სახლის არჩევანი თქვენ შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ამჟღავნებს, ვიდრე ფიქრობდით

სახლის არჩევანი თქვენ შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ამჟღავნებს, ვიდრე ფიქრობდით
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სახლს ადამიანის პიროვნების შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. სახლის დახმარებით შეიძლება გავიგოთ ადამიანის და მისი ჩვევების შესახებ. სწორედ ამ მიზეზით, ფსიქოლოგიაში სახლი - ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმბოლოა პიროვნების ანალიზის დროს. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ დააკვირდეთ სურათს, აირჩიოთ სახლი რომელიც მოგწონთ და გაიგოთ უფრო მეტი თქვენს შესახებ. აირჩიეთ სახლი? მაშინ წაიკითხეთ ტესტის შედეგები:


ტესტის შედეგები:



  1. სახლი № 1
    თქვენ თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანი ხართ, რომლის კარებიც სხვებისთვის სულ ღიაა. ყოველთვის მზად ხართ გზიდან გადასახვევად რომ სხვებს დაეხმაროთ. ადამიანს ყოველთვის აქვს თქვენი იმედი და თქვენ ყოველთვის ხელმისაწვდომი ხართ მეგობრებისა თუ ახლობლებისთვის. ეს აჩვენებს, თუ რამდენად დიდი გული გაქვთ და რამდენად თანამგრძნობი ხართ ყველას მიმართ. თუმცა ზოგმა შეიძლება თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლოს. იყავით კეთილი, მაგრამ საკუთარი თავის გამოყენების უფლებას ნურავის მისცემთ. 



  2. სახლი № 2
    თქვენ ფარულ ცხოვრებას ეწევით. არ მოგწონთ, როცა სხვები იგებენ, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. სხვა ადამიანებისთვის გული დახურული გაქვთ. ეს საშუალებას გაძლევთ თავი უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იგრძნოთ. ეს გაძლევთ ძალის შეგრძნებას, რადგან გრძნობთ, რომ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც თქვენს გრძნობებს აკონტროლებს. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის ტრავმა. მიუხედავად ამისა თავი არ აარიდოთ მეგობრებს, რომელთაც თქვენი დახმარება გულწრფელად სწადიათ. ღიად ისაუბრეთ, როცა რამე გწყინთ ან თავს მარტოსულად გრძნობთ. მათ თქვენ უყვარხართ და სურთ იზრუნონ თქვენზე. 



  3. სახლი № 3
    გიყვართ ყველაფერი, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ახალი გამოცდილებისთვის ენთუზიაზმით მზად ხართ. გიყვართ რაიმეს შესწავლა და ბუნებაში ხანგრძლივი სეირნობა. მოგწონთ ახალი მიზნების დასახვა. გჯერათ, რომ ცხოვრება მშვენიერია და რომ ყველა ადამიანი, გამოცდილება და წუთი ძვირფასია. თქვენ ოპტიმიზმს ასხივებთ. გიყვართ ცხოველები. ადამიანებს ცხოვრებისადმი თქვენი პოზიტიური ხედვის გამო უყვარხართ. თუმცა ბრმა ოპტიმიზმი თქვენი დაცემის მიზეზი შეიძლება გახდეს. ოპტიმისტური მსოფლმხედველობა კარგია, მაგრამ შეხედეთ ცხოვრებას უფრო რეალისტურად. 



  4. სახლი № 4
    თქვენ გაშლილი წიგნი ხართ. ისეთივე ხართ შიგნით, როგორც გარეთ. აკონტროლებთ ემოციებს და გიყვართ ეიფორია, რომელიც ამ ემოციას მოსდევს. ადამიანები თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან მუდმივად ქცევის კონტროლი არ სჭირდებათ. ღიად საუბრობთ და ზოგჯერ ტაქტი გაკლიათ. ზოგჯერ საჭიროა გააკონტროლოთ თქვენი ემოცია და ცხოვრება წინ წავა.
     


  5. სახლი № 5
    თქვენ წარსულზე აღარ ბრაზობთ და აღიარებთ, რომ ამ გამოცდილებამ გაგხადათ ისეთი, როგორიც ახლა ხართ. ეხმარებით ადამიანებს, როცა ისინი მარტოსულები არიან და თავს ცუდად გრძნობენ. გაქვთ დღეები, როცა თავს ღრმად დეპრესიაში გრძნობთ. ზოგჯერ კი გაქვთ ისეთი დღეები, როცა ოპტიმიზმით ხართ სავსე და მზად ხართ თქვენი მიზნის მისაღწევად. 



  6. სახლი № 6
    ადვილად არავის ენდობით, თუ ვინმეს თქვენ ცხოვრებაში შემოუშვებთ, ეს ადამიანი თქვენთან სიცოცხლის ბოლომდე რჩება. როცა ურთიერთობა ვინმესთან გიფუჭდებათ, ადამიანთან დაშორების შემდეგ გულში თბილ მოგონებებს იტოვებთ. შეიძლება, ზედმეტად მიმნდობი ადამიანი იყავით, მაგრამ ცხოვრებამ ფრთხილი და შერჩევითი გაგხადათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ ცხოვრებას პოზიტიურად უყურებთ და ეს საქებარია!თქვენი პარტნიორი - ყველაზე იღბლიანი ადამიანია, რადგან თქვენ ხართ როგორც რაციონალური, ასევე ოპტიმისტური პიროვნება.