ტესტი-წინასწარმეტყველება. ამორჩეული კარები გაგიმხელთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

ტესტი-წინასწარმეტყველება. ამორჩეული კარები გაგიმხელთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში
კარის გამოსახულება, რომლის უკანაც რაღაც უცნობი გველოდება, ტყუილად არ ითვლება ძლიერ და ინფორმაციულ ეზოთერიულ გამოსახულებად. კარები არის კარიბჭე, საზღვარი ორ სივრცეს შორის. კარიბჭე, რომელიც მზად არის გაუხსნას სიახლე ყველას, ვინც გაბედავს მის გადაბიჯებას.

fpaparazzi-ის რედაქციის მიერ მომზადებულ ტესტში, მოსალოდნელი მოვლენების შესატყობად, საჭიროა ამოირჩიოთ საკუთარი კარი, ზემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილი სამი კარიდან.

ყურადღებით შეხედეთ თითოეულ მათგანს, ეცადეთ შეიგრძნოთ ატმოსფერო. რომელ მათგანში შესასვლელად ხართ მზად?

ტესტ-წინასწარმეტყველების პასუხები



  1. კარები №1

    თქვენ გელით საკუთარ თავში გარკვევა და რიგი მომენტებისგან განთავისუფლება, რომლებიც ცხოვრებას გიძნელებდნენ. საქმეებში, მოგეთხოვებათ წესრიგის დაცვა და ინსტრუქციების მიყოლა - ეცადეთ ეს ყველაფერი იმპროვიზაციის გარეშე გააკეთოთ. დგება პერიოდი, როდესაც პირველ ადგილს იკავებს სწორი გათვლა და საჭიროა ფხიზლად შეხედოთ იმას, რაც ხდება. არ იჩქაროთ სხვისი რჩევებით მოქმედება, უკეთესია კარგად გაიაზროთ მთელი ინფორმაცია, რომელსაც ღებულობთ.

  2. კარები №2

    ახლოვდება დრო, როდესაც შეძლებთ მოაგვაროთ დიდი ხნის პრობლემა და მოიშოროთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო. ყურადღებით შეხედეთ შექმნილ სიტუაციას და თქვენ დაინახავთ გამოსავალს. არ დააიგნოროთ შემთხვევითობები და ნიშნები - სწორდ ისინი გიჩვენებენ სწორ მიმართულებას. სარისკო წამოწყებები წარმატებით დასრულდება, თუ სწორად გათვლით საკუთარ ძალებს და დიდ იმედებს არ დაამყარებთ დახმარებაზე ვიღაცების მხრიდან.

  3. კარები №3

    ეცადეთ დაამარცხოთ საკუთარი სიამაყე და უარი არ თქვათ შემოთავაზებულ დახმარებაზე, რადგან დასახულ ამოცანებთან გამკლავების შანსი არც ისე დიდია. დგება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს შინაგანი დაძაბულობა. წამატების მისაღწევად დაგჭირდებათ ნებისყოფა, კონცენტრირება და სულიერი წონასწორობა. მაგრამ, თუ სასოს არ წარიკვეთთ, ყველაფერი რაც ჩაიფიქრეთ - აგისრულდებათ.

სტატიის ავტორი: ხათუნა ყაზაროვი