2021 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, სიზუსტე 95%

2021 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, სიზუსტე 95%
ჩვენმა მუდმივმა ტაროლოგმა, იანინა კადტმა 2021 წლისთვის იმკითხავა. ეს პროგნოზი მხოლოდ სიყვარულს ეხება, არ გამოტოვოთ!

ვერძი - დაშნების პაჟი

წლის დევიზი: სიყვარული არ ნიშნავს ერთმანეთისთვის ცქერას, სიყვარული ნიშნავს ერთი მიმართულებით ცქერას.


მაშ ასე, ეს კარტი სხვადასხვანაირად აიხსნება, თუმცა, არსებობს რაღაც ზოგადი. ესაა არაორდინალობა და მნიშვნელოვანი პოტენციალი. როცა დევიზის სიტყვების მნიშვნელობას გაიგებთ, ცხოვრება გაგიმარტივდებათ. საბნის დაქაჩვა ჩვენს მხარეს სიყვარულისთვის არც ისეთი სახარბიელო საქმიანობაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არაა საჭირო ასე დაჟინება სასურველის მისაღებად. ურთიერთობაში პრობლემების წყარო შეიძლება იყოს ძველი წყენა ან ერთი პარტნიორის გულგრილობა მეორის მიმართ. ჩამოთვლილის გარდა, წვრილმანებმაც, რომლებიც ერთი-მეორეს მიყოლებით იჩენდა თავს და გროვდებოდა, შესაძლოა, კრიტიკულ მასას მიაღწიოს და გაუგებრობამდე მიგვიყვანოს. თუმცა, ამის შემსუბუქება შეიძლება - თავად დარბილდით. სამაგიეროდ, წელი კარგი იქნება ბიზნესისა და ახალი გეგმების რეალიზებისთვის.

იღბლიანი თილისმაა
წითელ-ყვითელი ან მწვანე კვადრატული ყელსაბამი.

კურო - კვერთხების რაინდი

წლის დევიზი: ნუ ჩაეჭიდებით წარსულს, ნუ იცხოვრებთ წყენით, ყველაფერი, რაც ზეციდან გამოგიგზავნეს, აუცილებლად ჩათვალეთ!


სიყვარულში კვერთხების რაინდი ვნების, ემოციურობისა და ეროტიზმის ძალის სიმბოლოა, აგრეთვე, დაკმაყოფილებული სურვილებით გამოწვეული გულწრფელი სიხარულის განსახიერება. თუ თქვენი მიმდინარე ურთიერთობა ჩიხში, დანგრევის პირასაა, ნუ ჩაეჭიდებით მას. იგი სასწაულებრივი გზით დასრულდება, თქვენ კი ეტყვით: "მშვიდობით, ჩვენი შეხვედრა შეცდომა იყო!" გელით ცვლილებები, თანაც, დიდი ალბათობით, სწრაფი და რადიკალური. არ გაუშვათ შანსი, იპოვოთ ახალი სიყვარული.

იღბლიანი თილისმაა რბილი სათამაშო - წლის სიმბოლო.

ტყუპები - 8 პენტაკლი

წლის დევიზი: სინაზეს შენთვის ვაგროვებდი და გულში ფრთხილად ვალაგებდი.

პირად ურთიერთობებში, ეს კარტი პარტნიორზე ზრუნვის, სურვილებისა და მისწრაფებების რეალურობის სიმბოლოა. 8 მონეტა მოვლენათა ბუნებრივ თანმიმდევრობას ასახიერებს: შეხვედრა, გაცნობა, პაემანი, პირველი კოცნა, ხელის თხოვნა და ქორწინება. ამასთან, არც ერთი მეორე ნახევარი არ მოითხოვს ციდან ვარსკვლავს ან მთვარეს და სერენადას ფანჯრის ქვეშ არ მღერის. თავისი არსით, ეს კარტი, ზეციური რომანტიკის ან რაღაც არაორდინალურის არყოფნის შემთხვევაში, საკმაოდ ბევრ სასიამოვნო რამეს მოიტანს. იმედია, მის იდეას ჩაწვდით, ნუ მოწყვეტთ ვარსკვლავს ციდან, ნუ იცხოვრებთ წარსულით, მოიტოვეთ ყველა ტაბუ და შიში ძველ წელში და იყურეთ წინ, სუფთა მზერითა და კეთილი გულით.

იღბლიანი თილისმა: ოქროს გასაღების ფორმის სამშვენისი.

კირჩხიბი - 10 თასი

წლის დევიზი: სიყვარულის შესახებ ლექსების მოსმენა მხოლოდ გულით შეიძლება.

რეალურად, თავად წელი არ იქნება სამწუხარო, პირიქით, ბედნიერებას, ჰარმონიას, სურვილებსა და ლტოლვას მოიტანს. სურვილებს რაც შეეხება... პარტნიორი მზად იქნება თქვენს გასანებივრებლად, თქვენი სურვილების შესასრულებლად. ეს იქნება იდეალური თაფლობის თვის მაგალითი. თუ ჯერ კიდევ ეძებთ, გაქვთ შანსი, შეხვდეთ ერთადერთ, შემდეგ კი მასთან ერთად გაემგზავროთ თაფლობის თვეში, ხოლო, თუ დაქორწინებული ხართ, ოჯახური გამოცდილების მიუხედავად, დაბრუნდით თაფლობის თვეში. თუ რჩეულის ხასიათზე ვისაუბრებთ - მისი აღწერა შეიძლება, როგორც ნაზი, დელიკატური, ღრმად მოწესრიგებული ბუნება.წაიკითხეთ სრული პროგნოზი