როგორ გიჭირავთ ტელეფონი? პასუხზე დამოკიდებულია ბევრი...

როგორ გიჭირავთ ტელეფონი? პასუხზე დამოკიდებულია ბევრი...
მოდით გავიაროთ ტესტი პიროვნების ხასიათზე!



ტესტი ხასიათის გამოვლენაზე

არის ტელეფონის დაჭერის ოთხი ძირითადი ხერხი, და, როგორც გაირკვა, თითოეული მათგანი არეკლავს ადამიანის პიროვნების განსაზღვრულ ტიპს. გაარკვიეთ, თუ რომელ ტიპს განეკუთვნებით!



1. ტელეფონი გიჭირავთ ერთ ხელში და ტექსტი შეგაქვთ დიდი თითით

ტელეფონი რომ გიჭირავთ ერთი ხელით, ეს მეტყველებს თქვენს მრავალმიზნობრიობაზე.
დისციპლინა - თქვენი მეორე სახელია. თქვენ მშვენივრად ართმევთ თავს დასახულ ამოცანებს. თქვენ ხართ მომართული, ორგანიზებული, ყოველთვის გესმით ის, თუ რა არის კარგი და რა ცუდი.

თქვენ გულღია ადამიანი ხართ, გიყვართ იყოთ ყურადღების ცენტრში. და კიდევ ძალიან გიყვართ საუბარი და საკუთარ თავზე ლაპარაკი. მაგრამ სხვა ადამიანის მოსმენა - თქვენთვის არ არის იოლი ამოცანა. ადამიანები ხშირად ნაწყენი არიან თქვენზე, თუ ამას სპეციალურად არ აკეთებთ.

თქვენ აფასებთ ნამდვილ სიყვარულს და შეგიძლიათ გაარჩიოთ ის თვალთმაქცობისგან. ტქვენს მეორე ნახევარს ძალიან გაუმართლა იმიტომ, რომ მისთვის თქვენ ყველაფრისთვის და უფრო მეტისთვის ხართ მზად.


2. ტელეფონი გიჭირავთ ორივე ხელით და ტექსტი შეგაქვთ დიდი თითით

ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ხართ. არასდროს არ სთხოვთ არავის ამას, თუმცა გწადიათ ყურადღება, ზრუნვა და დაცვა. თქვენი გრძნობები ცხრაკლიტულს მიღმაა.

გარდა ამისა თქვენ არ ავლენთ გრძნობებს თქვენი მეორე ნახევრის მიმართ, ამიტომ ის შეიძლება გრძნობდეს სიყვარულისა და ზრუნვის ნაკლებობას. შეეცადეთ იყოთ რბილი და უფრო ღია თქვენს ახლობლებთან, ისინი თქვენ ნამდვილად გაგიგებენ.


3. ტელეფონი გიჭირავთ ორივე ხელით, ხოლო ტექსტის ასაკრებად იყენებთ ორ დიდ თითს

თქვენ ძალიან განმცდელი და დაუცველი ადამიანი ხართ, ხშირად განიცდით შიშს და განგაშს. გეშინიათ გააკეთოთ რაიმე არა ისე, თქვათ რამე არა ისე. გიყვართ ყველაფრის კარგად, იდეალურადაც კი, გაკეთება, მაგრამ ძალიან ხშირად განიცდით, რომ რაღაცა გამოგჩათ.

გმართებთ იყოთ ნაკლებ მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ და ცოტა წაიმუშავოთ საკუთარ თვითშეფასებაზე. მუშაობისადმი თქვენი თავგამოდებით თქვენ ძალიან ბევრის გაკეთება შეგიძლიათ, ამიტომ დაურწმუნებლობას არ მისცეთ საქმის დაღუპვის საშუალება!

თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ. თუ მასთან ერთად თავს დამაჯერებლად იგრძნობთ, მაშინ ეს სწორედ ის ადამიანია! თქვენ ის გეყვარებათ მთელი გულით, ტქვენ ხომ არ შეგიძლიათ რაიმეს სანახევროდ გაკეთება.


4. ტელეფონი გიჭირავთ ერთი ხელით, ხოლო ტექსტს კრებთ მეორე ხელის სალოკი თითით

თქვენ წყნარი და მშვიდი ადამიანი ხართ, თქვენი მოქმედებები ყოველთვის კარგად არის მოფიქრებული. თქვენთვის დამახასიათებელია ალტრუიზმი, სხვათა კეთილდღეობისათვის მზად ხართ დათმოთ საკუთარი ინტერესები.

თქვენ გირჩევნიათ სიჩუმე, საოჯახო მყუდროება და მეგობართა ვიწრო წრეში დროს ტარება. არ გიყვართ ბრბო და ხმაურიანი თავყრილობები. ურთიერთობებშიც ასეთი ხართ - მშვიდი ნავსადგური. ცხუბი, სცენები, ცრემლები და კარის გაჯახუნება - ეს ყველაფერი თქვენში არ არის. თქვენ შეგიძლიათ გულწრფელი სიყვარული და თქვენთვი საყვარელი ადამიანებისათვის ბევრი რამის პატიება.


ამ ტესტის წყალობით შეიძლება არა მარტო საკუთარი ხასიათის, არამედ მეგობრების და თუნდაც უცნობი პირების ტიპის განსაზღვრა. საჭიროა მხოლოდ ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ უჭირავთ ხელში საკუთარი ტელეფონი. ხომ ხედავთ, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ყრთიერთკავშირშია და ყველაფერს აქვს რაღაც იდუმალი აზრი.


თუ მოგეწონათ ეს თავშესაქცევი ტესტი, გაუზიარეთ მეგობრებს!