გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი, სამკურნალო მცენარეების ნახარშით

გაიწმინდეთ მსხვილი ნაწლავი,  სამკურნალო  მცენარეების  ნახარშით
ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მეტად მსხვილი ნაწლავი ბინძურდება, ამიტომ დროდადრო საჭიროა მისი გაწმენდა განავლოვანი მასებისგან. ბევრი ამისთვის ოყნას იყენებს, რაც შეცდომაა, რადგან გამწმენდი ოყნის გამოყენებას თავისი წესი აქვს: არ შეიძლება ოყნის გაკეთება სისხლმდინარე ბუასილის, სიმსივნის, მწვავე კოლიტის, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის დროს. ყველაფერს სჯობს, მსხვილი ნაწლავი ბალახების ნახარშით გაიწმინდოთ. მას კარგად ასუფთავებს და კვებავს გვირილის, პიტნის, ფარსმანდუკისა და სალბის ნახარში.

  • აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი მშრალი ბალახი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი. 15-20 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.

  • ასევე კარგია მსხვილი ნაწლავის გაწმენდა ლიმონისწვენიანი ოყნით - ლიმონმჟავა ხელს უშლის ნაწლავის ხაოებში ობის სოკოების გამრავლებას.
    აიღეთ 1-2 ლიმონი, გამოწურეთ წვენი და დაასხით 1 ლიტრი წყალი. ასეთი ნაზავი კარგად არბილებს და შლის ნაწლავში ჩარჩენილ ნალექს.
    ლიმონიანი ოყნა არ შეიძლება მათთვის, ვისაც გაღიზიანებული აქვს სწორი ნაწლავი.



  • ნაწლავის გაწმენდა ბალახების ნაკრებითაც შეიძლება. აიღეთ 6 წილი სენამაქის ფოთოლი, 5 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ხეშავის კენკრა და 2 წილი ანისულის ნაყოფი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 20-30 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.

  • 60-90 წუთის განმავლობაში დალიეთ დაახლოებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი (უმჯობესია ზღვის მარილი, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი სუფრისაც). თანაფარდობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალზე. ასეთი გაწმენდა სასურველია ჩატარდეს 1-2 დღიანი შესვენებებით 3-5-ჯერ. გაიმეორეთ კურსი წელიწადში რამდენჯერმე. უკუჩვენებაა კუჭის წყლული, დიზენტერია, ფაღარათი, მწვავე კოლიტი, აპენდიციტი, ნაწლავის კიბო.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი