მამა ქალიშვილის ქორწინებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა. კარგად დააკვირდით პატარძლის თაიგულს

მამა ქალიშვილის ქორწინებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა. კარგად დააკვირდით პატარძლის თაიგულს
2015 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ქეთი ოლიდისმა პირობა დადო, რომ მის ხსოვნას უკვდავყოფდა. მამაკაცი 59 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, საყვარელი ქალიშვილის ქორწინებამდე ორი წელი ვერ იცოცხლა...

"მამა ნამდვილი ოჯახის კაცი იყო. მოსიყვარულე, მზრუნველი, მხიარული, ჩვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა. ვერასდროს დავივიწყებ საავადმყოფოში დედის სახეს...ის ამბობდა, რომ დაქვრივებისთვის მზად არაა," - ამბობს ქეთი. 



"როცა მამის დიაგნოზი გავიგეთ, მე ბენეტომს (ახლანდელი მეუღლე) უკვე 7 წელი ვხვდებოდი. მაშინ ბენეტი ხელის სათხოვნელად მამასთან პირდაპირ საავადმყოფოში მივიდა. და მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობა მის გონებრივ შესაძლებლობაზე გავლენას ახდენდა, უყუყმანოდ თანხმობა მისცა" - იხსენებს ქეთი. 



ქეთი იმ აზრს, რომ მამა ქორწილზე არ იქნებოდა, ვერ ეგუებოდა. სწორედ ამ მიზეზით ცერემონიალზე მხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანები მოიწვიეს, რომ ყველაფერს მშვიდად ჩაევლო. 





პატარძალმა მამისთვის საპატიო ადგილი გამოყო და სურათით თუ ვიმსჯელებთ გარდაცვლილი მამა ზეციდან ჩამოვიდა, რომ ქორწილს დასწრებოდა. შეხედე მხოლოდ მზის სხივებს, რომელიც ახალდაქორწინებულებს ეცემა. 





გარდა ამისა, ქეთიმ გააკეთა კანფეტები დასაკრძალი ყვავილებიდან, რომელიც მამის დასაფლავებიდან წამოიღო. "ვარდები მამის საყვარელი ყვავილების. მე გავახმე ფურცლები და ქორწინებამდე ვინახავდი" - ამბობს ქეთი. 





"იმ დღეს კონცენტრირება გავაკეთე სიყვარულზე, რომლითაც გარშემორტყმული ვიყავი, და არა მამის არ არსებობაზე. მამის სიყვარული ყოველთვის ავსებდა და აავსებს ჩემ ცხოვრებს და ქორწილების დღეს არაფერი შეცვლილა. ის იქ იყო და ამას ყველა გრძნობდა" - იხსენებს ქეთი.