რას გვიმზადებს გაზაფხული: აირჩიეთ ყვავილი და შეიტყვეთ რა სასიამოვნო მოვლენები გელით წინ.

რაც არუნდა გვიყვარდეს ზამთარი დგება მომენტი როდესაც ის უფლება-მოვალეობებს გაზაფხულს გადაულოცავს. ალბად ყველა ჩვენთაგანი მოუთმენლად ელის როდის მორჩება ეს უმოწყალო ყინვები, გამასხივებს თბილი მზე, აჭიკჭიკდებიან ჩიტები და ამოიკვირტებიან პირველი ყვავილები.
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის პირველ დღეებში ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა, ყველას სულში უკვე საგაზაფხულო სითბომ და სიხარულმა დაისადგურა.

დღეს ჩემო საყვარელო მეგობრებო FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ თამაშ-მკითხაობას, რომელიც მოგიყვებათ იმის შესახებ თუ რას უნდა მოელოდეთ გაზაფხულისგან.

ამისათვის თქვენ უნდა დააკვირდეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ შესანიშნავ ყვავილებს და გვიპასუხოთ რომელი მათგანი მოგწონთ ყველაზე მეტად? რას ანიჭებთ უპირატესობას: ნაზ ენძელებს, მკვეთრ ტიტებს თუ ულამაზეს მიმოზას? გადაწყვეტილება აუცილებლად თქვენი შინაგანი ხმის კარნახით მიიღეთ.


ყვავილი №1
პირველი ყვავილი მიმოზაა და ის სასიამოვნო ცვლილებების მაუწყებელია. მთავარია შანსი არ გაუშვათ ხელიდან და ყველაფერი გამოგივათ. ასე რომ ნურაფერზე იდარდებთ.


ყვავილი №2
ტიტები - თქვენი სურვილების ახდენას მოასწავლებენ. ასე, რომ თამამად დაგეგმეთ და იმოქმედეთ თქვენი მიზნების შესასრულებლად. სწორედ ახლა შეგიძლიათ ფრთები შეასხათ თქვენს ჩანაფიქრებს.



ყვავილი №3
შროშანა - სინაზის და რომანტიკის სიმბოლოა. ამ გაზაფხულზე არა მხოლოდ ყვავილები გაიფურჩნებიან არამედ თქვენც. ამის მიზეზი კი გახდება სიყვარული. მოემზადეთ, ეს გრძნობა კვლავ შეგიპყრობთ.


ყვავილი №4
ენძელები იუწყებიან, რომ თქვენ როგორც იქნა მიიღებთ თქვენი დაუღალავი შრომის საზღაურს - ჯილდოს. თქვენ ღირსეულად დაგაფასებენ. მთელი გაზაფხული თქვენი შრომის ნაყოფით დატკბებით და შეძლებთ დაისვენოთ.


ყვავილი №5
შაფრანა გარდაუვალ წარმატებას მოასწავლებს. მთელი გაზაფხულის მანძილზე ის თქვენს კვალდაკვალ ივლის. თქვენ ენერგიით აღსავსე შეხვდებით ყველა ახალ წამოწყებას და წარმატებას ყველა სფეროში მიაღწევთ.