გაგაცნობთ, როგორ გათავისუფლდეთ სახლის პირობებში ჯადოს გრძნეული ზემოქმედებისგან
როდესაც ცუდი მოვლენები არ განებებენ თავს, ხოლო ოჯახის წევრები თავს ყოველდღიურად უარესად გრძნობენ, უნებლიეთ იწყებთ ფიქრს: ჯადო ხომ არ მაქვს გაკეთებული? მართლაც, გათვალვისა და ჯადოს ძირითადი ნიშნებია: ჯანმრთელობის პრობლემები, საკუთარი თავით უკმაყოფილება, ეკლესიაში სირულის სურვილის არქონა, გამუდმებული გაღიზიანება, ნევროზი, შიში.
არც ისე იშვიათად არაკეთილმოსურნენი აკეთებენ ჯადოს არა მარტო კონკრეტულ ადამიანზე, არამედ მთელ მის სახლზე. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ მაგიური ზემოქმედების რამდენიმე ნიშანი: გამუდმებული კამათი და სკანდალები ოჯახში, შინაური ცხოველები აფორიაქებულები არიან, სახლის კედლებზე ისახება უსიამოვნო ნახატები და ლაქები, ნაკურთხი წყალი სწრაფად კარგავს თავის სამკურნალო ძალას, გაისმის ამოუცნობი, უცხო ხმები.
როგორ მოვიხსნათ ჯადო
არსებობს საკუთარი თავისა და ოჯახის ჯადოსგან დასაცავი სამი საშუალება, რომელსაც გირჩევთ ჩვენი რედაქცია.
დაე, უარყოფითმა ენერგიებმა გვერდი აგიარონ თქვენ და თქვენ ახლობლებს.

- მეთოდი № 1
ეს მეთოდი დაგეხმარებათ მოიხსნათ ჯადო, რომელიც პირადად თქვენზეა გაკეთებული. რიტუალის შესასრულებლად დაგჭირდებათ თქვენი სურათი, ქაღალდის ფურცელი, მაკრატელი, წებო და ცვილის სანთელი.
საშუალო ზომის სუფთა ფურცელზე უნდა დააწებოთ ფოტო. ატარეთ იგი გულის ჯიბით 3 დღის განმავლობაში ისე, რომ სახე იყოს გარეთ მიბრუნებული.
ამის შემდეგ, მოახიეთ ფურცელი ფოტოს და სანთლის საშუალებით დაწვით. ფერფლი ჩარეცხეთ უნიტაზში. ფოტო კი მოათავსეთ კონვერტში და საგულდაგულოდ შეინახეთ. რიტუალის ჩატარების შემდეგ სანთელი ბოლომდე უნდა ჩაიწვას. - მეთოდი № 2
ეს რიტუალი დაგეხმარებათ ჯადო მოუხსნათ ახლობელ ადამიანს. მის შესასრულებლად საჭიროა ერთი მუჭა მარილი და ტილოს სუფთა ტომარა.
აუცილებელია აიღოთ ცოტაოდენი მარილი, მიიტანოთ ტუჩებთან და წარმოთქვათ შემდეგი სიტყვები: "ვიხსნი მონა ღვთისას (სახელი) ჯადოქარი კაცისა და ქალისგან, შავისა და წითურისგან, თეთრისა და ქერასგან, ხუჭუჭა გოგონასა და თავშიშველი ქალისგან და, როგორც ვერავინ შეძლებს თავის იდაყვზე კბენას, ისე ვერ დაახსახიჩრებენ და მოსპობენ მონას ღვთისას (სახელი).
დაე, იყოს ჩემი სიტყვები მტკიცე, დაე, იყოს ტუჩები კბილების კლიტე, ხოლო ენა მისი გასაღები. და მოვისვრი გასაღებს ზღვაში, და დარჩება კლიტე პირში. მოვისვრი გასაღებს ლურჯ ზღვაში, მოვიდეს ქარიყლაპია, დაიჭიროს გასაღები, დაეშვას ზღვის სიღრმეში და გასაღებიც წაიყოლოს. ამინ"
შელოცვილი მარილი უნდა შეინახოთ სახლში, სადაც ცხოვრობს ეს ადამიანი. ის მოხსნის ყველა ნეგატიურ ზემოქმედებას და დაიცავს მას შემდგომში.
- მეთოდი № 3
ამ რიტუალის შესასრულებლად დაგჭირდებათ კაქტუსიანი ქოთანი, უმი კვერცხი და ფლომასტერი. კვერცხს დააწერეთ თქვენი სახელი და მოათავსეთ იგი ქოთანში კაქტუსთან. 9 დღის განმავლობაში უნდა იდგეს ქოთანი იმ ოთახში, სადაც გძინავთ. ამ პერიოდში კვერცხი შეიწოვს ყველანაირ ნეგატიურ ენერგიას.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, კვერცხი უნდა გატეხოთ და გული გააყოლოთ კანალიზაციას. თან უნდა წარმოთქვათ: "კვერცხს ვასხამ და ჩემგან ჭუჭყს ვირეცხავ." რიტუალის შემდეგ უნდა მორწყათ და მადლობა გადაუხადოთ კაქტუსს.
დაე, უარყოფითმა ენერგიებმა გვერდი აგიარონ თქვენ და თქვენ ახლობლებს.