მარტოხელა დედამ დამოუკიდებლად ააშენა სახლი ინტერნეტში ხელმისაწვდომი სასწავლო გაკვეთილების მიხედვით.

მარტოხელა დედამ დამოუკიდებლად ააშენა სახლი ინტერნეტში ხელმისაწვდომი სასწავლო გაკვეთილების მიხედვით.
როდესაც დედას ესაჭიროება საკუთარ ბავშვებზე ზრუნვა, მას ვერაფერი ვერ გააჩერებს. სწორედ ეს გადახდა თავს 4 ბავშვის დედას, კარა ბრუკინსს. მან დამოუკიდებლად ააშენა ოროთახიანი სახლი რაიმე სპეციალური განათლების გარეშე. ის ყველაფერს აკეთებდა Youtube-ზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილების დახმარებით.





ერთხელ, უქმე დღეების შემდეგ სახლში დაბრუნებისას, კარა ბრუკინსმა (Cara Brookins) და მისმა შვილებმა დაინახეს, რომ მათი სახლი პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო ტორნადოს მიერ. ამის შემდეგ ქალმა, რომელსაც გადატანილი ჰქონდა ორი წარუმატებელი შეუღლება და ჰყავდა ოთხი ბავშვი, მიხვდა, რომ საჭიროა რაღაცის შეცვლა ამ ცხოვრებაში. მან გადაწყვიტა ახალი სახლის აშენება საკუთარი ძალებით.





კარამ აიღო საბანკო კრედიტი მასალების საყიდლად. მშენებლობის დაწყების მომენტში მისი უფროსი ბავშვი 17 წლის იყო, ხოლო უმცროსი - მხოლოდ 2 წლის. მოზარდები კი 15 და 12 წლის ასაკში იყვნენ. იმის გასაგებად, თუ რითი დაეწყოთ და რა და როგორ გაეკეთებინათ, ქალი და ბავშვები ეცნობოდნენ სასწავლო ფილმებს Youtube-ზე.





კარა იხსენებს, რომ ის მთელი დღე მუშაობდა მშენებლობაზე, სკოლის შემდეგ კი მას ეხმარებოდნენ ბავშვები. ისინი შრომობდნენ ფარების შუქის ქვეშ. ხანდახან ქალს და უფროს ბავშვებს სიცივისგან თითები ეყინებოდათ როცა ბეტონს ურევდნენ, ანდა ექავებოდათ მთელი სხეული ფიბერკასის გამო, რომელსაც თბოიზოლაციისათვის იყენემდნენ.