ქმარი მივლინებაში გაემგზავრა, ბინაში აღმოვაჩინე მძინარე უცხო მამაკაცი და დავმუნჯდი

ქმარი მივლინებაში გაემგზავრა, ბინაში აღმოვაჩინე მძინარე უცხო მამაკაცი და დავმუნჯდი
fpaparazzi-ის რედაქციის მიერ მომზადებულ ამ სტატიაში გაიგებთ - ვინ არიან ქორწინების თაღლითები და როგორ იქცევიან ისინი.

მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ქორწინების თაღლითები არსებობდნენ, მათ შესახებ ხან ახალი ამბებიდან, ხან სატელევიზიო გადაცემებიდან ვიგებდი. ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს მათი მსხვერპლი, მაგრამ ეს ნამდვილად არ უნდა ვყოფილვიყავი მე. თუმცა ამ ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება.

ქორწინების თაღლითები



ნასწია და ტოლიკი = სიყვარულს

მე და ტოლიკი ძალიან მალე დავქორწინდით. სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ, გავიქეცით უახლოეს ქორწინების სახლში და ვიქორწინეთ. მე უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ტოლიკი, ხომ ლამაზი, ჭკვიანი და მომხიბვლელი მამაკაცია. იგი კარგი თანამოსაუბრეა და ყოველთვის მზადაა მოგეხმაროს ნებისმიერ საქმეში. რეგულარულად ყიდულობს ჩემთვის ყვავილებს, მანებივრებს კომპლიმენტებით და როგორც ასეთი, იდეალური მამაკაცია.

თუმცა, ეს იდეალური მამაკაცი ძალიან ხშირად პოულობს მიზეზებს იმისთვის, რომ სახლში არ მოვიდეს. ბედნიერი ქორწინების სამი თვის თავზე მიხვდი, რომ არც ისე ხშირად ვხედავ ჩემს რჩეულს. ხან, ერთი კვირით მივლინებაში მიდის, ხან შორეულ ნათესავებს ეხმარება სოფლად, ხან რა და ხან რა… რაღაც მომენტში ამის გამო ისე ძლიერ გავბრაზდი, რომ გამოვუცხადე:

- წადი და შენს უფროსთან გაათენე ღამე, თუ ასე ძალიან არ გაინტერესებს ჩემთან ყოფნა!

და ისიც წავიდა. მითხრა, რომ დაიცდის სანამ დავმშვიდდები და მერე დაბრუნდება. მეორე დღეს სამსახურიდან დავბრუნდი და შხაპის მისაღებად შევედი აბაზანაში. წყლის პროცედურების შემდეგ ჩავიცვი ხალათი და შემოსასვლელში გამოვედი. ტოლიკი უკვე დაბრუნებულიყო. ისმოდა, როგორ დადიოდა საძინებელ ოთახში. მე მისკენ გავემართე.

- როგორც იქნა დაბრუნდი! მომისმინე, მაპატიე… კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ?!

ვინ არის ტოლიკი?

ჩემს წინაშე იდგა უცნობი ახალგაზრდა ადამიანი. იგი მაღალი იყო, არ იქნებოდა ტოლიკზე უფროსი, სახეზე დაბნეულობა და ბრაზი აღბეჭდვოდა.

- მე ანატოლი ვარ, - მიპასუხა უცნობმა. - ბინის პატრონი. და თქვენ ნასწია ხართ?

- დიახ, მე ნასწია ვარ. და თქვენ კი არ ხართ ტოლიკი, - ვუპასუხე მე, წუთიერი პაუზის შემდეგ. - ეს ბინა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის, ჩვენ ერთობლივად ვიხდით იპოთეკას. რაზე მესაუბრებით თქვენ? ან საიდან გაქვთ გასაღები?

-ჩემი გასაღები ჩემთანაა, იმიტომ რომ ეს ბინა ჩემია და იგი არ არის იპოთეკით დატვირთული. შემიძლია საბუთებიც გაჩვენოთ. ის კი, ვისაც თქვენ ტოლიკს ეძახით ტოლიკი არ არის. მას ნიკიტა ჰქვია და მან მოიპარა ჩემი პასპორტი იმისთვის, რომ თქვენ ფული გამოგართვათ. და თქვენ კი მისი მეუღლე არ ხართ, ჩემი ხართ.

მე გაშეშებული ვიდექი და ვცდილობდი გადამეხარშა ახალი ინფორმაცია. ჩემი ქმარი - თვითმარქვიაა? ეს შეუძლებელია! ჩვენ ხომ ერთად ვიხდიდით ყველაფერს. თუმცა, მე არასოდეს არ მინახავს იპოთეკის ხელშეკრულება, მას ჩემთვის არ უჩვენებია. და არც მე არ მითხოვია.

ქორწინების თაღლითები

- როგორ მოგპარათ პასპორტი, თქვენ რა მას 3 თვე ეძებდით? - დავინტერესდი მე.

- მთელი ამ დროის მანძილზე საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი. ასე რომ, ჩემს ძველ მეგობარს არ გაუჭირდებოდა პასპორტის მოპარვა, პირდაპირ ჩემს გამგზავრებამდე.

მან გამომიწოდა თავისი საბუთები და მე რაღაც პერიოდის განმავლობაში შევისწავლიდი მათ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ეს ანატოლი ამბობდა. ეს ბინა უკვე მრავალი წელია, რაც მასზეა გაფორმებული. ყველაფერი ემთხვევა: გვარი, დაბადების თარიღი და ასე შემდეგ. ყველაფერი მისია.

- სად არის ნიკიტა? - ვკითხე ანატოლის.

- ალბათ საგამოძიებო იზოლატორში. მე განცხადება შევიტანე, - ამიხსნა მან. - ასე რომ ჩვენი საერთო ნაცნობი ასე მარტივად ვერ გამოვა.

- გამოდის, რომ იგი უბრალოდ ჩემს ფულს ითვისებდა.

- დიახ. და ამას იქამდე გააგრძელებდა, სანამ მე არ გამოვჩნდებოდი. საბუთების მიხედვით თქვენი ქმარი მე ვარ და არა ის. საინტერესოა, არა?

მე საიმედოდ შემოვიხვიე ხალათი და ვუპასუხე: კი, ძალიან.

ახალი ქმარი

სულ მალე, ნიკიტა გისოსებს იქით ვიხილე თავისი ,,ჭეშმარიტი სახით”. მივეცი გამოძიებას ჩვენება და გადავწყვიტე ამომეგდო ეს ადამიანი საკუთარი ცხოვრებიდან. გავაცნობიერე რა, ჭეშმარიტი იმედგაცრუება საკუთარ თავში, დავიწყე ,,ახალი-ძველი”” ქმრის სახლიდან საკუთარი ნივთების შეგროვება. მან ინიციატივა გამოიჩინა, რომ დამხმარებოდა ყუთების გადატანაში. და სანამ ნივთების ჩალაგებაში მეხმარებოდა ჩვენ შორის საუბარი შედგა.

- ხო მართლა, თუ გინდა ტოლიკი დამიძახე, - მითხრა მან.

ჩვენ გავუღიმეთ ერთმანეთს. მე თვითონაც არ ვიცი, რატომ დამაბნია მისმა ღიმილმა. დავტაცე ყუთს ხელი და გასასვლელისკენ გავემართე. ანატოლიმ აიღო ორი ყუთი და უკან გამომყვა. როდესაც მანქანასთან მივედით, ერთმანეთს გადავეხვიეთ და წარმატება ვუსურვეთ. ჩავჯექი მანქანაში, დავქოქე ძრავი და როდესაც ეზოდან გავდიოდი თვალი მოვკარი, როგორ მიქნევდა ანატოლი ხელს.

და მაინც, ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია. იქნებ ტყუილად არ დაგვაქორწინა ბედმა?

შედეგი

გქონიათ თუ არ როდესმე მსგავს თაღლითობასთან შეხება? თუ კი, რით დამთავრებულა ეს ყველაფერი? საჭიროა თუ არა რჩეულის საბუთების გადამოწმება ქორწინებამდე?
სტატიის ავტორი: ხათუნა ყაზაროვი