ძველი შამანური მკითხაობის წარმოუდგენელი ძალა. სწრაფად გაიგეთ, თუ რა გელოდებათ.

ძველი შამანური მკითხაობის წარმოუდგენელი ძალა. სწრაფად გაიგეთ, თუ რა გელოდებათ.
სადამდე მიდის პროგრესი, ახლა სახლიდან გაუსვლელად, ვინმესთან მისვლის გარეშე საკუთარი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ. მიეცი უძველეს ძალებს საშუალება  საინტერესო კითხვაზე პასუხი მოგცენ. FPAPAPRAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ძველ შამანურ მკითხაობას, საჭიროა მხოლოდ აირჩიოთ შამანის ბუბენი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. 

რამდენიმე ათასი წლის წინ, ყველა რელიგიის დაწყებამდე, როცა კაცობრიობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ტომებად ცხოვრობდა, ადამიანები რთულ სიტუაციაში დასახმარებლად ყველაზე ჭკვიან ადამიანს შამანს მიმართავდნენ. შამანი კურნავდა ავადმყოფს, წინასწარმეტყველებდა მომავალს, იძლეოდა რჩევებს. შეცდომის უფლება მას არ ჰქონდა, რადგან ძველი ხალხი საკმაოდ მკაცრი იყო. სწორედ იმ დროიდან ეს ძლიერი მკითხაობა გავრცელდა. მას იყენებდნენ რთულ სიტუაციებში, ან როცა რჩევა ნამდვილად სჭირდებოდათ. 

კარგად დააკვირდით ყველა ბუბენს და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. 


ბუბენი № 1

ცხოვრება თვითკმარი სისტემაა, რომელიც წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. როცა რაღაც ძალიან გსურთ ან პირიქით, რაღაცას ძლიერად უარყოფთ, ცხოვრება თქვენს გაწონასწორებას იწყებს. დავუშვათ, თქვენ ვიღაც ადამიანზე ძლიერ მიზიდულობას გრძნობათ, ის კი თანდათან თქვენს მიმართ ცივი ხდება და უბრალოდ თქვენი ცხოვრებიდან ქრება. ასე ცხოვრება გასწავლით რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ - მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ სხვების შეყვარებას. იგივე ხდება, თუ ფულზე ჩაციკლული ხართ. 
ფული გვერდს აგივლით, სანამ არ დამშვიდდებით და მოვლენებს ბუნებრივად განვითარების საშუალებას არ მისცემთ. არსებობს ბევრი მეთოდი რომ ჰარმონია დაიბრუნოთ. დაკავდით ბუნებაში მედიტაციით, სთხოვეთ უზენაეს ძალებს პირველყოფილი ჰარმონიის შეგრძნებაში დაგეხმარონ. ფსიქოლოგიით და ეზოთერული გაკვეთილებით დაკავება საჭირო უნარებით და ცოდნით აღგჭურვავთ რომ მთლიანობა და ბალანსი მოიპოვოთ.



ბუბენი № 2

სამყარო - ეს ცოცხალი არსებაა. თუ რამეს სთხოვთ მას და ღებულობთ იმას, რაც ითხოვეთ, მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ. დახმარებისთვის კონკრეტული ენერგია დაიხარჯა, შესაძლოა ასობით ანგელოზი და ნათელი სული შრომობდა თქვენი ოცნების ასასრულებლად. გახსოვდეთ, რომ მადლიერების არ არსებობა თქვენი სიმრავლის წყაროს შეწყვეტს. გულწრფელი მადლიერება კი პირიქით, სამყაროდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, რომ თქვენი კეთილდღეობა გააგრძელოს. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ საკუთარ თავს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საკუთარი თავისი და გარშემომყოფებისთვის. მადლიერება ყოველთვის შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით, მაგრამ საკუთარი შრომისთვის ჯილდო აუცილებად უნდა მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმიანობით ინტერესს დაკარგავთ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი - როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში.



ბუბენი № 3

ჯადოქრობა ისაა, რაც ოცნებაში ცხოვრებაში გეხმარება. ეს არის შესაძლებლობის ნაპერწკალი - სასწაულის შესაძლებლობები, რომელიც თქვენი გულიდან მოდის. დაინახეთ ყველაფერი მშვენიერი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გარს გახვევიათ. თქვენ ჯადოსნური ძალის გავლენის ქვეშ ხართ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ენერგია საკუთარი თავისა და სხვების საკეთილდღეოდ. 
გახსოვდეთ, ყველაზე დიდი ჯადოქრობა და სასწაული ეს თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრებაა! ისწავლეთ სამყაროს ჯილდოთი გახარება, ისიამოვნეთ და იყავით მადლობელი ყველაფრისთვის, რასაც გაძლევენ. დაე, სამყარომ მოგანიჭოთ სიმშვიდე და ახალი შესაძლებლობები გაგიხსნათ. შიშისგან გათავისუფლდით.