რომელი საფულე მოგწონთ ყველაზე მეტად? ამაში იმალება თქვენი კეთილდღეობისა და წარმატების საიდუმლო

რომელი საფულე მოგწონთ ყველაზე მეტად? ამაში იმალება თქვენი კეთილდღეობისა და წარმატების საიდუმლო
ყველა ჩვენგანი ასე თუ ისე ისწრაფვის თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ზოგს ეს მარტივად გამოსდის, ზოგს კი ძლივს გააქვს თავი. რაშია საიდუმლო?



ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი წარმატებისა და კეთილდღეობის საიდმლოს გაგებაში და ასევე რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, რომელი საფულეა უკეთესი.

როგორ ავარჩიოთ საფულე

კარგად დააკვირდით სურათს და შეარჩიეთ საფულე, რომელმაც მიიქცია თქვენი ყურადღება და ყველაზე მეტად მოგეწონათ. იქნებ, ეს პატარა მინიშნება დაგეხმაროთ გამდიდრებაში.



თუ თქვენ მოგეწონათ პირველი საფულე, მაშინ თქვენი გზა მატერიალურ კეთილდღეობისკენ - სუფთა აზრები და ზნეობაა. თუ თქვენ მოიტყუებით და უღალატებთ, ფული არასოდეს მოვა თქვენთან. ყოველთვის დაიცავით თქვენი პრინციპები, იარეთ დასახული გზით და ნურასდროს ჩაიდენთ უნამუსობას, მაშინ წარმატება თქვენს მხარეს იქნება.



თუ მეორე საფულე აარჩიეთ, მაშინ კეთილდღეობის საიდუმლო თქვენს თავშია. თქვენ იდეების გენერატორი ხართ. მახვილი გონება, ფართო თვალთახედვა და გამჭრიახობა დაგეხმარებათ გამდიდრებასა და წარმატების მიღწევაში. უკეთესია, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოთ ფინანსურ ან იურიდიულ სფეროში.



თუ მესამე საფულე მოგეწონათ, თქვენი წარმატების მთავარ საიდუმლოს წარმოადგენს რწმენა; და არ აქვს მნიშვნელობა ვისი ან რისი გწამთ. მთავარია, რომ ის გაძლევთ ძალას და შთაგაგონებთ, გააგრძელოთ გზა. წარმატების მისაღწევად უნდა გწამდეთ საკუთარი თავისა და ძალების. თქვენ კარგად შეგეფერებათ სამსახური, რომელიც დაკავშირებულია ხალხთან: ექიმობა, პედაგოგობა.



მეოთხე საფულე აირჩიეთ? მაშინ თქვენ სიმდიდრეს მოგიტანთ ყველაფერი, რაც უკავშირდება სახლსა და სიმყუდროვეს. რემონტი, მშენებლობა ან კულინარია - სწორედ ესენი მოგიტანთ ფულს. მთავარია, რომ თქვენ მოგწონთ, როდესაც ხალხს ჩუქნით მყუდროებასა და კომფორტს.




წინვლისკენ გამუდმებული სწრაფვა - აი საიდუმლო მათთვის, ვინც აარჩია მეხუთე საფულე. თუ თქვენ შერჩით რუტინულ სამსახურში, სასწრაფოდ თავი დააღწიეთ მას. ეს არ მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობას. მოგზაურობა, სპორტი - სწორედ თქვენთვისაა. თქვენ აუცილებლად შეძლებთ, აქციოთ ჰობი შემოსავლიან საქმედ.



თუკი თქვენი ყურადღება ბოლო საფულემ მიიპყრო, მაშინ წარმატების გზა გაუმაძღრობაშია. ოღონდ აქ საუბარი არ არის ანგარებაზე, არამედ სიცოცხლის სიყვარულზე. თქვენ ცხოვრებისგან სიამოვნებას ღებულობთ და სიხარულით იყენებთ ყველაფერს, რასაც ის გაძლევთ. ამასთან თქვენ შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ ეს სიამოვნებები. სწორედ ამის დახმარებით შეძლებთ ქონების დაგროვებას. შეგიძლიათ თავი სარესტორნო ბიზნესში ან გასართობ სფეროში იპოვნოთ.



რედაქციის რჩევა

ეს მხოლოდ ტესტია და არ ნიშნავს იმას, რომ დაგეხმარებათ ცხოვრებისეული გზის არჩევაში, მაგრამ საფულის შერჩევაში კი, სავსებით შესაძლებელია, გამოგადგეთ. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ საფულე ძლიერ გავლენას ახდენს მატერიალურ კეთილდღეობაზე და მის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ.

ნუ იფიქრებთ, რომ "სწორი" საფულის შეძენისას თქვენ მაშინვე გამდიდრდებით. უბრალოდ, მისგან მომავალი ენერგია დაგეხმარებათ მოიზიდოთ ფული და ბარაქა. მაშ, როგორ ავარჩიოთ საფულე, რომელიც კეთილდღეობას მოგვიტანს?



პირველ რიგში ის უნდა მოგეწონოთ და დადებითი ემოციები გამოიწვიოს თქვენში. ძებნაში ბევრი დრო დახარჯეთ. აიღეთ ხელში საფულე და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მომავალში. ხედავთ, რომ მდიდარი ადამიანი ხართ? გრძნობთ, რომ ეს საფულე დაგეხმარებათ ყველაფრის მიღწევაში? მაშინ ეს სწორედ ის ნივთია, რაც თქვენ გჭირდებათ.



დიდ როლს თამაშობს საფულის ხარისხი. ჯობია არ დაინანოთ და შეიძინოთ ნატურალული ტყავი. ფერს მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლიათ უბრალოდ ფულის ფერს შეუხამოთ. საფულე უნდა იყოს ტევადი.

რაც მთავარია, არასოდეს ატაროთ გაცვეთილი, ძველი ან გახეული საფულე. პატივისცემა იქონიეთ ფულის მიმართ და მოეპყარით მათ ფრთხილად და აკურატულად. ნუ ატარებთ ჯიბით, ცხვირსახოცით და დაჭმუჭნულ მდგომარეობაში.

ვიმედოვნებთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ სწრაფად გამდიდრდებით. კეთილდღეობის მისაღწევად საჭიროა დიდი ძალისხმევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოიღებს იგი თავის ნაყოფს.