აარჩიეთ თვალი, გაიგეთ მისი მნიშვნელობა და ამასთან თქვენი შინაგანი პოტენციალი!

აარჩიეთ თვალი, გაიგეთ მისი მნიშვნელობა და ამასთან თქვენი შინაგანი პოტენციალი!
რომელი თვალი აარჩიეთ?

ძველი ბერძნული გამონათქვამი გვეუბნება: "თვალები სულის სარკეა." და ეს მართალიცაა. სწორედ თვალების დახმარებით ჩვენ შევიგრძნობთ, ვსწავლობთ და გვიყვარდება კიდეც. მხედველობას ქმედებაში მოყავს ადამიანის ყველა შეგრძნება და ამაშია მისი დიდი მნიშვნელობა. თუმცა არ არის აუცილებელი ხედავდეთ მხოლოდ თვალებით... აირჩიეთ თვალი, რათა დაინახოთ!

როდესაც ვსაუბრობთ ხედვაზე მაგიის თვალსაზრისით, აქ იგულისხმება უამრავი რამ, რაც ჩვენთვის ჩვეულ შეგრძნებებს არ უკავშირდება. საუბარია სულიერ ხედვაზე, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს გარემოს ჩვენი ასტრალური სხეული. ასტრალური ხედვა გაცილებით მნიშვნელოვანია და აქვს მარადიული ბუნება. სულიერ თვალს ერთდროულად შეუძლია დალოცვაც, მოჯადოებაც და წყევლაც. სწორედ ამიტომ ვიძახით ხშირად: ენდე საკუთარ შინაგან ხმას. ენერგია არ ცდება. ახლა კი გთავაზობთ, აირჩიოთ ერთი თვალი და მიცეთ ამას უფლება აგირჩიოთ თქვენ. რომელ მათგანს შეუძლია თქვენი სულის დანახვა? რომელთან გრძნობთ კავშირს? გაიარეთ აღნიშნული ტესტი ხელმეორედ ერთ თვეში და მისი შედეგი გაგაოცებთ.



  1. მე ვარ ვნება

    თქვენში გიზგიზებს ვნების ცეცხლი. თქვენი ინსტინქტები ძრწიან და სწყურიათ საზრდო. ისევ და ისევ გსურთ თაგადასავლები. გინდათ იცხოვროთ, როგორც მოგესურვებათ, იყოთ სპონტანური საკუთარ ქცევებში. თქვენი ჟინი გამოღვიძებულია, ახლა ნამდვილად დარწმუნებული ხართ საკუთარ ზრახვებში, იცით რისი მიღება გსურთ მომავლისგან. ამასთან თქვენ ალბათ ბრაზობთ წარსულზე, ვერ თავისუფლდებით მისგან. მაგრამ განკურნების გასაღები პატიებაშია. ცეცხლს შეუძლია როგორც სიცოცხლის მოცემა, ისე სასიკვდილო მახეში გაბმაც. ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენ გაღვიძებულ ინსტინქტებს სასიკეთოდ იყენებთ. მიეცით ცეცხლს საშუალება გაგინათოთ გზა!

  2. მე ვარ საიდუმლო

    წარსულში თქვენ დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ ცოდნის მისაღებად. მაგრამ ამასთან ბევრი რამე დათმეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით ის, ვინც დღეს ხართ. შეიძლება რაღაც ძვირფასიც დაკარგეთ. მაგრამ ახლა თქვენ ხართ - ბრძენი და ძლიერი. თუმცა ჯერ ვერ იაზრებთ ამას, მაგრამ გაცილებით ძლიერი ხართ, ვიდრე ადრე. მეორე მხრივ, მიღებული ცოდნა შეგიძლიათ მიზნების მიღწევისთვის გამოიყენოთ, ნუ დახარჯავთ მას უაზროდ. დაისახეთ ახალი მიზნები და მართეთ საკუთარი მომავალი! განვითარების დრო დადგა, მაშ აჩვენეთ სამყაროს, რა შეგიძლიათ!

  3. მე ვარ ბუნება

    თქვენი სასიცოცხლო ენერგია ყოველთვის იყო ბუნების ნაწილი. ახლა უკეთ გესმით ეს, ვიდრე ოდესმე. თქვენ მიმართულებას გაძლევენ ბუნების ძალები და იცით, როგორ მართოთ ისინი და მოახდინოთ სასწაულები. ეს სასწაულები კი შეცვლის გარშემომყოფთა ცხოვრებას. ამიტომაც გელტვიან ადამიანები განკურნების იმედით.

    თქვენი აურა განმსჭვალულია მწვანე ძალებით და ასხივებთ სიმშვიდესა და ბედნიერებას. ისარგებლეთ ბალახების მაგიით, რათა დაეუფლოთ ამ უნარს. გამოიყენეთ მცენარეების თვისებები, რათა ბოლომდე გამოამჟღავნოთ თქვენი პოტენციალი.

  4. მე ვარ ეფემერული სული

    თქვენ მუდამ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი გარშემო ყველაფრის არსში ჩაწვდომით. ყოველთვის სვამთ კითხვას, როგორ წარიმართებოდა ცხოვრება, სხვა გზის არჩევის შემთხვევაში. ზოგჯერ ძალიან მკაცი და იდეალისტი ხართ. მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა. მართალია თქვენ სუფთა სულს შეუძლია ხალხის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, მაგრამ თავად მარტოსული ხართ, რადგან გამუდმებით ეჭვი გეპარებათ საკუთარ არჩევანში, მოტივებსა და მსჯელობაში. სასწრაფოდ დაიბრუნეთ საკუთარი თავის რწმენა!

    რა თქმა უნდა, შეცდომებს თქვენც დაუშვებთ და ხშირად ისინი მტკივნეულიც იქნება, მაგრამ ვინ არ ცდება ამ ცხოვრებაში? იდეალურები რომ ვყოფილიყავით, აქ არ დავიბადებოდით. ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და დაუჯერეთ შინაგან მეს!

  5. მე ვარ გამოცანა

    იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რასაც ხალხი თქვენგან ღებულობს, გახლავთ მხოლოდ თქვენი მანიპულირების ოსტატური უნარის შედეგი. ზუსტად იცით რა უნდა ილაპარაკოთ და რა - დამალოთ. შეიძლება ეს უნებლიედ მოგდით, მაგრამ თქვენ ზედმეტად აფასებთ საკუთარ შინაგან თვისებებს, რათა სხვებს გაუზიაროთ.

    თქვენ აჯილდოვებთ ახლობლებს დროდადრო რაღაც იდუმალის გაზიარებით და რაც უფრო მეტად გიყვართ ადამიანი, მით უფრო იხსნებით მასთან. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ ერთხელ უკვე გიღალატეს და თქვენ წინ აღმართეთ შეუვალი დამცავი კედელი. ეს იდუმალების შარავანდედი - დამცავი მექანიზმის ნაწილია. მხოლოდ დაიცავით სიფრთხილე და ზედმეტად ნუ გაერთობით გამოცანებით: ის, ვინც საკმაოდ სულელი აღმოჩნდა და გიღალატათ, არ უნდა დააყენოთ ერთ სიმაღლეზე მასთან, ვისაც უყვარხართ და სურს თქვენ გვერდით ყოფნა. გაუღეთ გული სიყვარულს და ძველ იარებს მიეცით მოშუშების საშუალება.

  6. მე ვარ სული, რომელსაც ძალუძს მოჯადოება

    საკუთარი იდუმალებით თქვენ ფაქტიურად იზიდავთ გარშემომყოფებს. თქვენი აურა ასხივებს სიბრძნესა და საიდუმლოებას. თქვენგან გამომავალი ენერგია იმდენად ძლიერია, რომ გამუდმებით ყურადღების ცენტრში ექცევით, თუმცა, შეიძლება ვერც კი ამჩნევთ ამას.

    გახდით უფრო თავდაჯერებული. შეეგუეთ იმას, რომ განსაკუთრებული ხართ და თქვენში დიდი პოტეციალი დევს. შეიცანით თქვენი შესაძლებლობები და ფარული მხარეები, შეეცადეთ გაიხსენოთ წინა ცხოვრება, რათა ბოლომდე გაიხსნათ ამ ცხოვრებაში.

    და რაც მთავარია - უკვე დროა გადახვიდეთ თავდაცვითი პოზიციიდან მოძრაობაზე, რათა აისრულოთ ოცნება. თქვენ ხომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ. ერთადერთი რაც საჭიროა ამისთვის, ესაა - იწამოთ საკუთარი თავის.

  7. მე ვარ ღამის გუშაგი

    თქვენ ხართ ცოდნის მცველი და შენიღბვის ოსტატი. თქვენ მოგწონთ იმის ყურება, როგორ იქცევიან სხვები სხვადასხვა სიტუაციაში. ასევე იცით, როგორ შექმნათ ილუზია და "ითამაშოთ" ურთიერთობები; და მიუხედავათ თქვენი გულწრფელობისა, მაინც ცდილობთ ნაკლებად ილაპარაკოთ საკუთარ თავზე. თქვენ მოგონთ ადამიანებისთვის მიზეზის მიცემა, რათა გაიგონ თქვენზე უფრო მეტი და თავს წარმოაჩენთ, როგორც ერთგვარ ჯილდოს, რომელიც შეიძლება მოიგონ, თუკი გიჩვენებენ, რა შეუძლიათ.

    თქვენ მიჩვეული ხართ სატყუარას დადებასა და ლოდინს, სანამ ვინმე არ გაებმება ქსელში. მაგრამ თქვენი ძალაუფლების ქვეშ მოქცეული ადამიანი, არასოდეს ინანებს, რომ შეგხვდათ. თქვენი გული საიდუმლოებებითაა სავსე. ხოლო ის ვინც აღმოჩნდება საკმაოდ ჭკვიანი და გამბედავი, რათა ჩაიხედოს ამ "ბნელ უფსკრულში", აუცილებლად დაჯილდოვდება იმით, რომ მიეცემა შესაძლებლობა იაროს თქვენთან ერთად ამ ცხოვრებაში.