ტესტი: აირჩიეთ აუზი, სადაც ისურვებდით რომ ყოფილიყავით და გაიგეთ ბევრი რამ თქვენს შესახებ! 

ტესტი: აირჩიეთ აუზი, სადაც ისურვებდით რომ ყოფილიყავით და გაიგეთ ბევრი რამ თქვენს შესახებ! 
იმის გათვალისწინებით, რომ სხეულის 60% წყლისგან შედგება, გასაკვირი არაა რომ ამ დინამიურ ელემენტთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ გაიაროთ წყლის მიხედვით პირადობის იდენტიფირების ეს უჩვეულო ტესტი წყლის მიხედვით. აირჩიეთ აუზი და გაიგებთ საინტერესო ინფორმაცია თქვენს და თქვენი მომავლის შესახებ.

თქვენი ცხოვრების საიდუმლოს შესახებ რომ გაიგოთ, კომფორტულად მოეწყვეთ და არაფერზე იფიქროთ. ახლა შეხედეთ აუზების სურათს. გონებით აირჩიეთ ის აუზი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. როგორც კი არჩევანს გააკეთებთ, წაიკითხეთ ტესტის შედეგები:
 
ტესტის შედეგები:


  1. სურათი №1 - წყნარი ოკეანე

    თქვენ დელიკატური ხასიათი გაქვთ. თქვენთან ყველა თავს კომფორტულად გრძნობს. გულუხვი და მგრძნობიარე ხართ. თქვენთვის ნაცნობია თანაგრძნობა და სითბო, სიამოვნებით უზიარებთ სიხარულს სხვებს. შრომისმოყვარე ხართ და აფასებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველაზე მეტად გიყვართ საქმის გადადება და გართობა. ყველას გასაჭირი გულთან ახლოს მიგაქვთ.

    ბევრისთვის ამოუცნობი ადამიანი ხართ. თქვენი ერთი ნაწილი ქარიზმატული და ემოციებით აღსავსეა, ხოლო მეორე - ჩაკეტილი და მშვიდი. ზოგჯერ მზად ხართ თავგადასავლებისთვის და მსოფლიოს შესასწავლად მოგზაურობისთვის, მაგრამ ხშირად ბედნიერება სახლში ყოფნას და სიჩუმეს მოაქვს. თუმცა არის თქვენში რაღაც მუდმივი: არასდროს იძლევით პირობას, რომელსაც ვერ შეასრულებთ და ყოველთვის საქმეს საკუთარ თავს ბოლომდე უძღვნით. 

    მშვიდი ოკეანე არის სიმბოლო მანძილის, ცვლილებების და პერიოდულობის. მალე სპეციალურ მოგზაურობაში წახვალთ. იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქიკური გამოცდილება, მაგრამ შესაძლებლობა გექნებათ თქვენი ცოდნის ჰორიზონტი გაზარდოთ და შეუცნობელი ტერიტორიები პირადად შეისწავლოთ. თუ ამ შანსით ისარგებლებთ, თქვენი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვლება და ბევრ ჯილდოს მოგიტანთ. 



  2. სურათი №2 ბობოქარი მდინარე


    გაცოცხლებული მდინარე ნიშნავს გონიერებას, დაკვირვებას და ცნობისმოყვარე პიროვნებას, რომელსაც პასუხის მიღება სწადია. თქვენ გიყვართ რაღაც ახლის სწავლა და გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადამიანების გაცნობა გსიამოვნებთ, უფრო მეტად ბედნიერად თავს საკუთარ ფიქრებთან განმორტოებით გრძნობთ. გიყვართ თქვენ გარშემო სამყაროს შესწავლა და გრძნობთ კავშირს ბუნებასა და დედამიწასთან. ძალიან გიყვართ ცხოველები, მათ კი - თქვენ. 

    თქვენი მშვიდი და თბილი ენერგიის წყალობით, მეგობრები ყოველთვის მოგმართავენ, როცა თქვენი დახმარება სჭირდებათ. აფასებთ ურთიერთობებს და ძალიან სენტიმენტალური ხართ. თქვენს ქონებასა და სახლზე კარგად ზრუნავთ და ამ საქმეს საკუთარ თავს ბოლომდე უძღვნით. 

    ბობოქარი მდინარე არის მედიტაციის, განვითარების და მოძრაობის სიმბოლო. მალე თქვენი ჰორიზონტის ყველაზე მოულოდნელი გზით გაფართოების შესაძლებლობა გექნებათ. შესაძლოა, ეს იყოს მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა ან რაიმე შესაძლებლობა - ნებისმიერ შემთხვევაში ეს თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. არ გამოტოვოთ თქვენი შანსი!



  3. სურათი №3 - მყინვარები

    ყინულოვანი წყალი ნიშნავს მამაც, ენერგიულ და ზოგჯერ მისტიურ პიროვნებას. თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ სხვები, ფლობთ ძალას და ლიდერად დაბადებული ხართ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი სცენარია, თქვენ ამჩნევთ იმ მცირე დეტალებსაც, რომელთაც სხვები ვერ ხედავენ. ინსტიქტები კარგად გაქვთ განვითარებული, ერკვევით ადამიანებში. ხალხი თქვენს აზრს და ინტუიციას აფასებენ. 

    რადგან თქვენ სწავლა და ახლის გამოცდა გიყვართ, ნებისმიერი წვეულების, საღამოს და მოგზაურობის გული და სული ხართ. თქვენთან შეიძლება კარგად გართობა და სიცილი. აფასებთ ერთგულებას, პატიოსნებას და თანმიმდევრულობას. თუ პირობას იძლევით, ყოველთვის ასრულებთ. 

    ყინულოვანი წყალი არის სტაბილურობის, სიღრმის და თავგადასავლების სიმბოლო. მალე სასიამოვნო დავალებას მიიღებთ, რომელიც დამსახურებლად დაჯილდოვდება. შესაძლოა, ეჭვი გეპარებათ ამ დავალების აღება ღირს თუ არა, მაგრამ უმჯობესია საკუთარი ძალების ირწმუნოთ და თქვენ თავზე რაღაც ახალს გაიგებთ. 



  4. სურათი № 4 - მშვიდი ტბა

    მშვიდი ტბის არჩევა მშვიდ, პრაქტიკულ და მარტივი ხასიათის ბუნებას ნიშნავს. არ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ზედმეტად სეკულარული ადამიანი ხართ, მაგრამ სიამოვნებით ეცნობით ახალ ადამიანებს და აფართოვებთ საკომუნიკაციო წრეს. მშვიდად გრძნობთ თავს ბუნებაში და ცხოვრების ნებისმიერ ფორმას პატივს სცემთ. გულწრფელები და სითბოს მოყვარულები ხართ, ბედნირება მოგაქვთ მათთვის, ვინც გიყვართ.

    თქვენ გულუხვი და თანამგრძნობი ხართ. სიამოვნებით გასცემთ უკანასკნელ პერანგს, თუ ადამიანს სჭირდება. ადამიანები როგორც მორალური ასევე მატერიალური დახმარებისთვის პირველად თქვენთან მორბიან. თქვენთვის დამახასიათებელია მოკრძალება და შრომისმოყვარეობა. თქვენ დედამიწის მარილი ხართ. ზედმეტად კეთილი გული გაქვთ. 

    მშვიდი ტბა ენერგიის, პატიოსნების და სანდოობის სიმბოლოა. მალე ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს დაგავალებენ, რომელიც ძალიან ბევრ ჯადოსნურ ნაყოფს გამოიღებს. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ამ ამოცანისთვის შესაფერისი არ ხართ, მაგრამ იცოდეთ, ამ საქმეს თქვენზე უკეთ ვერავინ შეასრულებს. 



  5. სურათი № 5 - მშფოთვარე ჩანჩქერი 

    თუ ჩანჩქერი აირჩიეთ, მაშინ ძლიერი, ვნებიანი და სულიერი პიროვნება ხართ. სპეციალური მიზიდულობის და გადამდები ენერგიის მფლობელი ხართ. თქვენთან არასდროს მოიწყენენ, გიყვართ ბავშვური ხულიგნობა. გიყვართ თქვენი აზრების ან ახალი მიწების შესწავლა, ზედმეტად აქტიური ფანტაზია გაქვთ. ბუნებით კრეატიულები ხართ, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ რჩეულებმა იციან. 

    ყოველთვის საღად აზროვნებთ მიუხედავად იმისა, რომ გულით და გრძნობებით მოქმედებთ. ვნებიანები ხართ და გიყვართ სიცილი. მიუხედავად იმისა, რომ მიდრეკილი ხართ ყველაფრის დრამატიზირებისკენ, ვერ იტანთ დრამას ურთიერთობაში. გიყვართ სილამაზე და წესრიგი. 

    მშფოთვარე ჩანჩქერი მხიარულების, წვეულების და ენერგიის სიმბოლოა. მალე სასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რომლის გაგებაზეც ყოველთვის ოცნებობდით. შესაძლოა, ისე არ მოვიდეს, როგორც ელოდით, მაგრამ ეს თქვენი ცხოვრების მხიარულების დასაწყისი იქნება. 



  6. სურათი №6 - პატარა გუბე
    თქვენ მშვიდობისმოყვარე და მშვიდი ადამიანი ხართ, ხშირად ინტროვერტი. სიხარულს ცხოვრების პატარა დეტალებში პოულობთ. რაც სხვას შეიძლება უმნიშვნელოდ მოეჩვენოს (წითელი ვარდი, დიდებული მზის ჩასვლა) თქვენთვის ლამაზი და აღმაფრთოვანებელია. არ გიყვართ ხმაურიანი საუბრები და უხეში ქცვეა, ამიტომ დრამებისა და ქაოსისგან თავს შორს იჭერთ. აფასებთ მშვიდობას, კომფორტს და სიჩუმეს. 
    დელიკატური ხასიათი გაქვთ, რაც ადამიანებს თქვენში მოსწონთ. თქვენ ხართ თავად ჭეშმარიტება და გულწრფელობა. შეიძლება თქვენ ხმა ისე ხმამაღალი არაა, მაგრამ მომთმენი, ძლიერი და მგრძნობიარე ხართ. 
    პატარა გუბე სახლის, სიმშვიდის და ტრადიციების სიმბოლოა. ეს ნიშნავს რომ თქვენი სახლი ან ოჯახი მალე გაიზრდება. შესაძლოა, ვიღაც დაიბადება ან ვინმეს იშვილებენ (ოჯახის ახალი წევრი შეიძლება შინაური ცხოველიც იყოს), ან შეიძლება ქონება გააფართოვოთ. 

    გაუზიარეთ ეს საინტერესო ტესტი მეგობრებს, მათაც გაიგონთ საკუთარი თავის შესახებ!