რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის სტიკერებზე სანამ სალაროსთან მივიტანთ და როგორ ავარჩიოთ ნატურალური პროდუქტები.

რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის სტიკერებზე სანამ სალაროსთან მივიტანთ და როგორ ავარჩიოთ ნატურალური პროდუქტები.
როდესაც სუპერ(ჰიპერ)მარკეტში მივდივართ აუცილებელია ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდეთ, მხოლოდ იმიტომ არა, რომ კალათაში რაიმე ზედმეტი არ ჩავდოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი "ნაგავი" შემოედინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რისი კონტროლიც ფაქტიურად არ და ვერ ხდება. საბოლოოდ კი ჩვეულებრივი მომხმარებელი, ანუ ჩვენ რომელთაც არანაერი ქიმიური თუ სხვა საჭირო ლაბორატრიები არ გაგვაჩნია ვზიანდებით. როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ასეთ მდგომარეობაში?! - ალბად უმჯობესია გამოვიყენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხრიკები, ამგვარად თავს შეძლებისდაგვარად მაინც დავიცავთ. მაგალითად იარლიყი რომელიც ხილსა და ბოსტნეულს აკრია. მათ ყველა ხედავს, მაგრამ ცოტა თუ დაკვირვებია ან გაურკვევია მისი მნიშვნელობა, სანამ სალაროსთან წაიღებდა.



ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც შეუმჩნევია ასეთი იარლიყი ბანანებზე, ვაშლებზე ან ფორთოხალზე, ალბად ხვდებით რომ სტიკერებს ხილზე სილამაზის გამო არ აკრავენ. ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები არიან.




აქ საქმე შტრიხკოდსაც არ ეხება, საუბარი სხვა ნომერზეა, რომელიც ოდნავ ზემოთ არის დატანილი. როგორც წესი ის იწყება სიმბოლო "#" და შედგება 4-5 ციფრისგან. ეს — საერთაშორისო იდენტიფიკატორია, რომელშიც დაშიფრულია ბოსტნეულის ან ხილის ტიპი და კიდევ სხვა რამ. ვცადოთ გავერკვიოთ..




მაგალითისთვის ავიღოთ ეს საშუალოდსტატისტიკური ვაშლი. მისი ნომერი საერთაშორისკო კლასიფიკაციით არის 4131. თუ კოდი შედგება მხოლოდ 4 ციფრისგან, ეს ნიშნავს, რომ ეს ხილი ან ბოსტნეული მოყვანილია "ტრადიციულ" პირობებში ან ისეთი პესტიციდების გამოყენებით, ომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული. შესაძენად დაშვებული ვარიანტია, მაგრამ ვცადოთ და უკეთესიც მოვიძიოთ.


თუ კოდი შედგება 5 სიმბოლოსგან და იწყება ციფრი "9"-ით ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი მოყვანილია ორგანული გზით, პესტიციდების და გენური მოდიფიკაციის გარეშე. ორგანული ვაშლის კოდი იქნება ასეთი: 94131. ეს ნამდვილად კარგი არჩევანია და შეგიძლიათ მიიტანოთ სალაროსთან. სამწუხაროდ ასეთი ნატურალური პროდუქტები სხვებთან შედარებით არამომგებიანად არამიმზიდველად გამოიყურება: არ არის ისეთი დიდი და პრიალა, როგორც მისი თანამოძმეები შემდეგი პუნქტიდან, მაგრამ უმჯობესია არჩევანი ნატურალურ პროდუქტებზე გაკეთდეს და არა ლამაზ პროდუქტებზე.


თუ შეამჩნევთ ხუთნიშნა კოდს, რომელიც იწყება ციფრი "8"-ით, მისგან თავი შორს დაიჭირეთ. თქვენს წინაშე გენმოდიფიცირებული პროდუქტია. მაგალითად გენმოდიფიცირებული ვაშლის კოდი გამოიყურება ასე - 84131 და ნამდვილად არ გირჩევთ ასეთი პროდუქტი ბავშვს გაატანოთ სკოლაში.


მეგობრებო ჩვენი სტატიების მიზანი არ არის თქვენი შეშინება. ჩვენ არ ვცდილობთ ყველაფერში დაგანახოთ ცუდი. ჩვენი მიზანია გავაღვივოთ თქვენში გამართლებული ეჭვი, რათა დაინტერესდეთ მოიძიოთ ინფორმაცია და შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება.