ექიმი ამბობს, რომ შეიძლება იბუპროფენის ჩანაცვლება! საწყენია, რომ ასეთ წამლებს არავინ უკეთებს რეკლამას.

ექიმი ამბობს, რომ შეიძლება იბუპროფენის ჩანაცვლება! საწყენია, რომ ასეთ წამლებს არავინ უკეთებს რეკლამას.
ცხადია, რომ იბუპროფენის ერთჯერადი მიღებით ღვიძლი არ მოგწყდებათ, მაგრამ ამ სამკურნალო ნივთიერების სისტემატიური, რეგულარული და არც თუ საფუძვლიანი მოხმარება ნელა, მაგრამ უეჭველად, დააზიანებს თქვენი ორგანიზმის მთავარ ფილტრს.



მოდით გავეცნოთ 7 ალტერნატიულ და ბუნებრივ საშუალებას, რომელიც ისევე ეფექტურად მოგიხსნით ტკივილს და აგაცილებთ სიცხეს, როგორც სააფთიაქო ანთებისსაწინააღმდეგო წამალი!

ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები:

1. კურკუმა

ამ მცენარის შემადგენლობაში ჭარბად არსებული კურკუმინი ახდენს მნიშვნელოვან ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, ფლობს ტკივილგამაყუჩებელ, ანტიოქსიდანტულ და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებებს. ეს ინდური სანელებელი ამყარებს სახსრების ჯანმრთელობას და ეწინააღმდეგება ძვლოვანი მასის კარგვას. მთავარი კი ისაა, რომ კურკუმას ყიდვა შეიძლება უახლოეს მაღაზიაში ჩალის ფასად.

სხვათაშორის, ორგანული კურკუმის შეძენა შეიძლება კაფსულების სახით. ასეთი პრეპარატი ფლობს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტულ თვისებებს, შხამებისგან ასუფთავებს ღვიძლს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ხომ არის აღმოჩენა!


2. ძირტკბილა

ძირტკბილას ფესვის სამკურნალო შესაძლებლობები ძალზედ ფართოა და გაფაციცებულ ყურადღებას მოითხოვს. ამ მცენარეში შემავალი გლიცირიზინი ახორციელებს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტივირუსულ მოქმედებას, ფლობს მიკრობსაწინააღმდეგო და ანტიპარაზიტულ თვისებებს.

ეს ტკბილი მცენარე შეიძლება ნახოთ აფთიაქში პასტილას (თათარას), სიროფის, კრემის სახით. შეიძლება, რათქმაუნდა, ძირტკბილას ფესვების შეგროვება და დამოუკიდებლად მომზადება.

ყურადღება! ძირტკბილა არ არის რეკომენდირებული II ტიპის დიაბეტის, სისხლში კალიუმის დაბალი დონის, ჰეპატიტის, ჰიპერტონიის მქონე პირებისათვის, აგრეთვე ფეხმძიმობის დროს.


3. კაიენის პილპილი

ერთ-ერთი ყველაზე ცხარე სანელებელი, კაიენის პილპილი ასევე ფლობს მნიშვნელოვან ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს, წმინდავს სისხლს და ამყარებს იმუნურ სისტემას. კაიენის პილპილი აღადგენს ღვიძლის უჯრედებს, აუმჯობესებს მის მუშაობას, აქრობს ტკივილის შეგრძნებებს არტრიტის გამწვავების დროს და წარმოადგენს მძლავრ მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებას.

კაიენის პილპილი ძალიან ეფექტიურია კუნთოვანი სპაზმებისა და ალერგიის დროს. ის ორგანიზმს აძლევს ენერგიას, ამაღლებს სულისკვეთებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. საყვარელ კერძებს დაამატეთ ცოტა ინდური სანელებელი, პილპილი მიიღეთ ნაყენის სახით ან აფთიაქში შეიძინეთ მზა სამკურნალო საშუალება.

ყურადღება! არავითარ შემთხვევაში არ ჩაისუნთქოთ დაფხვნილი პილპილი და ერიდეთ კონტაქტს ლორწოვან გარსთან.


4. არნტიკა

იბუპროფენის კიდევ ერთი მშვენიერი ბუნებრივი ანალოგი! მთიანი არნტიკის ყვავილები შეიცავენ ლიუთენს, რომელიც წარმოადგენს თვალის ბადურის დაავადებების საუკეთესო საშუალებას. ბალახი კი შეიცავს ვაშლისმჟავას, რძემჟავასა და ჭიანჭველმჟავას, აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებსა და ვიტამინებს.

არნტიკა ფლობს სამკურნალო თვისებებს, რაც საშუალებას იძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება. არნტიკას საფუძველზე ამზადებენ სხვადასხვა პრეპარატებს: ზეთი, სპირტის ნაყენი, ექსტრაქტები.


5. ვალერიანი (კატაბალახა)

უხსოვარი დროიდან ვალერიანი ცნობილია, როგორც ძალის მომცემი მცენარე. ბალახი ახორციელებს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და სედატიურ მოქმედებას. ეს საუკეთესო ანტიდეპრესანტი და უძილობის საწინააღმდეგო საშუალებაა. ვალერიანის ფესვები შეიცავენ პოლისახარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ალკალოიდებს, გლიკოზიდებს.


6. ჯანჯაფილი

ყველგან და ყველამ იცის ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებების შესახებ! ფესვის შემადგენლობაში არის მრავალი სასარგებლო ნივთიერება: კალციუმი, ალუმინი, ქრომი, რკინა, მაგნიუმი, ნიკოტინმჟავა, ფოსფორი, კრემნიუმი (კაჟბადი), კალიუმი, C ვიტამინი. ჯანჯაფილის ფესვი უბრალოდ შეუჩვლელია გაცივებისა და გრიპის დროს.

ის ხსნის ყელის ტკივილს, ამცირებს ტემპერატურას და ჩუქნის სასიცოცხლო ენერგიას. სასიამოვნო გემოსა და მავნე დანამატების არარსებობის ხარჯზე ჯანჯაფილის ფესვით მკურნალობა იქნება არა მარტო ეფექტური, არამედ ძალიან სასიამოვნო!


7. თეთრი ტირიფის ქერქი

თეთრი ტირიფი, ანუ რუსული ბზა ფლობს ჭეშმარიტ სამკურნალო თვისებებს. გაზაფხულზე მოკრეფილი ნედლეულისგან ამზადებენ სამკურნალო ნახარშებსა და ნაყენებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ორგანიზმზე. მცენარე ფლობს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს და ეფექტურად ადაბლებს ტემპერატურას.

უფრო მეტიც, ტირიფის ქერქი ახდენს დეზინფექციას, იძლევა ჰიპოტენზიურ ეფექტს და ებრძვის სისხლჩაქცევებს. ქერქი ეხმარება ნაწლავების პარაზიტების მოშორებაში, ასევე შარდის მჟავის გამოდენაში, რაც ძალიან მარგებელია არტრიტისა და ნიკრისის დროს. ქერქს იყენებენ როგორც ორგანიზმის ზედაპირზე, ისე მის შიგნით.


ახლა თქვენც იცით იბუპროფენის ჩანაცვლების საშუალებები. უქეიფობის, თავის ან კუნთოვანი ტკივილის გაჩენისას სამკურნალო საშუალების უაზროდ გამოყენებას არჩიეთ ნატურალური ალტერნატივა, რომელიც არ შეუქმნის თქვენ ჯანმრთელობას რისკს, თანაც ხელმისაწვდომია თითოეულ სურსათის მაღაზიაში ან აფთიაქში.

მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბუნებრივი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი უქეიფობისა და სერიოზული სიმპტომების არარსებობისას. სხვა შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისათვის.

შეინახეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია და ჯანმრთელად იყავით!