რაზე ჯავრობენ მამაკაცები, რა ფარული შიშები არ აძლევთ მათ მოსვენებას სინამდვილეში?
ის, რომ მამაკაცები არ ტირიან, მხოლოდ მოძველებული სტერეოტიპია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ ძლიერი სქესის წარმომადგენლების ემოციურ წუხილებზე, რომლებიც მათ მოსვენებას არ აძლევს.
თანამედროვე საზოგადოებაში დღემდე არსებობს სტერეპტოპები ძლიერ მამაკაცებზე, რომლებიც არ ტირიან და არ ღელავენ წვრილმანებზე. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვღელავთ ხოლმე სხვადსხვა რაღაცაზე. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მამაკაცი სტრესშია, დაელაპარაკეთ და შესთავაზეთ დახმარება.
- გარეგნობა - ქალების მსგავსად, მამაკაცებსაც სურთ გამოიყურებოდნენ მომხიბვლელად და მათაც აქვთ კომპლექსები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით. მათ თვალში წარმოუდგებათ ხოლმე რეკლამებით შთაგონებული გარუჯული, რელიეფური ფორმების მქონე მამაკაცის ეტალონი.
- ფინანსები - საზოგადოებამ მამაკაცებს დაავალდებულა ოჯახის შენახვა და ქალებზე მეტი ფულის შოვნა. სწორედ ამიტომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები წააწყდებიან თუ არა სამსახურში ფინანსურ პრობლემებს, ამას ისინი სერიოზულად განიცდიან. მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ფულის გარეშე ისინი აღარ იქნებიან ქალებისთვის საინტერესოები.
- სიმაღლე - მამაკაცების ემოციური წუხლი არ უკავშირდება მხოლოდ კუნთებს. რელიეფური ფორმის მიღება კიდევ შეიძლება, სიმაღლეს კი ვერ შეცვლით. დაბალი კაცები კომპლექსდებიან და გაურბიან მაღალ ქალებთან ურთიერთობას.
- სხვა მამაკაცები - მამაკაცები, როგორც წესი, ნაკლებ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს, ეს ეხება ეჭვიანობასაც. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება არც კი შეიმჩნიოს, როცა ქალი სხვა კაცს ესაუბრება, შინაგანად კი ეჭვიანობისგან იწვოდეს.ზოგიერთი მამაკაცი ჯავრობს იმაზე, რომ არ აქვს ქალებთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება. მათ ჰგონიათ, რომ არ არიან მიმზიდველები და საინტერესოები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის.
- თმები - მამაკაცების კიდევ ერთი პრობლემა თმას უკავშირდება. სხეულზე მათი ნაკლებობა- არასაკმარისად მამაკაცურია, სიჭარბე- არაესთეტიური. გამელოტების შიში- ძლიერი სქესის წარმომადგენლების კიდევ ერთი წუხილია. არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ ამაზე თქვენს საყვარელ ადამიანს.მამაკაცები ქალებზე არანაკლებად განიცდიან ურთიერთობაში მომხდარ კონფქლიტებს. უბრალოდ მანდილოსნებს არ ერიდებათ ამაზე საუბარი დაქალებთან და ჟურნალებში სასიყვარულო სტატიების კითხვა.
- ემოციები - ბავშვობიდანვე ბიჭებს ასწავლიან: "მამაკაცები არ ტირიან." მშობლებს სურთ შვილი ძლიერ ადამაინად აღზარდონ, სინამდვილეში კი ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნიან. ცრემლები- ემოციების გამოხატვაა, რომელთა შეკავება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, თუ მამაკაცები ტირიან, ეს არ მიანიშნებს მათ სისუსტეზე.
თანამედროვე საზოგადოებაში დღემდე არსებობს სტერეპტოპები ძლიერ მამაკაცებზე, რომლებიც არ ტირიან და არ ღელავენ წვრილმანებზე. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვღელავთ ხოლმე სხვადსხვა რაღაცაზე. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მამაკაცი სტრესშია, დაელაპარაკეთ და შესთავაზეთ დახმარება.