შავი კვლიავი ჩემი მხსნელია. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის პოტენციას და ხელს უშლის სიმსივნის წარმოშობას
შავ კვლიავს ადამიანი უკვე რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე იყენებს. მისი თესლი აღმოაჩინეს ტუტანხამონის აკლდამაშიც. მის სასარგებლო თვისებებზე საუბრობდნენ ავიცენა, გალენი და ჰიპოკრატე. წინასწარმეტყველი მუჰამედი კი შავ კვლიავს უამრავ ჰადისში მოიხსენიებს და მაგალითად მოყავს FPAPARAZZI-რედაქციის მიერ შეგროვებული ზუსტი რეცეპტები და მისი მიღების წესები კონტრეტული დაავადების დროს.
ამ მცენარეს უამრავი სახელი აქვს: შავი შირბახტი, შავი სეზამი, კალინჯი, სოინჯი (ლათ. Nigella sativa).
შავი კვლიავი ხშირად ერევათ ძირაში (ლათ. Cuminum cyminum) და ჩვეულებრივ კვლიავში (ლათ. Carum carvi). ესენი სრულიად განსხვავებული მცენარეებია და ამასთან სხვადასხვა ოჯახებსაც მიეკუთვნებიან.
შავი კვლიავის თესლები შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, მაგრამ აუცილებელი და შეუცვლელია უჯრედების მემბრანების სტაბილურობის შენარჩუნებისა და თავიანთი ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებისთვის. ეს მჟავები ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავი კვლიავი დადებითად მოქმედებს თიმუსის ჯირკვლის ფუნქციონირებაზე და აძლიერებს იმუნიტეტს, შესაბამისად სასარგებლოა ყველანაირი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველაზე მეტად ეფექტურია შემდეგი დაავადებების დროს:
შავი კვლიავით მკურნალობა
რეკომენდაციები შავი კვლიავის ზეთის გამოყენებისას
სოინჯის ზეთის შემადგენლობაში შედის ასზე მეტი კომპონენტი, რომელთა ნახევარი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორია. ზეთი იწარმოება ორი სახის თესლისგან: ეთიოპიური და საუდის არაბეთის. ორივე ჯიში ერთნაირად სასარგებლოა. უკეთესია თუ შეიძენთ ცივ დაპრესილს.
ზოგი მწარმოებელი სუფთა სოინჯის ზეთს ურევს იაფფასიან ანალოგებს (მზწესუმზირის, ბამბის) და ყიდის ნატურალურის ფასში. ამიტომ აღნიშნული ზეთი უნდა იყიდოთ მხოლოდ სანდო მწარმოებლისგან. ყურადღება მიაქციეთ შეფუთვის ხარისხსაც.

- კიბო
კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება დაფუძნებულია მის ანტიოქსიდანტურ, იმუნომოდულატორულ, დეტოქსიკაციურ თვისებებზე. დამტკიცებულია, რომ შავი კვლიავი თესლები, მუდმივად მიღების შემთხვევაში, აფერხებს ღვიძლის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.
ნივთიერება თიმოქინონი, რომელიც მიიღება მცენარისგან, არა მარტო აფერხებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, არამედ ხელს უწყობს პროცესის უკუსვლასაც. ძირითადად კვლევები ჩატარდა პანკრეასის სიმსივნეზე. ის კი ყველაზე რთულად განკურნებადი ფორმა არის ამ დაავადების. - უშვილობა
სოინჯის ზეთის შემადგენლობაში შედის ჰორმონები, რომელიც ამაღლებს პოტენციას და შეუძლია უშვილობის განკურნება. იგი აწესრიგებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და დადებითად მოქმედებს სპერმატოგენეზის პროცესზე. შავი კვლიავის ზეთის რეგულარული მიღება ხელს უწყობს უშვილობის განკურნებას ქალებში და კაცებში. - მაღალი არტერიული წნევა
სოინჯის ზეთის დახმარებით შეგიძლიათ დაიწიოთ წნევა და ქოლესტერინის დონე. იგი აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას და მთლიანობაში დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები
შავი კვლიავის ზეთი ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს კუჭის პერისტალტიკას, საჭმლის მონელებას, მოგაშორებთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ბოყინი, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა...
ზეთი აფერხებს ანთებით პროცესებს და კუჭის წყლულების ჩამოყალიბებას. გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის, ენტერიტისა და კოლიტის სამკურნალოდ. იგი კარგი საშუალებაა დისბაქტერიოზის დროს, რაც დღევანდელ დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს. - ეპილეფსია
2007 წელს, კვლევების დროს, აღმოჩნდა, რომ შავი კვლიავის წყალხსნარი მნიშვნელოვნად ამცირებს შეტევების სიხშირეს. - 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
2 გრ შავი კვლიავის თესლის მიღება დილით უზმოზე მნიშვნელოვნად დაგიწევთ გლუკოზის დონეს სისხლში. - ფსორიაზი
ცოტაოდენი ზეთით უნდა დაიზილოთ დაზიანებული უბნები ყოველდღიურად. ამასთან შეგიძლიათ სხვა ზეთებიც შეურიოთ (მაგ. შირბახტის და კაკლის).