ნადვილი დედოფლების საკადრისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო პროდუქტი

ნადვილი დედოფლების საკადრისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო პროდუქტი
ქლიავი ერთ-ერთი პირველი ნაყოფთაგანია, რომლის გამოშრობაც ისწავლა ადამიანმა. თუმცა, ისწავლა ხმამაღალი ნათქვამია, ძვ.წ. VI საუკუნე ხომ შემთხვევითი აღმჩენებისა და წმინდა პრაქტიკის ეპოქაა.

ეს დაახლოებით ასე მოხდა: სადღაც კასპიის ზღვის სანაპიროზე და კავკასიის მთების ძირში აიღეს მწიფე ხილის მოსავალი, რომლიც დარჩათ მზის ქვეშ. ქლიავი სწრაფად მოჭკნა და გადაიქცა სასწაული თვისებების მქონე პროდუქტად, რაც რა თქმა უნდა მაშინვე დააფასეს. ამის შემდეგ ხილს უკვე მიზანმიმართულად აშრობდნენ.



ხარისხიანი შავქლიავი ისევე, როგორც მულტივიტამინების აბი, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო ელემენტების სრულ კომპლექსს (В ჯგუფის, А, Е, С, РР ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, იოდს, ცელულოზას, პექტინს, გლუკოზასა და ორგანულ მჟავებს). ჩაინიშნეთ: შავქლიავი რეკორდსმენია სიცილიუმის შემცველობით, რომელიც ზრდის ფრჩხილებსა და თმას.



ქლიავის ჩირის სასარგებლო თვისებები

  1. განწყობისთვის

    ცნობილი მიზეზების გამო ქალებს უფრო ჩვევიათ ხასიათის ცვალებადობა, ვიდრე კაცებს. შავქლიავის შემადგენლობა გვეხმარება ემოციური არასტაბილურობის ნორმალიზებაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაწონასწორებაში, აპათიასთან, უძილობასთან, შფოთვებთან ბრძოლაში. ეძიეთ ჰარმონია საკუთარ თავთან, შეიტანეთ რაციონში შავქლიავი.



  2. გულისთვის

    კალიუმი - ძირითადი ელემენტია ჯანმრთელი გულისა და სისხლძარღვების შენარჩუნებისთვის. 100გრ შავქლიავი შეავსებს კალიუმის ერთი დღის ნორმის 65%-ს. მიიღეთ შავი ქლიავი, თუ გსურთ წნევის დარეგულირება.



  3. საჭმლის მონელებისა და გახდომისთვის

    სორბიტოლისა და ფენოლის კომპლექსის წყალობით შავქლიავს გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. ხოლო პექტინისა და საკვები ბოჭკოების დახმარებით ჩირი აწესრიგებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამით კი აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას. შენიშვნა: თუ გსურთ წონის დაკლება, მიირთვით შავქლიავი დღის პირველ ნახევარში.

    ასევე ამ ჩირის რეგულარული მიღებით თქვენ თავიდან აირიდებთ ქსოვილების შეშუპებას. პროდუქტი გვეხმარება ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში



  4. სილამაზისთვის

    შავქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანდებით, რომლებიც სიცილიუმთან, აბიოტინთან ერთად დგანან სილამაზისა და ახალგაზრდულობის სადარაჯოზე. შავქლიავის მოყვარულ ქალბატონებს აქვთ სუფთა და გლუვი კანი, ხოლო თმა - მსუბუქი და მბზინვარე.



  5. იმუნიტეტისთვის

    იმავე ანტიოქსიდანტების წყალობით შავქლიავს აქვს გამოხატული კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. პროფილაქტიკისთვის დღეში 5 ცალი ჩირი საკმარისი იქნება. შავქლიავი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას პირის ღრუში, სასარგებლოა ანემიისა და ავიტამინოზის დროს.




ამგვარად, ვდგებით და თავდაჯერებულად შეგვაქვს შავქლიავი ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიაში. თუმცა, იგი ყველასთვის არაა განკუთვნილი. უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აწუხებს ქვები თირკმელებში, დიაბეტი და მეძუძური დედებისთვის, იგი გამოიწვევს ბავშვის შებერილობას.