7 ხრიკი, რომელიც თქვენს ინტერიერს გადაარჩენს
ინტერიერის დიზაინი ნამდვილი ხელოვნებაა. იმის შემხედვარე, თუ პროფესიონალი დიზაინერები როგორ აფორმებენ ბინას, გიჩნდება სურვილი რომ თქვენი სახლიც ასევე კომფორტულად და ლამაზად მოაწყოთ. თუმცა პრაქტიკაში ბევრი დაბრკოლებას ვაწყდებით: პროფესიონალის დაქირავება ძალიან ძვირია, კარგი რჩევის განხორციელებაც კი ბევრ ხარჯებს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით რამდენიმე ხრიკი, რომელიც თქვენს ინტერიერს ზედმეტი დანახარჯის გარეშე გააუმჯობესებს.
- მოაშორეთ ზედმეტი
მინიმალიზმი ქაოსზე უკეთესია. მოაშორეთ ყველა სასანთლე, ვაზა, სტატუეტკა, საფერფლე და უაზრო ნივთები, დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. დაუმატეთ დეკორს მხოლოდ ერთი სტილი ან დატოვოთ მხოლოდ რამდენიმე საყვარელი ნივთი. ამასთან დატოვეთ მხოლოდ ის ნივთები, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ.
თუ თქვენ ლამაზი ეპოქის სტილის ან XIX საუკუნის შუა ხანის ინტერიერი მოგწონთ და მინიმალიზმი გულზე სულაც არ გეხატებათ, გახსოვდეთ რომ განწყობა ძვირფას ღირებულებას ქმნის. არსებობს ადგილი, სადაც პრესტიჟულ სამშვენისებს სიმბოლურ ფასად შეიძენთ. არ გიყვართ ძველი ნივთები? შეიძინეთ ხარისხიანი საქონელი სახლისთვის ინტერნეტიდან. ასე თქვენ კარგ რამეს გონივრულ ფასში იპოვით. - გამოიყენეთ პლედი
თქვენი ბებია დივანს ქსოვილს აფარებდა, რომ არ დასვრილიყო. ახლა ასე გადაფარებული სავარძლები ინტერიერზე შთაბეჭდილებას გვაკარგვინებს. სამაგიეროდ ოდნავ უხეშად გადაფარებული პლედი მოდურია და ოთახს მყუდროებას მატებს. თუ დეკორატიული ბალიშები არ გაქვთ, უმჯობესია თუ პლედს გამოიყენებთ. მისი პოვნა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ბალიშების შერჩევა. - ნივთები კედლის ფერში გადაღებეთ
ხშირად კედლები და ავეჯი სხვადასხვა ფერისაა და ეს ყველაფერი ეკლექტურია. ოთახი უფრო ჰარმონიული რომ იყოს, ზოგიერთი ნივთი კედლის ფერში გადაღებეთ: კედლები, ფარდა ან ხალიჩა. შეგიძლიათ გადაღებოთ სკამები, ჟურნალის მაგიდა, კომოდი. - გამოიყენეთ კალათები
დაწნული კალათი - ძალიან კარგი ნივთია, რომელიც სახლში არეულობას აღმოფხვრის. სტუმრები მოდიან, თქვენ კი ნივთები ქაოტურად გაქვთ დაყრილი? ყველაფერი კალათაში ჩაყარეთ და ოთახი იდეალური იქნება. - შეინახეთ პროდუქტები კონტეინერებეში
ეს რჩევა სამზარეულოსთვისაა. კონტეინერის კომპლექტის ყიდვით ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ. პირველ რიგში, ისინი კარგად გამოიყურებიან თაროებში: ჰარმონიული და თანმიმდევრულია. მეორე მხრი, ისინი უფრო პრაქტიკულები არიან. - თქვენ დაგეხმარებათ გრაფინი და დოქი
ბევრს გრაფინი და დოქი ძველი საუკუნის დროინდელი ჰგონია. თუ წყალს, წვენს ან ღვინოს გრაფინში ჩაასხამთ, სითხე უფრო დიდხანს იქნება ახალი და ასე ინტერიერსაც ხიბლს შემატებთ. მათი შეძენა ძვირი არ დაგიჯდებათ. - თქვენი ჰობის არ მოგერიდოთ
კარგი ინტერიერი ისაა, რომელიც მფლობელის შესახებ ბევრს გვიყვება. თუნდაც ძველი შპალერი და პარკეტი გქონდეთ, სახლი მყუდრო და ლამაზი იქნება, თუ თქვენ ჰობს არ დამალავთ. გიყვართ თევზაობა? თევზის საჭერი ანკესები გამოსაჩენ ადგილას დადეთ. თუ სპორტსმენი ხართ გირები არ დამალოთ, გამოსაჩენ ადგილას დადეთ ისე, რომ ფეხებში არ მოგედოთ. თუ კერვით ხართ გატაცებული საკერავი მანქანა, ძაფი და ქსოვილი ინტერიერის გაფორმების დეტალები იქნება. გამოიყენეთ ის, რაც მოგწონთ და ინტერიერი მყუდრო გახდება.