სასწაულმოქმედი საშუალება სახსრებისა და ძვლებისთვის. ჭამამდე 15 წუთით ადრე მიირთვით 1 ს.კ. ეს ნარევი.

სასწაულმოქმედი საშუალება სახსრებისა და ძვლებისთვის. ჭამამდე 15 წუთით ადრე მიირთვით 1 ს.კ. ეს ნარევი.
ცხოვრების არაჯანსაღი სტილის შედეგად ჩვენი სახსრები საკმაოდ ხშირად ზიანდება. ასაკის მატებისა და დაბერების პროცესის პარალელურად ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო რთულ სახეს იღებს და მწვავდება, რის შედეგადაც გადაადგილებაც კი გვიჭირს. თუ თქვენ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ნუ გადადებთ მკურნალობას მომავლისთვის, რათა თავიდან აირიდოთ სავალალო შედეგები.

სასწაულმოქმედი საშუალება სახსრებისა და ძვლებისთვის. ჭამამდე 15 წუთით ადრე მიირთვით 1 ს.კ. ეს ნარევი.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ აბსოლიტურად ნატურალურ და საცორად ეფექტურ საშუალებას, რომელიც სახსრების გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი რეცეპტი არაჩვეულებრივია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პოლიართრიტისგან, ართროზისგან და სახსრებში მარილების დაგროვებისგან იტანჯებიან. მოცემულ საშუალებას ''გრეჩკოს რეცეპტის'' სახელწოდებით ვიცნობთ, რადგან ის შეიმუშავა საბჭოთა კავშირის კოსმონავტმა, გეორგი გრეჩკომ.



ნაყენი სახსრებისა და ძვლების გასაჯანსაღებლად

თქვენ დაგჭირდებათ 4 ინგრედიენტი:

  • 7 კვერცხი;
  • 10 ლიმონი;
  • 50-70 მლ კონიაკი;
  • 1,5 ს.კ. თაფლი.



ინსტრუქცია:

1. სასურველია რეცეპტისთვის სოფლის ნატურალური კვერცხის გამოყენება, რომელსლაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეთრი ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ შვიდივე კვერცხი, გაამშრალეთ და მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში.

2. გამოწურეთ წვენი 10 საშუალო ზომის ლიმონისგან და ჩაასხით ის ქილაში. შეინახეთ ჭურჭელი მაცივარში იქამდე, სანამ კვერცხის ნაჭუჭი მთლიანად არ გაიხსნება ლიმონის წვენში (ამისათვის დაახლოებით 3 დღეა საჭირო).

3. როდესაც კვერცხის ნაჭუჭისგან მხოლოდ თეთრი გარსი დარჩება, კარგად ათქვიფეთ მასა და გადაწურეთ ის ახალ ჭურჭელში სპეციალური ბადის ან რამდენიე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით.

4. მიღებულ ბლანტ სითხეში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით კონიაკი და ნატურალური თაფლი. კარგად მოურიეთ ხის კოვზის გამოყენებით და ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. შეინახეთ ის მაცივარში.



მიღების წესი:

ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით 1 ს.კ. ნარევი და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. ეს არაჩვეულებრივი გზაა ორგანიზმის კალციუმით მოსამარაგებლად.

კვერცხის ნაჭუჭი - კალციუმისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დაახლოებით 30 მინერალის არაჩვეულებრივი წყარო. რაც შეეხება ლიმონს, ის მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვანია შემაერთებელი ქსოვილების სწორი ფორმირებისთვის.

მკურნალობის კურსი გააგრძელეთ ნარევის ამოწურვამდე. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ რამდენიმე თვით შესვენების გაკეთება.