რატომ არ უნდა შეიყვაროთ თხის რქა! - 10 მიზეზი
არ შეიყვაროთ თხის რქა, რადგან მას წაგება არ უყვარს, მათ შორის ურთიერთობაში. ასე რომ ის თქვენთვის ბრძოლას არასდროს შეწყვეტს:
- თუ თხის რქა შეგიყვარდათ, ეს იქნება რაღაც დაუგეგმავი, მისი ცხოვრების უმეტესი საქმისგან განსხვავებული. ის ორგანიზებული და პუნქტუალური არის და ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვს.
- მასში დამალულია უპრეცედენტო ენერგია და გაოცდებით, თუ საიდან აქვს ეს ძალა. თუმცა მისთვის ეს ერთადერთი არჩევანია - იყოს ძლიერი და წარმატებული.
- არ შეიყვაროთ თხის რქა, რადგან მას წაგება არ მოსწონს, მათ შორის ურთიერთობებში. ასე რომ ის არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას თქვენთვის. ის შეეცდება პრობლემების მოგვარებას, საკუთარ თავს მთლიანად ურთიერთობას მიუძღვნის.
- მას წარსულში ბევრჯერ მიაყენეს ზიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ სწამს სიყვარულის. მან იცის, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება ვინმეს მიმართ გაგიჩნდეს.
- მას ხშირად უყვარდება, მაგრამ, როგორც კი ეს მოხდება, ჩათვალეთ თქვენი მარტოსული ცხოვრება დასრულდა. ის პარტნიორს გულმოდგინედ ირჩევს. და თუ აგირჩიათ - ძალიან გაგიმართლათ.
- არ შეიყვაროთ თხის რქა, რადგან ის თქვენს სიყვარულისადმი წარმოდგენას შეცვლის და ახალ სტანდარტს წარმოგიდგენთ. მისი სიყვარული - კურნავს. წარსული აღარ შეგაწუხებთ, რადგნ მასთან გაიგებთ, რომ ერთადერთი რაც მნიშნველოვანია - აწმყოა.
- არ შეიყვაროთ თხის რქა, რადგან მისი გაგება რთულია. თავდაპირველად შეიძლება თავიდან მოგიშოროთ, მაგრამ სწორედ მაშინ მას ყველაზე მეტად სჭირდებით. გამოყავით დრო, რომ მის შესახებ ყველაფერი დეტალურად გაიგოთ - რას მალავს, როგორ დაელაპარაკოთ, როდის უმჯობესია გაჩუმდეთ ან ხელი გაუმართოთ.
- არ შეიყვაროთ თხის რქა, რადგან ის ეჭვიანია. თუმცა ეს უფრო შესაძლო უიღბლობისგან დაზღვევაა.
- არ შეიყვაროთ თხის რქა, თუ მზად არ ხართ სიყვარულისთვის, რომელიც საუკუნე გაგრძელდება.
- არ შეიყვაროთ თხის რქა, რადგან ის არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს. მისი იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. თქვენ ისწავლით ენდოთ მას უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს.