გოგონამ მემკვიდრეობით მიიღო ბებიისგან სახლი, რომელსაც არც კი იცნობდა, სახლში კი განძი აღმოაჩინა.

გოგონამ მემკვიდრეობით მიიღო ბებიისგან სახლი, რომელსაც არც კი იცნობდა, სახლში კი განძი აღმოაჩინა.
fpaparazzi - რედაქციაში მოვიდა დრო, მოგიყვეთ მორიგი ამბავი. მოდუნდით, დაიდგით გვერდით ცხელი ჩაი და მოგვისმინეთ. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ბავშვის მიღებამ ოჯახში ადამიანის ცხოვრება.

ბავშვის მიღება ოჯახში



პრაქტიკულად ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში დამოკიდებულია მენტალურ კეთილდღეობაზე. ის კი, თავის მხრივ, შედგება ორი მთავარი ფაქტორისგან: გენეტიკისა და ბავშვობისგან, როდესაც მოხდა ფსიქიკის და ხასიათის ფორმირება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა უპირობოდ მიიღონ და შეიყვარონ შვილი.

თუ ქალი და მამაკაცი გადაწყვეტს ბავშვის ყოლას, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ხელში ადამიანის ბედი ხვდება. ის იცხოვრებს და ეცდება მოიპოვოს ადგილი სამყაროში. ამ ადამიანის წარმატება დამოკიდებულია მის მშობლებზე და იმ ფუნდამენტზე, რასაც ნდობა და სიყვარული ჰქვია და რომელიც უხვად ჰქონდა ბავშვობაში.

ამბავი ბებიის მემკვიდრეობაზე

ალექსანდრას განსაკუთრებული დღე ჰქონდა - ის 18 წლის გახდა. დღეიდან ის სრულწლოვანია და მის წინ სხვა სამყარო იშლება. სამყარო სავსე ახალი შესაძლებლობებით და იმედებით. ის იყო, რომ სანთლების ჩაქრობას აპირებდა უზარმაზარ ტორტზე, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.



დედამ და მამამ გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. სტუმრებს ნამდვილად არ ელოდებოდნენ. გააღეს კარი და კართან კურიერი დახვდათ. მან უთხრა, რომ ნოტარიუსისგან მოუტანა კონვერტი. წერილი პირადად ალექსანდრას ეკუთვნოდა. მასში მემკვიდრეობაზე იყო საუბარი.



ქალის სახელი, რომელმაც ალექსანდრას მემკვიდრეობა დაუტოვა, არ იყო ნაცნობი მისთვის. გოგონამ მამას შეხედა, მაგრამ მან უარყო, არ ვიციო, მაგრამ შვილმა მის თვალებში რაღაც უცნაური შეამჩნია, თან რაღაცნაირად ანერვიულდა.



მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, გოგონა მეორე დღეს ნოტარიუსთან წავიდა. ნოტარიუსმა თბილად მიიღო ის და აცნობა, რომ ბებიამ უზარმაზარი სახლი დაუტოვა ქალაქგარეთ. ყველა საბუთი მზად არის და ერთ საქაღალდეში დევს.

მოულოდნელი შემთხვევა

გოგონამ მაშინვე გამოიძახა ტაქსი და სახლის სანახავად წავიდა. ძალიან ღელავდა. მშობლებს არასდროს უხსენებიათ ბებია. რატომღაც დაუმალეს მისი არსებობა...

სახლი საოცრად ლამაზი იყო. ძველი აშენებული, მყარი და ძალიან დიდი. ფრთხილად შეაღო კარი და შევიდა შიგნით. უზარმაზარ სამზარეულოში იდგა მრგვალი მაგიდა, მაგიდაზე იდგა ლარნაკი გვირილების თაიგულით. რა უცნაურია, საბუთების მიხედვით, ბებია ნახევარი წლის წინ გარდაიცვალა. ლარნაკის ქვეშ იდო წერილი ბებიისგან.



"გამარჯობა, ჩემო პატარავ, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელით ჩემს სიცოცხლეში შენი გაცნობა. მინდა იცოდე, რომ შენ ყოველთვის გყავდა მოსიყვარულე ბებია. სამწუხაროდ, მამაშენმა ამიკრძალა შენი ნახვა. ამის მიზეზი მისი სიჯიუტე და სიამაყე იყო. შენ მარტო არ დაბადებულხარ. შენთან ერთად გაჩნდა შენი ტყუპისცალი და.

სამწუხაროდ, მშობიარობა მძიმედ მიმდინარეობდა და შენი და ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა. მამაშენს უნდოდა მისი ბავშვთა სახლში ჩაბარება, მაგრამ მე არ მივეცი ნება და ბავშვი ჩემთან წამოვიყვანე. ის ჩემმა მეზობლებმა იშვილეს, რადგან მე ვერ შევძლებდი მოვლას და იდეალურ ადამიანად გაზარდეს.

იმედი მაქვს, შენს მშობლებზე უკეთესი იქნები და მიიღებ დას. სიყვარულით ბებია."



ალექსანდრა გარეთ გამოვარდა, ახლოს ერთი სახლი დაინახა, მივიდა და ზარი დარეკა. კარი გაიღო და შესასვლელში იდგა ეტლი, რომელშიც მისი ასლი იჯდა... გოგონას ყოველთვის ქონდა სიცარიელის შეგრძნება, თითქოს რაღაც აკლდა, რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი. ეხლა ის ნაწილი მის წინ იყო. გოგონა მუხლებზე დაეცა და ჩაეხუტა დას. ორივე ტიროდა ბედნიერებისგან...
სტატიის ავტორი: თამარ მეფარიშვილი