კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ნივრის ქერქი მოგიგვარებთ
ხალხური მედიცინის თითქმის ყველა კრებულში უხვად არის ნივრისგან დამზადებული წამლების რეცეპტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება, რომ ნიორზე არანაკლებ სასარგებლოა მისი ნაფცქვენი, ზოგი რამით კი აღემატება კიდეც ნიორს, კერძოდ, შეიცავს გაცილებით მეტ პექტინს, რომელსაც ორგანიზმიდან მძიმე ლითონთა მარილების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის ნარჩენების გამოძლევა შეუძლია.
ნივრის ქერქს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
დაფხვნილი ნაფცქვენი სასარგებლოა, თუ მარილივით მოაყრით სხვადასხვა კერძს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიც არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მძიმე ლითონთა მარილებით ინტოქსიკაცია. ასევე კარგია გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, გაზაფხულზე დასუსტებული იმუნიტეტის მოსაძლიერებლად და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივრის ქერქის დადებითი ეფექტი დიარეისა და კვებითი მოწამვლის დროს. საკმარისია, მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზის ოდენობით და პრობლემაც ორიოდე დღეში გაივლის.
ნივრის ქერქის დამზადება ადვილია:
მოაცილეთ ნიორს ჭუჭყიანი გარეთა ფენა, მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ, გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.
გახსოვდეთ: დიდი ოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს. მიღება უნდა დაიწყოთ ფრთხილად, თანდათანობით, მაქსიმუმი დღეში 1 ჩაის კოვზია.