არტ ტესტი: მას, რასაც ერთი შეხედვით დაინახავთ, ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენ შესახებ

არტ ტესტი: მას, რასაც ერთი შეხედვით დაინახავთ, ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენ შესახებ
ადამიანის ქვეცნობიერი - დიდი გამოცანაა და წარმოდგენაც არ გვაქვს, რას მალავს იგი. ჩვენი ტვინი ხშირად გვატყუებს. ორ ადამიანს შეუძლია უყუროს ერთ გამოსახულებას და დაინახოს სხვადასხვა რამ და საქმე ლოგიკაში ნამდვილად არაა. ორივე მართლები იქნებიან, რადგან ეს ფსოქოლოგიის ამბავია. როგორ არის ეს შესაძლებელი?



ჩვენ გიამბობთ, როგორ და რანაირად. შეხედეთ უფრო ღრმად!

სურათი-ილუზიები

არსებობს ასეთი ცნება - ორაზროვანი გამოსახულება. ეს არის სურათები, სადაც დამალულია ორი გამოსახულება და ამა თუ იმ ფაქტორიდან გამომდინარე, ადამიანები ყურადღებას აქცევენ სხვადასხვა ნახატს. ეს აიხსნება იმით, რომ ასეთი გამოსახულებების აღქმისას ადამიანებს უჩნდებათ განსხვავებული ასოციაციები, რომლებიც ერთნაირად შეეფერება სურათს.

აი, ჩვენც გთავაზობთ, შეხედოთ რამდენიმე მათგანს, რათა ოდნავ ახსნათ ქცეცნობიერის ფარდა და ცოტა მეტი გაიგოთ თქვენ შესახებ.

  1. როგორ ქალს ხედავთ?



    ადამიანების უმრავლესობა ერთი შეხედვით ამ სურათზე ხედავს მომხიბვლელ გოგონას, რომელიც ნახევრად შებრუნებულია. დანარჩენები კი აღიქვამენ დიდ ცხვირიან მოხუცს. ჯერ კიდევ ვერ დაინახეთ მეორე გამოსახულება? დააკვირდით, გოგონას ყური, მოხუცი ქალის თვალია.

    ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ნახატის რომელ ნაწილზე მოგიხვდათ მზერა პირველივე წამს. ეს ტესტი ნათლად მოწმობს, როგორ მოქმედებს მოცემულობა ჩვენ აღმაზე. თუ ჩვენ უკვე დავინახეთ ერთი გამოსახულება, მეორეზე გადართვა ძალიან გაგვიჭირდება.

    რა იქნება, თუ ამ მოცემულობას ცხოვრებაში გადავიტანთ? თუ პატარა ნახატის მოკლე შესწავლას შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ ვხედავთ საგანს, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ჩვენი გამოცდილების ძალაზე. ეს ტესტი გვიჩვენებს, რაოდენ ძლიერი გავლენა აქვს შეხედულებებსა და შინაგან პარადიგმებს ჩვენ ქცევებზე.



    თუ შეძელით სწრაფად გადაწყობა და მეორე გამოსახულების დანახვა, მაშინ თქვენ მეტად მოქნილი პიროვნება ხართ. შინაგანი პრინციპები მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუმცა ისინი ხელს არ გიშლით ცხოვრების საღად აღქმაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

    თუკი ვერ დაინახეთ მეორე გამოსახულება ან გაგიძნელდათ, მაშინ თქვენ ძალიან ნელა ადაპტირდებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. ხშირად შეიძლება იყოთ ძალიან ჯიუტი და წინდაუხედავი.

  2. იხვი თუ კურდღელი?



    ამ გამოსახულებას ხშირად იყენებენ ტესტის სახით სამსახურში მიღებისას. ეს გვეხმარება ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაში. მარტივად შეძელით ორივე გამოსახულების დანახვა?

    თუ კი, მაშინ თქვენ კრეატული ადამიანი ხართ. თავში უამრავი იდეა გაქვთ. თქვენი ქვეცნობიერი მრავალ შემოქმედებით პოტენციალს მალავს. რაც უფრო ძნელად ერთვება ადამიანი მეორე გამოსახულებზე, მით უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი შემოქმედებისკენ.

  3. მუსიკოსები თუ მოხუცები?



    ეს გახლავთ მექსიკელი მხატვრის ოქტავიო ოკამპოს ნამუშევარი. იგი არის ავტორი ფარული მნიშვნელობის მქონე უჩვეულო ნახატების. თუკი კარგად დააკვირდებით, ყოველ მის ნახატში კიდევ სხვა რამის დანახვასაც შეძლებთ.

    მოხუცი ქალი და კაცი უყურებენ ერთმანეთს, მათი წარბები მექსიკელი მუსიკოსების ქუდებია. თვალები კი - სახეები. ხედავთ? ეს მეტყველებს თქვენ მიერ სამყაროს აღქმაზე. თუ პირველად მუსიკოსები დაინახეთ - ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი ხართ. ხოლო თუ მოხუცები - თქვენი გული სავსეა სევდით და სამყაროს მუქ ფერებში ხედავთ.

  4. კოვბოი თუ მოხუცი?



    რომელი დაინახეთ პირველი? ახალგაზრდა კოვბოი, თუ დიდ ცხვირიანი მოხუცი? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს განსაზღვრავს ადამიანის აზროვნების ფორმას. პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობის მქონე ადამიანები ხედავენ ახალგაზრდა გამოსახულებას.

  5. თავის ქალა თუ ახალგაზრდა წყვილი?



    ეს კიდევ ერთი მშვენიერი სურათი-ილუზიაა. ადამიანების უმრავლესობა ხედავს ერთმანეთთან მოსაუბრე ახალგაზრდა წყვილს, მაგრამ თუკი დააკვირდებით და ყურადღებას მიაპყრობთ კედელს, დაინახავთ თავის ქალას.

    ეს და ზემოთ მოყვანილი ტესტები მოწმობს თქვენი გონების მოქნილობაზე. თუ შეძელით სწრაფად გადართვა ერთი გამოსახულებიდან მეორეზე, მაშინ თქვენ მახვილი და დაკვირვებული გონება გაქვთ. თუ თავიდან დაინახეთ თავის ქალა, თქვენი ქვეცნობიერი რაღაც შავ-ბნელ ფიქრებს მალავს.


ხანდახან მეტად სასარგებლოა საკუთარ ქვეცნობიერში ჩახედვა და იმის გაგება, თუ რას მალავს იგი. ეს სურათები კი დაგეხმარებათ ამაში.