ფრთხილად: 5 ყველაზე ანჩხლი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ან შორს დაიჭირეთ თავი, ანდა სრულად დანებდით!

ფრთხილად: 5 ყველაზე ანჩხლი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ან შორს დაიჭირეთ თავი, ანდა სრულად დანებდით!
საქმე გვაქვს მშვენიერი სქესის ერთობ თვითდაჯერებულ და დაუნდობელ წარმომადგენლებთან. მრავალი გოგო ამისკენ მიისწრაფის. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით მამაკაცებს ასეთი ქალები ურჩევნიათ, თუმცა მათაც ეჯავრებათ ასეთი ქალები.



ანჩხლ ქალთან საქმის დაჭერა იგივეა, რაც ითამაშო რუსული რულეტი: თქვენ ან ყველაფერს იღებთ, ან იღუპავ საკუთარ ცხოვრებას. მაგრამ როგორ გამოვავლინოთ ასეთი ქალი?

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ საქმე დაბადების თარიღებშია. ზოდიაქოს ნიშნებს შორის არის 5 ნამდვილად "უნამუსოების" ნიშანი.

მოდით უფრო დეტალურად გავერკვეთ! თავსაც შეიქცევთ!



ანჩხლი ქალის თვისებები

1. ლომები

ასტროლოგებმა ეს დედოფლები მიაკუთვნეს გამოუსწორებელთა რიცხვს. მათ ყოველთვის სურთ იყვნენ გამოჩენილები და აუცილებლად უნდა იყვნენ სხვებზე უკეთესი. ქმარიც საუკეთესო, ბავშვებიც ყველაზე გონიერები, შემოსავლებიც მაღალი და დღესასწაულებიც მდიდრული...

თანაც მნიშვნელობა არა აქვს, რანაირად მოიძიებს ყველაფერ ამას და რამდენ წელს დაზოგავს. მთავარია - შედეგი. გარშემო მყოფებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ესაუბრებიან დედალ ლომს, და არა ვიღაც ულაზათოს.



ქალი-ლომი დარწმუნებულია, რომ ყოველთვის სწორად იქცევა, ხოლო შეცდომებს სხვები უშვებენ. ის ყოველთვის შესძლებს პიკანტური სიტუაციიდან გამოძრომას. და ის ვერ გუობს კონკურენციას.



2. ღრიანკალი

ღრიანკალს შეუძლია დაგკბინოთ, თანაც ყველაზე მტკივნეულ ადგილას. ამ ქალბატონს შეუძლია ისეთი სიტყვის შერჩევა და ისე ლამაზად წყენინება, რომ გარშემო მყოფნი ვერც კი უსაყვედურებენ მას ამის გამო, ხოლო მსხვერპლი დამცირებულად იგრძნობს თავს. ქალი-ღრიანკალი ოსტატურად გამოიცნობს იდეალურ მომენტს დარტყმისათვის, ის ძალზედ ცბიერია და ერთობ არაპროგნოზირებადი.



მაგრამ ღრიანკალები ყველაზე საშიში არიან მაშინ, როცა მათ გაანაწყენებენ და მიატოვებენ. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალისგან წავა ქმარი ან საყვარელი, ქალი მათ ყველას სამაგიეროს გადაუხდის.



3. ქალწული

ქალწულები გამოიყურებიან როგორც მართებული და მოწესრიგებული ქალები. მათი, როგორც ფრიადოსნის, სახე ყველაფერში ვლინდება. მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება განწყობაში ხშირი ცვლილებების მიმართ, რაც ქალის ერთ-ერთ უარეს თვისებად ითვლება. ქალი-ქალწულის ცუდი განწყობის პერიოდში უმჯობესია მას არ გაეკაროთ, მით უფრო რაიმე სისაძაგლე ჩაიდინოთ. სამაგიეროს გადახდა სწრაფი იქნება.



ბრძოლის მისი მეთოდები შთამბეჭდავია და შემაშინებელიც. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ როცა ქალწულს ალი გაუვლის, ის ისევ მოკრძალებულ ფუმფულა ზაზუნად იქცევა.



4. მერწყული

ეს გამორჩეულად პირფერია: შეუძლია გაუღიმოს ადამიანს, მაგრამ თავში მისი განადგურების მზაკვრული გეგმა შეამზადოს. ქალ-მერწყულს უყვარს ვიღაცასთან ყველა წვრილმანის განხილვა და აუცილებლად რაღაც შხამიანი კომენტარებით. ხდება ხოლმე, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი ნამდვილ ურჩხულად იქცევა, ოღონდ ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან შეეცდებით მის განაწყენიანებას. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ის საკმარისად ფაქიზი და გულმხიარულია.



5. თხისრქა

თხისრქა-ქალი ძალიან ჯიუტია. მასთან ძალიან რთულია კომპრომისის მოძებნა, ხოლო მასთან კამათი - ნამდვილი წამებაა. საკმარისია დაეთანხმოთ მას, რომ ის კვლავ შეიცვლის თავის აზრს საწინააღმდეგო მიმართულებით. ხალხი ასეთი მანდილოსანის გვერდით მწყობრიდან გამოდიან, მისთვის კი სულერთია, აგრძელებს ჯიუტობას. და მერე კიდევ თავად გაუკვირდება, რატომ უქცევენ გვერდს.



ასტროლოგების დაჯერება - პირადი საქმეა. ერთის თქმა ზუსტად შეიძლება: ყველა ქალი მშვენიერია და მშვიდობისმოყვარე, თუ მათ სიყვარულითა და პატივისცემით მოვექცევით. დაბადებიდან ყველას აქვს შურისძიების უნარი, ეგ არის, რომ ცხოვრებაში ყველას არ უწევს ამის გამოვლენა. უმჯობესია განაწყენებულ ქალს შორიდან აუქციოთ გზა იმის მიუხედავად, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის ის დაბადებული.


თქვენ გჯერათ ეს ჰოროსკოპი? მეგობრებსაც გაანდეთ ეს ინფორმაცია!