შუახნის ასაკშიც ჩემი კანი თავისუფალია ნაოჭებისგან: ხაჭოსა და ლიმონის ნარევი ახალგაზრდობის წყაროა.

შუახნის ასაკშიც ჩემი კანი თავისუფალია ნაოჭებისგან: ხაჭოსა და ლიმონის ნარევი ახალგაზრდობის წყაროა.
სამწუხაროდ, დროის უკან დაბრუნება და დაბერების პროცესისთვის თავის არიდება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს არაერთი ნატურალური საშუალება, რომლის დახმარებითაც ვიზუალურად რამდენიმე წლის მოკლება, კანის დაბერების პროცესის შენელება და ნაოჭების გაგლუვებაა შესაძლებელი. ამ შედეგის მისაღწევად, სულაც არ არის აუცილებელი რეგულარულად სოლიდური თანხის ხარჯვა სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებში და პროდუქტებში. მოცემულ დავალებას არაჩვეულებრივად გაართმევს თავს მხოლოდ ნატურალური, იაფი პროდუქტების ნაზავი.



თქვენ ალბათ უკვე მრავალჯერ გსმენიათ, რომ ხაჭო ჩვენი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლო საკვები პროდუქტია, რადგან ის მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. გარდა შინაგანი მიღებისა, ამ ნატურალური პროდუქტისგან შეგვიძლია სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საოცრად ეფექტური ნიღბის დამზადებაც. თითოეული ადამიანი, რომელმაც ეს საშუალება საკუთარ თავზე გამოცადა, მის ეფექტურობას ადასტურებს.

ხაჭოს ნიღაბი

მოცემულ ნიღაბში შემავალი აქტიური ინგრედიენტები ხელს გვიწყობს კანის გაღიავებაში, მის გადაჭიმვაში და გაახალგაზრდავებაში. რეგულარულად ასეთი ნიღბის გაკეთებით ნაოჭები ხანმოკლე დროში გაგლუვდება და ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. ხაჭო;
  • 2 ს.კ. რძე;
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი;
  • 1 ჩ.კ. თაფლი.

მომზადება:

1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აუცილებელი პირობაა, რომ ლიმონის წვენი იყოს ახლადგამოწურული, რათა მიიღოთ სრულფასოვანი გამათეთრებელი ეფექტი.

2. მიღებული მასა წაისვით სუფთა სახის კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. თუ ინგრედიენტების რაოდენობას პროპორციულად გაზრდით, შეგიძლიათ ნარების წასმა კისრისა და დეკოლტის ზონაზეც. ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია.

გაიკეთეთ სახის ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ და ხანმოკლე დროში მიღებული ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!