პოლიციელებმა კარი შეამტვრიეს და სახლში შეიჭრნენ. პატარა გოგონას გვერდით უსულო სხეული იდო...

პოლიციელებმა კარი შეამტვრიეს და სახლში შეიჭრნენ. პატარა გოგონას გვერდით უსულო სხეული იდო...
ჰელენ დაიკინი და მისი მეუღლე კრისი ორ პატარა გოგოს, 4 წლის პერლას და 2 წლის აირის ზრდიდნენ. ჰელენი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ხშირად დადიოდა, ამ დროს კრისი სახლში რჩებოდა და ბავშვებს უვლიდა. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობა დაიკინის ოჯახისთვის სამწუხაროდ დასრულდა...



კრის თავისი გოგოები მთელი გულით უყვარდა და ყოველდღე ბავშვებთან ერთად გადაღებულ სურათებს აქვეყნებდა. არც კი უფიქრია რომ ერთ-ერთი ასეთი სურათი უკანასკნელი აღმოჩნდებოდა. მამაკაცი ღამე გულის შეტევით გარდაიცვალა, მისმა პატარა გოგოებმა კი გარდაცვლილ მამასთან მთელი დღე გაატარეს...





ჩვეულებრივ კრის პერლა წინა სასკოლო მოსამზადებელ გაკვეთილებზე მიჰყავდა. იმ დღეს, როცა გოგონა გაკვეთილზე არ გამოცხადა, სკოლის ადმინისტრაცია მამასთან დარეკვით შემოიფარგლა. ყურმილი არავის აუღია, აქ მშობლებთან დაკავშირების მცდელობა შეწყდა. 





გოგოები მამის "ხანგრძლივი ძილიდან" გაღვიძებას ცდილობდნენ. შემდეგ მათ გარდაცვლილს პირში კუჭის აშლილობის ტაბლეტი ჩაუდეს, იფიქრეს რომ ეს უშველიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში პერლა და აირისი დედის ფეხსაცმლით და კოსმეტიკით თამაშობდნენ. საბედნიეროდ, ბავშვებს თავი არ დაუზიანებიათ. 



ჰელენი მეუღლესთან დაკავშირებას ცდილობდა. თავიდან იფიქრა, რომ მეუღლე სასწავლო დაწესებულებაში წავიდა, შემდეგ გადაწყვიტა რომ კრისმა ტელეფონი დაკარგა. შუადღეს ბავშვებს ბებია ესტუმრა, მაგრამ თავისი გასაღებით კარები ვერ გააღო.





იმავე დღეს, საღამო ხანს, ჰელენს პოლიციიდან დაურეკეს - მას ქმრის გარდაცვალება ამცნეს. ქალი დარწმუნებულია, რომ უფროსმა გოგომ პერლამ მამის გარდაცვალება გააცნობიერა. გოგოს მარტო დარჩენის ეშინია და მუდმივად ყურადღებას ითხოვს.



ჰელენის აზრით, თუ ბავშვი გაკვეთილზე არ იმყოფება, სკოლის ადმინისტრაციამ ყველა საკონტაქტო ნომერზე დარეკვა უნდა სცადოს. მსგავსი შემთხვევა იშვიათი არაა და თავს გადამხდარმა ბავშვებზე სერიოზული ფსიქიკური გავლენა შეიძლება მოახდინოს.