მშრალი ხველის სამკურნალო წვენი ხალხური მედიცინისგან, რომელსაც ხშირად ვიყენებ.
წელიწადის ამ დროს გაციებითი დაავადებები საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, მან შეიძლება უფრო რთული სახე შეიძინოს და ძლიერმა ხველამ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსვენების საშუალება არ მოგვცეს.
როგორც წესი, ამ დროს სპეციალური სააფთიაქო სიროფები და აბები სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს, თანაც ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს და მათთვის მრავალი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, არსებობს არატრადიციული, ხალხური მედიცინა, რომელიც ხველის სამკურნალოდ სხვადასხვა საკმაოდ ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია სწორედ ერთ-ერთ ასეთ, აბსოლიტურად ნატურალურ, უსაფრთხო და ძალიან ეფექტურ რეცეპტს გაგაცნობთ.
როგორ დავამარცხოთ მშრალი ხველა სწრაფად და მარტივად
ხველა - ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი თავდაცვითი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც სასუნთქი სისტემა იწმინდება მასში მოხვედრილი სხვადასხვა ნაწილაკებისგან და დაგროვებული ლორწოსგან. იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ მშრალი ხველისგან, პირველ რიგში, აუცილებელია გადავიყვანოთ ის სველ ხველაში. საშუალება, რომელსაც დღეს გთავაზობთ, სწორედ ამ პრინციპით მუშაობს და გვეხმარება პრობლემის ხანმოკლე დროში მოშორებაში.
ინგრედიენტები:
დამზადება და გამოყენება:
ინგრედიენტების სამკურნალო თვისებები
ნატურალური თაფლი კარგად არის ცნობილი თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.
შავი ბოლოკი - ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ის შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს და ანტიბაქტერიულ კომპონენტს, ლიზოციმს.
სტაფილოს წვენი - საუკეთესო ბუნებრივი პროდუქტი მშრალი ხველის სამკურნალოდ, რომლის მიღებაც განუსაზღვრელი რაოდენობითაა დასაშვები ბავშვებისთვისაც კი. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების პროცესებსაც (ძალიან სასარგებლოა წყლულების დროს), ამაგრებს კბილის ემალს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს დადებითი გავლენა კანის მდგომარეობაზე და მხედველობაზე.
ჭარხლის წვენი - ბუნებრივი ანტისეპტიკი, რომელიც გამოდევნის პრონქებში და სასუნთქ გზებში დაგროვებულ ზედმეტ ლორწოს, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და თავიდან გვარიდებს მიკრობების დაგროვებას.
შტოშის წვენი კიდევ ერთი ნატურალური პროდუქტია, რომელიც არაჩვეულებრივია ბრონქიტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ის აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს სხვადასხვა ვირუსებისგან.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

- სტაფილოს წვენი;
- შავი ბოლოკის წვენი;
- ჭარხლის წვენი;
- შტოშის წვენი;
- თაფლი;
- არაყი.
დამზადება და გამოყენება:
- აბსოლიტურად ყველა ინგრედიენტი უნდა ავიღოთ თანაბარი რაოდენობით და შევურიოთ ერთმანეთში.
- მზა სასუალება უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე აუცილებლად 30 წუთით ადრე.
- თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ, რეკომენდებულია თავის შეკავება მოცემული საშუალების გამოყენებისგან ან სუფრის კოვზის ნაცვლად, მისი ჩაის კოვზით მიღება.