ბერნარდო ლა პალო ამ 5 უბრალო საკვები პროდუქტის დახმარებით უკვე 116 წელია ბედნიერად ცხოვრობს.

ბერნარდო ლა პალო ამ 5 უბრალო საკვები პროდუქტის დახმარებით უკვე 116 წელია ბედნიერად ცხოვრობს.
ბერნარდო ლა პალო - 1901 წლის 17 აგვისტოს დაბადებული მამაკაცი, რომელიც დღემდე არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია და საოცარი მეხსიერება აქვს. მამაკაცი ხსნის, რომ ის სიცოცხლის 116 წელს და დღემდე ჯანმრთელობის შენარჩუნებას 5 პოპულარულ საკვებ პროდუქტს უმადლის.

116 წლის მამაკაცი არაჩვეულებრივად უმკლავდება თავსატეხებს, ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და აქვს არაჩვეულებრივი მეხსიერება. ყოველივე ეს სწორი კვებისა და რეგულარულად მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შესრულების დამსახურებაა.

ბერნარდო ლა პალო ამ 5 უბრალო საკვები პროდუქტის დახმარებით უკვე 116 წელია ბედნიერად ცხოვრობს.

ბერნარდო ლა პალო არ ჭამს წითელ ხორცსა და ნახევრად ფაბრიკატებს. მთელი თავისი ცხოვრება ის უპირატესობას ხილს, ბოსტნეულსა და სხვადასხვა ფაფებს ანიჭებს. გარდა ამისა, მამაკაცი გამოყოფს 5 საკვებ პროდუქტს, რომელიც, თავისივე სიტყვებით, მას 116 წლამდე მიღწევაში და მთელი ამ დროის ბედნიერად გატარებაში დაეხმარა.

პროდუქტები, რომლებიც გვიხანგრძლივებს ცხოვრებას

  1. თაფლი
    მამაკაცი ამტკიცებს, რომ ადამიანი გაცილებით დიდხანს იცოცხლებს, თუ ის საერტოდ იტყვის უარს რაფინირებულ შაქარზე. ყველაზე ჯანსაღი გზა კერძების დასატკბობად - თაფლის გამოყენებაა.

  2. ნიორი
    ნიოირ არა მხოლოდ ანიჭებს პიკანტურ გემოს სხვადასხვა კერძებს, არამედ გამოირჩევა ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით. ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ეს პროდუქტი მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.

  3. შოკოლადი
    უამრავი ადამიანი ცდილობს უარის თქმას შოკოლადზე. რაც შეეხება ბერნარდოს, მისი მტკიცებით, შავ შოკოლადზე უარის თქმა დიდი შეცდომაა. რეგულარულად მცირე რაოდენობით ამ საოცრად გემრიელი პროდუქტის მირთმევით ჩვენ არა მხოლოდ ვიუმჯობესებთ განწყობას, არამედ ვირეგულირებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, რაც გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. გაითვალისწინეთ, სასარგებლო მხოლოდ შოკოლადის ის სახეობაა, რომელიც კაკაოს მაღალი შემცველობით გამოირჩევა.



  4. დარიჩინი
    დარიჩინი - პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს არა მხოლოდ კერძების გემოს, არამედ ამცირებს სისხლში ''ცუდი'' ქოლესტერინის დონეს და გვიცავს დიაბეტის განვითარებისგან.

  5. ზეითუნის ზეთი
    ჯერ კიდევ ძველ რომში ეს პროდუქტი ბედნიერებისა და ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნეოდა. ის ქვეყნები, რომლებიც ამ ''ოქროს'' ფლობდნენ, ყოველთვის სიმდიდირითა და ფუფუნებით გამოირჩეოდა. დღესდღეობით ზეითუნის ზეთის შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. 116 წლის ბერნარდოს მტკიცებით, ის საოცრად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რაც მასში შემავალი დიდი რაოდენობით E ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების დამსახურებაა.

დიახ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 116 წლის მამაკაცი ხანგრძლივ სიცოცხლესა და ცხოვრების თითოეული წუთის ბედნიერად გატარებას ზემოთ წარმოდგენილ 5 საკმაოდ უბრალო და იაფ საკვებ პროდუქტს უმადლის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!