სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, რისთვის აქვს ქალის ჯინსებს პატარა ჯიბე
ინტერნეტში ხშირად გვხვდება სხვადასხვაგვარი შესაძლო მოსაზრება, თუ რისთვის არის საჭირო პატარა ჯიბე. ზოგი ამ ჯიბით ატარებს ხურდას (არ ვიცი რისთვის არის, ერთხელ ვცადე და ჯიბიდან მონეტების ამოღება ძალიან მოუხერხებელი იყო).
ზოგიერთი, ხუმრობით ამბობს, რომ სწორედ ეს ჯიბეა შექმნილი ხელფასის შესანახად.არანაკლებ ყურადღებას იპყრობს ჯიბის კუთხეებში განლაგებული მოქლონები (ზაკლიოპკები).სინამდვილეში კი ჯინსებზე მოქლონებიანი ჯიბეების დამატება განპირობებული იყო საკმაოდ პრაქტიკული მიზეზით: ეს კეთდება იმისთვის, რომ ჯინსი უფრო გამძლე იყოს.ასეთი გადაწყვეტილება მწარმოებელმა მიიღო ჯინსების მასიურად გაყიდვის ჯერ კიდევ დასაწყისში. მოქლონები იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ ჯიბეები არ მოგლეჯილიყო მასში მძიმე საგნების ჩადების შედეგად. მაშინ ჯინსებს ძირითადად ის მამაკაცები ატარებდნენ, რომლებიც ოქროს მოპოვებაზე მუშაობდნენ. ჯიბეებში ეტეოდა მოპოვებული ქანები და მძიმე ინსტრუმენტები.რაც შეეხება პატარა ჯიბეს, მას აკერებდნენ სპეციალურად იმისთვის, რომ შიგ ჩაედოთ ოქროს მცირე მარცვლები (დიდ ჯიბეებში პატარა მარცვლები იკარგებოდა).გავიდა უამრავი წელი და ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ მიზნისთვის აღარ გვჭირდება ეს პატარა ჯიბე, მაგრამ მწარმოებლები ძველებურად არ ამბობენ უარს ამ დეტალზე.
რატომ მოხდა ასე?
საქმე იმაშია, რომ ჯინსები გახდა მოდური, მათზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდებოდა და ჯინსი აღარ იყო მხოლოდ მუშების ტანსაცმელი. ჯინსებს მასიურად ყიდულობდა ყველა და ადამიანების მოთხოვნილებებიც იცვლებოდა.ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში საკმაოდ მოდური გახდა ჯიბის საათის ტარება, ეს პატარა ჯიბე კი იდეალურად გამოდგა ამ მიზნისთვის.მიუხედავად იმისა, რომ გამოყენების ამ ფორმამაც თანდათან დაკარგა აქტუალურობა, იგი ჩაანაცვლა სხვა ვარიანტებმა: ამ ჯიბით ატარებენ სანთებელას, ხურდას, ჯეტონებს ტაქსოფონისთვოს და ასე შემდეგ.
რისთვის არის საჭირო ჯიბე ქალის ჯინსზე?
როდესაც ამის შესახებ ბრენდ Levi’s-ის (რომლიდანაც დაიწყო ჯინსების ისტორია) წარმომადგენელს ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ მოდა იცვლება და ჯინსები ყოველთვის თავდაჯერებულად გადიან მის ცვლილებას. პატარა ჯიბე, ყოველთვის შეიძლება იყოს საჭირო, როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონების წვრილმანებისთვის. ახლა ხომ ჯიბის საათები და ქანები ჩაანაცვლა კოსმეტიკამ, პატარა ბილეთებმა, მონეტებმა და პატარა პლეერებმაც კი. და როგორც წესი, სწორედ ქალებისთვის არის მნიშვნელოვანი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოხერხებულად ატარონ თან უამრავი ნივთი.
ასე მაგალითად, კომპანიამ გამოუშვა მოდელი ჩაშენებული პლეერით და პატარა ჯიბემაც გვიჩვენა საკუთარი აქტუალურობა.
ჯინსის შარვლების ძირითადი ბრენდი, არ გეგმავს პატარა ჯიბის მოშორებას ყველა საკუთარი მოდელიდან. ეს მათი განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც ისტორიაში შევიდა. თუმცა, ბევრი ადამიანი საერთოდ არასდროს არ ხმარობს ამ ჯიბეს.