რატომაა თებერვალში 28 დღე: ჭეშმარიტი მიზეზი, რომლის შესახებაც ყველამ დაივიწყა.

რატომაა თებერვალში 28 დღე: ჭეშმარიტი მიზეზი, რომლის შესახებაც ყველამ დაივიწყა.
ვიცი რომ ყველას გიხარიათ ზამთრის გადაგორება და მთელი გულით მოელით თბილ ზაფხულს. სულ ცოტაც და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა თბილი ქურთუკები კარადაში შევინახოთ. სხვათაშორის ვინ ან რატომ დაჩაგრა თებერვალი და (უამრავი ადამიანის გულის გასახარად) შეამცირა ის 28 დღემდე, რა არის ზამათრის ბოლო თვის ასე შემცირების ჭეშმარიტი მიზეზი?

რომელი კალენდარის მიხედვით ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა? მართალია, გრიგორიანული. რასაკვირველია დაშვებულია სხვა ვარიანტებიც, მაგრამ მთელი ჩვენი ტექნიკა და საღი აზრი დამოკიდებულია სწორედ მასზე. აი გრიგორიანული კალენდარი კი ბაზირებულია იულიანულზე, ხოლო თავის მხრივ იულიანული - ძველ რომაულზე. რა შუაშია ეს? იმ შუაშია, რომ თებერვალის ასეთ უცნაურობისთვის სწორედ რომაელებს უნდა გადავუხადოთ მადლობა.

ოდესღაძ უძველეს რომში წელიწადი 10 თვე გრძელდებოდა: იწყებოდა მარტიდან და სრულდებოდა დეკემბრით. გლეხებისთვის, ფერმერებისთვის თბილი ხმელთაშუაზღვის კლიმატი სრულიად საკმარისი იყო, სანამ იმპერატორმა ნუმ პომპილიიმ არ გადაწყვიტა წელიწადის ქრონოლოგია მთვარის 12 ციკლისთვის დაეკავშირებინა. ამგვარად რომაულ კალენდარში გაჩნდა ორი ახალი (და არცთუ ისე პოპულარული) თვე: იანვარი და თებერვალი. ორივე მათგანში 28 დღე იყო, თუმცა იანვარში მალევე გადაწყვიტეს დაემატებინათ ერთი დღე, რადგან თვეში ლუწი რაოდენობის დღეები ცრუმორწმუნე რომაული ინტელიგენციის აზრით ავის მომასწავლებელი იყო.

ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ ციკლი აირია. ახალი თვეების ჩამატებამ შედეგი ვერ მოიტანა. ამ დროისთვის იმპერატორი გახლდათ იულის კეისარი და მან სწრაფად დაამყარა წსრიგი: შემოიღო ოთხ წლიანი სისტემა, სადაც 3 წელი შედგებოდა 365 დღისგან, ხოლო ერთი 366 -გან. ამასთანავე კენტდღიან თვეებში მკაცრად 31 დღე ხოლო ლუწყდღიანში 30 განისაზღვრა. თებერვალს კი როგორც ყველაზე უმნიშვნელოს 29 დღე. ამასთან ერთად იმპერატორმა თავის საყვარელ ზაფხულის თქვეს თავისი სახელიც უწოდა.


ასეც მოგვიწევდა ცივი თებერვლის გამკლავება რომ არა ოქტავიუს ავგუსტუსი. როგორც გვახსოვს რომაელებს რთული ურთიერთობა ჰქონდათ ლუწ რიცხვებთან. ამიტომ აუგუსტუსაც არ მოეწონა, რომ მისი თვეში 30 არაიღბლიანი დრე იყო. მან მოითხოვა სასწრაფოდ დაემატებინათ აგვისტოსთვის 1 დღე. ამის გაკეთება კი რათათქმაუნდა თებერვალის ხარჯზე გადაწყდა. აი სწორედ ამიტომ მოჰყვება 31 დღიან ივლის კვალში 31 დღიანი აგვისტო, ხოლო თებერვალში მხოლოდ 28 დღეა. დარწმუნებული ვარ არავინ ინაღვლებს ამაზე :)

სიტყვამ მოიტანა და სითბოს მოყვარული რომაელებიც არ წყალობდენ თებერვალს. ამ თვეში აკრძალული იყო ქორწინება ან ომის დაწყება, მიღებული იყო მხოლოდ ლოცვა. ჩვენს დროში კი რამდენი წუწუნებს რა საშინელი თვეა თებერვალიო :)