშრუტების ცენტრია.
  4. სემიუელ ლენგხორნ კლემენსი ცნობილია მარკ ტვენის ფსევდონიმით.
  5. ოსმანეთის იმპერიის დაშლა საბოლოოდ დანმტკიცდა ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე 1923 წელს.
  6. ივანე ბუნინმა ნობელის პრემია მიიღო 1933 წელს. ბორის პასტერნაკმა 1958 წელს, მიხაილ შოლოხოვმა 1965 წელს. ვლადიმირ ნობაკოვი ოთხჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, თუმცა ამ ჯილდოს მოპოვება ვერ მოახერხა.
  7. ცეკვის მუზას ტერფსიჰორა ერქვა. მელპომენა იყო თეატრის მფარველია, კლიო- ისტორიის, კალიოპა- ეპიკური პოეზიის ავტორების.
  8. ნაპოლეონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა იყო "თითოეული ჯარისკაცის ჩანთაში დევს მარშალის კვერთხი".
  9. ნეპალის დროშა ერთადერთია, რომელსაც არ აქვს მართკუთხედის ფორმა.
  10. ნადები ჩნდება წყალში კალციუმის და მაგნიუმის მარილების არსებობის გამო.
  11. ერთი შეხედვით საყვარელი ჭიამაიები და მათი მტაცებელი მატლები, რომლებიც ჭამენ ბუგრებს და სხვა პატარა მწერებს.
  12. " სამი ქალიშვილი ფანჯარასთან ცეკვავდა გვიან საღამოს"- სწორედ ამ სიტყვებით იწყება " ზღაპარი მეფე სალთანზე".
  13. გასკონელმა აზნაურმა შარლ ოჟე დე ბაც დე კასტელმორმა, გრაფ დარტანიანმა, ლუდოვიკო მე-14-ის სამეფო კარის მუშკეტერის შესანიშნავი კარიერა აიწყო. მისი ცხოვრება საფუძვლად დაედო "ბატონი დარტანიანის მემუარების" სამტომეულს.

გული არ დაგწყდეთ, თუ ყველა კითხვას სწორად ვერ გაეცით პასუხი ! ჩვენი ტესტები გიკარნახებთ, თუ რომელც სფეროში უნდა შეივსოთ ცოდნა.
სტატიის ავტორი: გიორგი გოგიძე