აპლოდისმენტების ფასი. ეს 15 სურათი ამტკიცებს რომ ბალეტი სუსტი ადამიანებისთვის არაა

აპლოდისმენტების ფასი. ეს 15 სურათი ამტკიცებს რომ ბალეტი სუსტი ადამიანებისთვის არაა
როცა მღელვარე გულით ვუყურებთ მომაჯადოებელი ბალერინას ურთულესი ელემენტების შესრულებას, იშვიათად დავფიქრებულვართ, თუ რა იმალება ამ გრაციოზული ბალეტის მოცეკვავის გასხივოსნებული ღიმილის მიღმა. ყველა ტანჯვა, ცრემლები და სისხლი რჩება კულისებში, საგრიმიოროში, სარეპეტიციო დარბაზში, ხოლო აღტაცებულ მაყურებელს მხოლოდ სცენაზე მსუბუქი და ჰაეროვანი მოძრაობის ყურება დარჩენია. 
 
სინამდვილეში, წარმოსახვითი მსუბუქი მოძრაობის მიღმა ჯოჯოხეთური შრომა და ბალერინების და მათი სცენური პარტნიორების მთლიანი თავდადება იმალება. FPAPARAZZI-ის რედაქციამ თქვენთვის მოამზადა სურათების ძლიერი ნაკრები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ბალეტი სუსტი ადამიანებისთვის არაა. 



ყოველდღიურად ბალერინა გაჭიმვებს ასრულებს. გაჭიმვები კი - დამღლელი, დამაუძლურებელი, თვალების დაბნელებამდე ძალდატანებას მოითხოვს. 



ბალეტი - ჯანმრთელობის თამამი გამოწვევა და სახიფათო სპორტის სახეობებს შორის ყველაზე რთულია. 



სახსრების დაავადება - სუსტი აღნაგობის ბალერინებისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ნაღრძობი, მოტეხილობა და ტრავმები ბალერინებისთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ცუდი მხედველობა პროგრამისტისთვის. 



ხშირი ჩალურჯებების, ნაღრძობის, ტრავმების, მოტეხილობის გამო ასაკის მატებასთან ერთად სახსრების აუტანელი ტკივილი ეწყებათ. ეს ფასია, რომელსაც სუსტი ბალერინები სცენაზე მხურვალე ტაშის გამო იხდიან.