ტუჩის ჰერპესის სამკურნალო რეცეპტები, 100%-იანი შედეგით
ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაციების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია. გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს - შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა. მე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ წარმატებით - გამონაყარი აღარ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და და მეორეც - საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა. ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მართლაც მივაგენი:
- ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში. გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა - იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.
- ტუჩებზე გამონაყარის შემთხვევაში წაუსვით კალანხოეს წვენი.
- აიღეთ უცარცო თეთრი ფურცლის ნახევარი, დაახვიეთ იგი კონუსისებურად. დადეთ კონუსი ფუძით სუფთა თეფშზე, რომელიც თავის მხრივ მოათავსეთ მომინანქრებულ აბაზანაში. დაიცავით სრული სახანძრო უსაფრთხოება, რადგან ქაღალდის კონუსი უნდა დაიწვას. ამისათვის ასანთით მოუკიდეთ კონუსის მწვერვალს და როცა იგი ნახევარად დაიწვება, გადააგდეთ ნიჟარაში. ცივ თეფშზე თქვენ დაინახავთ ოქროსფერ ფისს, რომელიც სწრაფად უნდა აიღოთ თითით და წაისვათ კანის მხოლოდ დაზიანებულ უბანზე. ეს ბალზამი რამდენადმე ამცირებს მკურნალობის ვადებს და ბუშტუკოვან ჰერპესის გამონაყრის სიხშირეს.
თუ პროცედურას ჩავიტარებთ დაავადების დასაწყისშივე, მაშინ ჰერპესი შეიძლება საერთოდ არ გადავიდეს აქტიურ ფაზაში.