აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ, რა სურვილებს მალავთ გულის სიღრმეში

აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ, რა სურვილებს მალავთ გულის სიღრმეში
ქვეცნობიერს ბევრი რამის თქმა შეუძლია, თუ ვინ ხართ და რა გჭირდებათ ცხოვრებაში. ოდესმე შეგიმჩნევიათ, თუ როგორ გიზიდავთ მხოლოდ გარკვეული ნივთები? სწორედ ქვეცნობიერი ასრულებს გადამწყვეტ როლს ცხოვრების ბევრ ასპექტში.

ზოგჯერ მიზნებს იმის მიხედვით ისახავთ, თუ რა სურთ მშობლებს, კულტურას, გარემოს და ა.შ. თქვენს ნამდვილ სურვილებს კი არ ითვალისწინებთ. მაგალითად, მხატვარი გსურდათ გამოსულიყავით, მაგრამ დაგარწმუნეს, რომ ბუღალტრის სტაბილური, პრესტიჟული სამუშაო ბევრად უკეთესია. ან მარტო ცხოვრება მოგწონთ, მაგრამ მშობლები, ნათესავები, ნათესავების მეგობრები თქვენზე ზეწოლას ახდენენ, რომ დაქორწინება გჭირდებათ. ეს ყველა „უნდა“ შთაგონებას არ იწვევს. მათ გარშემომყოფების მოსაწონებლად აკეთებთ და წარმატების მისაღწევად ბიძგს არ გაძლევთ.

ძალიან რთულია ამ „უნდას“ და თქვენი ნამდვილი სურვილების ერთმანეთისგან გამოყოფა. ხშირად ბავშვობიდან გვასწავლიან, თუ ჩვენგან რას ითხოვენ და სურთ სხვებს. ამ იდეებს ცნობიერში ისე ღრმად ბეჭდავენ, რომ თავად გვჯერა, რომ ეს ჩვენი სურვილებია. თქვენმა ქვეცნობიერმა ზუსტად იცის, რომელია თქვენი სურვილი და რომელი სხვისი, ამიტომ ბლოკავს იმ მიზნების მიღწევის მცდელობას, რომლებიც არ შთაგაგონებთ. როგორ მივხდეთ ცნობიერ დონეზე, თუ რა გვსურს სინამდვილეში, რა არის ჩვენი ნამდვილი სურვილები?

Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც თქვენს სანუკვარ სურვილებს გამოაშკარავებს. ამისთვის მოცემულ სურათზე ის იდუმალი ყვავილი აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

სურათი № 1
  1. შესაძლოა, ახლა დაიღალეთ, ჩვეულ საქმეს სიხარული აღარ მოაქვს. საქმე იმაშია, რომ თქვენს ცხოვრებას ვნება აკლია. იპოვეთ ის, რისი გაკეთებაც მოგწონთ და გააკეთეთ. ჩვენს შიგნით ნამდვილი ცეცხლი ინთება მაშინ, როცა იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს, როცა ვინმე ან რამე გახსნაში, თავისუფლების შეგრძნებასა და მასში თავით გადაშვებაში გვეხმარება.

    თუ ფიქრობთ, რომ არანაირი გატაცება ან ღირებული ჰობი არ არსებობს, ასე არაა. უბრალოდ ბევრი რამ დაგვავიწყდა, რაც გავიზარდეთ და ყოველდღიურ საქმეებში ჩავიძირეთ. დრო მოვიდა, საკუთარი თავი იპოვოთ და საკუთარი სურვილები გაიცნოთ. ეძებეთ, იკვლიეთ და მალე პასუხს იპოვით.

  2. ადამიანი წმინდა სიყვარულის ქმნილებაა. თუ ეს სურათი აირჩიეთ, თქვენს გულს ეს აკლია. სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ადამიანი ფიქრობს. ფაქტი, რომ დაკავებული ხართ და ბევრი საქმე გაქვთ, იმას არ ნიშნავს, რომ საყვარელი და ძვირფასი ადამიანები მეორეხარისხოვანი უნდა გახდნენ. ასე შეიძლება ერთხელაც მარტო დარჩეთ.

    თუ სიყვარულის მოთხოვნილებას გრძნობთ, ახლობლებთან მეტი დრო გაატარეთ. მათ ცხოვრება არ ასწავლოთ, უბრალოდ უფლება მიეცით, ისეთი იყვნენ, როგორიც არიან. სულელურად მოიქეცით, იცინეთ, იმხიარულეთ, თქვენი ქვეცნობიერი სწორედ ამ გრძნობებზეა მიმართული.

    თუ ურთიერთობისთვის ადამიანის პოვნა გსურთ, ასეთი თხოვნა გააგზავნეთ, მიზანი დაისახეთ და უბრალოდ გააკეთეთ.

  3. თუ ეს სურათი აირჩიეთ, სტაბილურობა გჭირდებათ. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრი რამ უკვე დაინგრა და ცხოვრება უკუღმა წარიმართა. საკუთარი თავი ააწყვეთ, მაგრამ მაინც ზღვარზე ხართ და ბალანსს ვერ პოულობთ, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ.

    სტაბილურობის პოვნა ისეთი ადვილი არაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის მიღწევა შეგიძლიათ. შრომისმოყვარეობა და საუკეთესო შედეგების დემონსტრირება დიდ სარგებელს მოგიტანთ. როცა სამყარო თქვენს შერყევას ცდილობს, ადექით და დაბრუნდით, რომ გამარჯვებისთვის მზადყოფნა აჩვენოთ.

  4. თუ ეს სურათი აირჩიეთ, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანოთ. მოწყენილი ხართ, ნაურმალში ისე გაიჭედეთ, როგორც ჭაობში. ის თქვენს ძალას, სიხარულს და რაიმეს კეთების სურვილს გპარავთ.

    შესაძლოა, ჯერ ვერ აცნობიერებთ, მაგრამ ისე არ ცხოვრობთ, როგორც გსურთ. არ იცით, საით წახვიდეთ, მაგრამ იქ, სადაც ხართ, ის ადგილი არაა, სანამ უნდა იყოთ. დროა, ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინოთ. შეცვალეთ თქვენი აზროვნება. მოძველებული აზროვნების შეცვლა რთულია, მაგრამ რაც უფრო მეტს იმუშავებთ ამაზე, მით უფრო სწრაფად მიიღებთ შედეგს. ასე სიხარულს ბუნებრივად შეიგრძნობთ და ბედნიერების ბევრი მიზეზი გამოჩნდება. სიხარულის მიზეზი ახლაც არის, უბრალოდ ვერ ხედავთ.

  5. თუ ეს სურათი აირჩიეთ, მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რომ დასვენება შეძლოთ. მოშორდით ხალხს, რომელთაც ვერ იტანთ ან რომელთან ურთიერთობის შემდეგ შინაგან სიცარიელეს გრძნობთ. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს „კის“ თქმას მაშინ, როცა „არას“ თქმა გსურთ.

    ასე ძლიერ მცდელობა არ ღირს. უბრალოდ იყავით ისეთი, როგორიც ხართ და გააკეთეთ ის, რაც შინაგან კომფორტს გაგრძნობინებთ. შემოქმედებითი მიდგომა გაკლიათ. თქვენში დიდი პოტენციალია ჩადებული და ქვეცნობიერს მისი გამოაშკარავება სურს. ასე სტაგნაციიდან გამოსვლას შეძლებთ. თქვენ საკუთარ გატაცებას უგულებელყოფთ და უკვე დიდი ხანია სტანდარტულად ფიქრობთ ისე, როგორც ყველა. შეისვენეთ და საკუთარი თავი საჭირო რელსებზე დააბრუნეთ.

  6. თუ ეს სურათი აირჩიეთ, თქვენ უფრო მეტად ოპტიმისტი უნდა იყოთ. ცხოვრებას ზედმეტად ნეგატიურად უყურებთ, ამით უფრო მეტ პრობლემას იზიდავთ. იფიქრეთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. რა თქმა უნდა, პირდაპირ ახლა ყველაფერი, რაც გჭირდებათ, არ გაქვთ, მაგრამ როგორც მინიმუმ ყველა აუცილებელი რამ გაქვთ და მეტის მიღება შეგიძლიათ.

    ბევრს შრომობდით იმისთვის, რომ გამხდარიყავით ის, ვინც ხართ და ყველაფერში, რაც ხდება, ნათელი მხარეც არსებობს. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და საბოლოოდ მათ დაინახავთ.

სტატიის ავტორი: ხათუნა ყაზაროვი