ადამიანების ტიპი ფერების მიხედვით: იპოვეთ თქვენი ოცნების მამაკაცი
საყვარელი ფერი არა მხოლოდ თქვენ პიროვნებას ახასიათებს, არამედ განსაზღვრავს თუ მამაკაცის როგორი ტიპი შეგესაბამებათ თქვენ. ზოგ ქალს შეუპოვარი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანი მოსწონს, სხვას კი რომანტიკული მამაკაცები. FPAPAPRAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ამ ფერების ფსიქოლოგიური ტესტის მიხედვით გაიგოთ თუ როგორი მამაკაცის ტიპთან იგრძნობთ თავს ბედნიერად.
ტესტის გასავლელად აირჩიეთ საყვარელი ფერი.
ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები:
ტესტის გასავლელად აირჩიეთ საყვარელი ფერი.
ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები:
- წითელი
მამაკაცში ყველაზე მეტად აფასებთ - არაპროგნოზირებადობას და ვერ იტანთ რუტინას და ერთფეროვნებას. თქვენ დაპყრობას შეძლებს მამაკაცი თუ თქვენს ფანტაზიას გააღვიძებს და ყოველდღიურ ცხოვრებას თავიდან ბოლომდე შეცვლის. სწორედ უცნაურ და ენერგიული ფანტაზიორებთან ნამდვილ ბედნიერებას შეიგრძნობთ. - ლურჯი
თქვენი მამაკაცი პატიოსანი და გულღია უნდა იყოს. ეძებეთ ურთიერთობაში ნდობა და არ აპატიოთ ტყუილი. თქვენ ახალ ნაცნობს პირველ რიგში ოჯახის მამის როლს არგებთ. მსუბუქი ურთიერთობა თქვენთვის მისაღები არაა. გულწრფელი და პატიოსანი მამაკაცი თქვენ სულში ნაზ გრძნობებს გააღვიძებს. - შავი
ეძებთ ლიდერ მამაკაცს, რომელმაც თავის ფასი იცის. ელეგანტურ მამაკაცს იდეალური მანერებით. მამაკაცი, რომელიც წამიერად დაგიპყრობთ. მზად ხართ თქვენი გული გამარჯვებულს მისცეთ. - თეთრი
ეს ფერი გვიჩვენებს რომ მამაკაცებს ადვილად არ ენდობით. უფრთხით ტყუილს, თავს არიდებთ სერიოზულ ურთიერთობას, საიდუმლოდ წმინდა და ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობთ. მხოლოდ ის, ვინც ყველა თქვენს შიშს გააქარვებს, შემოვა თქვენს ცხოვრებაში და იქ სამუდამოდ დარჩება. - მწვანე
თქვენთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ზომიერი სირბილი ცხოვრებაში, ვერ იტანთ ხმაურს და სიჩქარეს. თუ მამაკაცის განიერი მხრების უკან დაიმალებით, თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობთ, მაგრამ მას თავი ბოლომდე არ მიუძღვნათ. - ყვითელი ან ნარინჯისფერი
ყოველთვის მაღალი განწყობა გაქვთ და რამდენიმე საქმეს ერთდროულად ასრულებთ. ეძებთ მამაკაცს, რომელიც თქვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და თქვენს გატაცებას გაიზიარებს. ერთად ყველანაირი სიგიჟის ჩადენა უფრო უკეთესია. - ვარდისფერი
ნაზი ყვავილი ხართ და ნაზ მოპყრობას მოითხოვთ. თქვენ დაპყრობას მხოლოდ ნამდვილი რომანტიკოსი შეძლებს, რომელსც გმირული საქმის ჩადენა შეუძლია. თუ მასთან ყოფნის დროს თავს დედოფლად იგრძნობთ მთელ თქვენ სინაზეს მას მიუძღვნით. - იისფერი
გიყვართ ექსტრიმი, ხშირად იღბალს ეთამაშებით. ეძებთ თქვენ მსგავს მამაკაცს, რომელიც არასტანდარტულად, ზოგჯერ გიჟურად ფიქრობს. მაგრამ ურთიერთობაში ლიდერობას არავის უთმობთ. რჩეულმა თქვენ პატარა კაპრიზებზე დათმობაზე უნდა წამოვიდეს და ყველა თქვენ წამოწყებას მხარი უნდა დაუჭიროს.